| ქალი და მამაკაცი |

სოლიდარობის აქციის ფარგლებში, არასამთავრობოთა კოალიცია "სამოქალაქო ერთობის" წევრებმა ბანკ "ქართუში" ანაბრები გახსნეს .
ანაბარის გასახსნელად რამდენიმე ათეული ახალგაზრდა დღეს ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბანკის სათაო ოფისში მივიდა. კოალიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მიხეილ მუმლაძის განცხადებით, ანაბარს დღეს მათ კოალიციაში შემავალი სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლებიც გახსნიან და სავარაუდოდ, დღევანდელი სოლიდარობის აქციის მონაწილეთა რაოდენობა 100 მოანაბრემდე გაიზრდება.
როგორც ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, ანაბრების გახსნის გარდა, ისინი ბიძინა ივანიშვილის მიმართ სოლიდარობის გამოხატვას მისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებითაც ცდილობენ.
ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, "სამოქალაქო ერთობის" მიერ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის მიზანი საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების განვითარებაა.
ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებული ბანკ "ქართუს" მხარდამჭერი აქცია რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. სოლიდარობის ნიშნად პირველი ანაბარი პოეტმა დავით მაღრაძემ გახსნა. მას შემდეგ ბანკში ანაბარი რამდენიმე ათასმა ადამიანმა გახსნა.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



"ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს ხელისუფლებას ბაყაყების ბიზნესში არ გაუმართლა
მთავრობა გვთავაზობს, ვიყიდოთ ასანთი და მოვიგოთ 1000 ლარი
"აირზენას" ფინანსური პრობლემები აქვს











ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
ფეისბუკის ერთი აქციის ღირებულება 38 აშშ დოლარი იქნება
ივანიშვილს თვის ბოლოსთვის რუსეთში ქონება აღარ დარჩება 

ბიძინა ივანიშვილი რუსეთში დეველოპერულ აქტივებს თითქმის მილიარდ დოლარად ყიდის
ბიძინა ივანიშვილის "დოკტორ სტოლეტოვის" სააფთიაქო ქსელი 60-70 მილიონ დოლარად გაიყიდა
ზუგდიდელმა ალექსანდრე ზარქუამ ჩეკების გათამაშებაში 50 ათასი ლარი მოიგო
ბიძინა ივანიშვილმა ბანკი "როსიისკი კრედიტი" 352 მლნ დოლარად გაყიდა
"ჯეოსელი" 5 ათასი ლარით დაჯარიმდა
ყველაზე მდიდარი ქართველები რუსეთში
გიორგი პერტაია - ელექტრონული ზედნადებების წარმოება შესაძლოა, ბეჭდურ გამოცემებზე არ გავრცელდეს
"თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა
ქვითრებით ლატარიაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია 



























