| ქალი და მამაკაცი |

საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, მეწარმეს, რომელსაც უბნის საგადასახადო ოფიცერი დარღვევის აღმოფხვრისთვის გონივრულ ვადას მისცემს , კერძო საგადასახადო ინსპექტორი ამ დროის განმავლობაში აღარ დააჯარიმებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შემოსავლების სამსახურის პრევენციის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ სოხაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილების მიხედვით, შემცირდა ჯარიმების ოდენობაც. თუ ამ დრომდე მეწარმე სალარო აპარატის გამოუყენებლობის შემთხვევაში პირველ ჯერზე ჯარიმდებოდა 500 ლარით, დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმების რაოდენობა იზრდებოდა, ამიერიდან ჯარიმა დარღვევის ყოველ მორიგ შემთხვევაზე 500 ლარი იქნება. ჯარიმები შემცირდა სალარო აპარატის უქონლობის შემთხვევისთვისაც.
უბნის საგადასახადო ოფიცრის ინსტიტუტი სამი თვის წინ ამოქმედდა და საგადასახადო ოფიცრის მთავარი მოვალეობა გადამხდელის დახმარება და პრობლემების მოგვარების კუთხით კონსულტაციის გაწევაა.
საგადასახადო ოფიცრები უბნების მიხედვით არიან გადანაწილებული. ისინი ყოველდღიურად, ფეხით ან საჯარო ტრანსპორტით დადიან უბნებში, ხვდებიან გადამხდელებს და საჭირო დახმარებას უწევენ. საჭიროების შემთხვევაში, უბნის საგადასახადო ოფიცერი მეწარმეებს შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმებსა და სიახლეებსაც აცნობს.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



"ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს ხელისუფლებას ბაყაყების ბიზნესში არ გაუმართლა
მთავრობა გვთავაზობს, ვიყიდოთ ასანთი და მოვიგოთ 1000 ლარი
"აირზენას" ფინანსური პრობლემები აქვს











ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
ფეისბუკის ერთი აქციის ღირებულება 38 აშშ დოლარი იქნება
ივანიშვილს თვის ბოლოსთვის რუსეთში ქონება აღარ დარჩება 

ბიძინა ივანიშვილი რუსეთში დეველოპერულ აქტივებს თითქმის მილიარდ დოლარად ყიდის
ბიძინა ივანიშვილის "დოკტორ სტოლეტოვის" სააფთიაქო ქსელი 60-70 მილიონ დოლარად გაიყიდა
ზუგდიდელმა ალექსანდრე ზარქუამ ჩეკების გათამაშებაში 50 ათასი ლარი მოიგო
ბიძინა ივანიშვილმა ბანკი "როსიისკი კრედიტი" 352 მლნ დოლარად გაყიდა
"ჯეოსელი" 5 ათასი ლარით დაჯარიმდა
ყველაზე მდიდარი ქართველები რუსეთში
გიორგი პერტაია - ელექტრონული ზედნადებების წარმოება შესაძლოა, ბეჭდურ გამოცემებზე არ გავრცელდეს
"თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა
ქვითრებით ლატარიაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია 













































