| ქალი და მამაკაცი |

ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენა ამჯერად ბლუმბერგის ყურადღების ცენტრში მოექცა. ვრცელ სტატიაში ივანიშვილის პოლიტიკურ მიზნებსა და ბიზნესკაპიტალზეა საუბარი.
მასალის ავტორი ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის საკითხზე ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის აბრეშუმის გზის კვლევების პროგრამის სამეცნიერო ხელმძღვანელ სვანტე კორნელს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ
ივანიშვილის გავლენა ქართულ პოლიტიკაზე მისი გამოუცდელობის გამო, შეიძლება შეზღუდული აღმოჩნდეს.
"დღემდე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ივანიშვილის ქმედებებს უფრო ემოციები მართავს, ვიდრე კარგი დაგეგმვა... ვფიქრობ, მთავრობის რეაქცია მისი პოლიტიკაში გამოჩენის გამო გადამეტებული იყო", – მიიჩნევს ანალიტიკოსი.
მისივე აზრით, ივანიშვილის მიერ პროდასავლურ ოპოზიციასთან თანამშრომლობა პოზიტიურია.
გარდა ამისა, სტატიის ავტორი ქართველი მილიარდერის ბიზნესკაპიტალზეც წერს და ყურადღებას რუსული აქტივებზე ამახვილებს. Bloomberg-ის ინფორმაციით, ივანიშვილი რუსული აქტივების გაყიდვას 2 მილიარდ დოლარად გეგმავს.
"55 წლის ივანიშვილი, რომლის ქონებაც ჟურნალმა Forbes-მა მარტში 5,5 მილიარდ დოლარად შეაფასა, მოსკოვში საკუთარი აქტივების ("რასიისკი კრედიტ ბანკ"-სა და აფთიაქების ქსელ "დოქტორ სტოლეტოვ"-ში, ასევე სამშენებლო და სასოფლო სამეურნეო ბიზნესებში საკუთარი წილის) 2 მილიარდ დოლარად გაყიდვას აპირებს. ივანიშვილი პოლიტიკაში ჩაბმას და მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. რუსეთთან კავშირი შესაძლოა, მას ტვირთად ექცეს, რადგან ამ ორ ქვეყანას შორის 2008 წელს ხუთდღიანი ომი გაჩაღდა", - ნათქვამია სტატიაში.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



"ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს ხელისუფლებას ბაყაყების ბიზნესში არ გაუმართლა
მთავრობა გვთავაზობს, ვიყიდოთ ასანთი და მოვიგოთ 1000 ლარი
"აირზენას" ფინანსური პრობლემები აქვს











ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
ფეისბუკის ერთი აქციის ღირებულება 38 აშშ დოლარი იქნება
ივანიშვილს თვის ბოლოსთვის რუსეთში ქონება აღარ დარჩება 

ბიძინა ივანიშვილი რუსეთში დეველოპერულ აქტივებს თითქმის მილიარდ დოლარად ყიდის
ბიძინა ივანიშვილის "დოკტორ სტოლეტოვის" სააფთიაქო ქსელი 60-70 მილიონ დოლარად გაიყიდა
ზუგდიდელმა ალექსანდრე ზარქუამ ჩეკების გათამაშებაში 50 ათასი ლარი მოიგო
ბიძინა ივანიშვილმა ბანკი "როსიისკი კრედიტი" 352 მლნ დოლარად გაყიდა
"ჯეოსელი" 5 ათასი ლარით დაჯარიმდა
ყველაზე მდიდარი ქართველები რუსეთში
გიორგი პერტაია - ელექტრონული ზედნადებების წარმოება შესაძლოა, ბეჭდურ გამოცემებზე არ გავრცელდეს
"თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა
ქვითრებით ლატარიაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია 





































































































