asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ჩინეთმა ენერგიის მოხმარებით ამერიკის შეერთებულ შტატებს გადაუსწრო
ჩინეთმა ენერგიის მოხმარებით ამერიკის შეერთებულ შტატებს გადაუსწრო
ჩინეთმა ენერგიის მოხმარებით ამერიკის შეერთებულ შტატებს გადაუსწრო

2010-07-20 14:33:27



საერთაშორისო ენერგეტიკის საგენტოს ინფორმაციით, ჩინეთმა ენერგიის მოხმარებით ამერიკი შეერთებულ შტატებს გადაუსწრო და მსოფლიოს უდიდესი ენერგორესურსების მომხმარებელი ქვეყანა გახდა.
სავარაუდოდ, პეკინის ახალი სტატუსი უფრო გავლენიანს გახდის მას მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე ფასების განსაზღვრისას.
ჩინეთმა ამ მაჩვენებელს უფრო სწრაფად მიაღწია, ვიდრე მოსალოდნელი იყო. რადგან გასული ათწლეულის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები უსწრედა მას ენერგიის მოხმარებით და მისი უფრო ეფექტურად გამოყენებით. ერთ სულზე გაანგარიშებით ეს მაჩვენებელი შტატებში დღესაც უფრო მაღალია, ვიდრე ჩინეთში.
საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს მთავარი ეკონომისტი, ბიროლი ამბობს: „ 2000 აშშ ორჯერ მეტ ენერგიას მოიხმარდა, ვიდრე ჩინეთი. წელს კი ჩინეთი უფრო მეტ ენერგიას მოიხმარს.“ ის აღნიშნავს, რომ შტატებმა ენერგიის გამოყენების ეფექტურობა გააუმჯობესა საშუალოდ 2,5 %–ით ხოლო ჩინეთს მხოლოდ 1,7 % გაუმჯობესება აქვს. მისივე განცხადებით, 2005 წლის შემდეგ აშშ–ს დიდი ძალისხმევა დასჭირდა ენერგიის უფრო ეფექტურად გამოყენების მისაღწევად.
ჩინეთმა ბოლო წლის განმავლობაში 2,252 მილიონი ტონა ნავთობის ექვივალენტი ენერგორესურსები მოიხმარა, მათ შორის ქვანახშირი, ნავთობი, ბირთვული ენერგია, გაზი და ჰიდრორესურსები. ეს მაჩვენებელი 4 % – ით მეტია, ვიდრე შტატებისა.
2008 წელს ნავთობის ფასის რეკორდულმა ზრდამ ხელი შეუწყო რეცესიას. ბიროლის განცხადებით, ჩნეთის გაზრდილმა მოთხოვნამ ქვანახშირისა და გაზის იმპორტზე შესაძლოა ანალოგიური ეფექტი იქონიოს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ახალი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online