asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რეკორდულად მაღალი სიცხე რუსეთის ცენტრალურ რეგიონებში ინფლიაციას შეუწყობს ხელს
გვალვის გამო რუსეთის 17 რეგიონში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
რეკორდულად მაღალი სიცხე რუსეთის ცენტრალურ რეგიონებში ინფლიაციას შეუწყობს ხელს

2010-07-20 20:43:20



რეკორდულად მაღალი სიცხე რუსეთის ცენტრალურ რეგიონებში არა მარტო შეამცირებს მარცვლეულის წლიური მოსავალს, არამედ ინფლიაციას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ განაცხადა მინეკონომგანვითარების თავმჯდომარის მოადგილე ანდრეი კლეპაჩი. ეს კი იმის აღიარებასაც ნიშნავს, რომ რუსეთის ეკონომიკის განვითარების ბოლო წლების მთავარი მიღწევა შეიძლება წაგებულ იქნას ანომალურ ამინდთან ბრძოლაში. ახლა ამ ბრძოლის ბედი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი პუნქტით დაეშვება ტერმომეტრის მაჩვენებელი.
ივლისში რუსეთის სასოფლო მეურნეობის სამინისტრომ გააკეთა პროგნოზი, რომ გვალვის გამო მარცვლეულის მოსავალი იქნება 85 მილიონი ტონა (90 მილიონის ნაცვლად). რუსეთის მარცვლეულის კავშირის გამოთვლებით, ეს რიცხვი შეადგენს 81,5–85 მილიონი. მაგრამ არსებობს ბევრად უფრო პესიმისტური შეფასებებიც. მდინარე ვოლგას მიმდებარე მინდვრებზე, ურალის სამხრეთ ნაწილში და რუსეთის ევროპულ ნაწილში, სადაც ძირითადი სამეურნეო ნაკვეთები მდებარეობს, ტემპერატურა 30 გრადუსზე დაბლა არ ეშვება.
15 ივლისისთვის გვალვის გამო 17 რეგიონში გამოცხადებული იქნა საგანგებო მდგომარეობა. კიდევ ორი რეგიონი ემზადება საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად, ხოლო სინოპტიკოსების პროგნოზებით, სიცხე როგორც მინიმუმ თვის ბოლომდე გასტანს.
ანდრეი კლეპაჩის თქმით, თუ მოსავალი 80-83 მილიონ ტონას მიაღწევს (რაც საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზია), მაშინ მოუსავლიანობას დიდ გავლენა ინფლაციის ტემპებზე არ უნდა იქონიოს. თუ მოსავალი ნაკლები იქნება, ამას ვიგრძნობთ, მაგრამ მოგვიანებით, სექტემბრიდან და მერე, ამბობს კლეპაჩი.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ორი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online