asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

პროექტი "ნაბუქო" კრედიტის სახით 4 მილიარდ ევროს მიიღებს
პროექტი "ნაბუქო" კრედიტის სახით 4 მილიარდ ევროს მიიღებს
პროექტი "ნაბუქო" კრედიტის სახით 4 მილიარდ ევროს მიიღებს

2010-09-07 13:52:36



პროექტ "ნაბუქოს" დაფინანსების საკითხი გადაწყდა – კრედიტის სახით პროექტი 4 მილიარდ ევროს მიიღებს.

გაზსადენის მშენებლობის კონსორციუმმა, რომელშიც შედის რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი, ევროპული საინვესტიციო ბანკი და საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია, გუშინ პროექტისთვის 4 მილიარდი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი.

როგორც ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული, ევროპული საინვესტიციო ბანკისგან პროექტი 2 მილიარდ ევროს მიიღებს, ხოლო რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი მას 1,2 მილიარდი ევროთი დააფინანსებს.

გაზსადენის პროექტი, რომლის სიმძლავრე წელიწადში 31 მლრდ კუბამეტრი გაზია, კასპიის რეგიონიდან ევროპაში რუსეთის გვერდის ავლით გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. პროექტის მთლიანი ღირებულება 8 მლრდ ევროა. გაზსადენის ექსპლუატაცია 2015 წელს დაიწყება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: რუსეთის
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online