asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო იყიდება
საწყისი გასაყიდი ფასი 1.700.000 ლარია
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო იყიდება

2011-11-24 09:30:00



მთავრობა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს ყიდის . ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონულ აუქციონზე გაიყიდება შპს "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი.
ობიექტს 70.207 ლარის დებიტორული და 826.498 კრედიტორული დავალიანება აქვს.
საავადმყოფოს საწყისი გასაყიდი ფასი 1.700.000 ლარია და ის ლუბლიანას ქუჩა №5-ში მდებარეობს.
აუქციონის პირობების მიხედვით, საავადმყოფოს ახალი მფლობელი ვალდებულია ობიექტს პროფილი 7 წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს. ასევე მყიდველი ვადებულია უზრუნველყოს სამედიცინო პერსონალის (ექიმების და ექთნების) სულ მცირე, ერთი თვის ვადით დასაქმება, დასაქმების მომენტისთვის მათი პოზიციებისა და ანაზღაურების არსებული პირობების შენარჩუნება წლიური საშუალო ხელფასის გათვალისწინებით.
ელექტრონული აუქციონი www.eauction.ge-ზე დღეს, 17:00 საათზე გაიმართება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: გაყიდვა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online