| ქალი და მამაკაცი |

Google VS Facebook
Google VS Facebook
ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას თუ ვენდობით, მალე Google სოციალური ქსელის, Facebook–ის კონკურენტად შეძლება მოგვევლინოს. ის გეგმავს სოციალურ ქსელთან ერთად Facebook–ის მსგავსი პოპულარული თამაშების შექმნას, როგორიცაა "FarmVille".
Google კომპანია Zynga–სთან თანამშრომლობს Google Games–ის შექმნაზე, რომელიც დიდი სოციალური ქსელის "Google Me"–ს ნაწილი გახდება.
Facebook–ის ყოფილი მთავარი ტექნიკური დირექტორი და ერთ–ერთი დამფუძნებელი კევინ როუზი მიმდინარე კვირას მიიწვიეს Google–ში, რომელსაც გიგანტ საძიებო სისტემასთან ერთად ახლა სურს უმსხვილესი სოციალური ქსელის შექმნა, რომელიც FACEBOOK–ს გაუწევს კონკურენციას.
TechCrunch–მა კვირას გამოაქვეყნა ანონიმური წყაროებისგან მიღებული ინფორმაცია, რომ გუგლმა 100–დან 200 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია გააკეთა კომპანია Zynga–ში, რომელიც ისეთი წარმატებული და პოპულარული თამაშების ავტორია, როგორიც არის "FarmVille" და "Mafia Wars."
Zynga–ს სპიკერი ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს. გუგლის ოფიციალურ წარმომადგენელს კი კომპანიის მედია–ურთიერთობებისთთვის განკუთვნილ ელექტრონულ მისამართზე გაეგზავნა შეკითხვები, რომლებიც მან უპასუხოდ დატოვა.
Zynga–ს თამაშების პოპულარობამ – 50 მილიონზე მეტი ადამიანი თამაშობს მას ყოველდღე developerAnalytics–ის ინფორმაციით, – შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება უზრუნველყოს ნებისმიერი სათამაშო თუ სოციალური ქსელის პროექტისთვის, რომელსაც გუგლი განახორციელებს.
საინტერესოა, დატოვებს თუ არა თავის თამაშებს Zynga სოციალურ ქსელ Facebook-ზე.
სტატიაში არაფერია ნათქვამი დეტალების შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს გუგლის ახალი საიტი, ან იქნება თუ არა ის დაკავშირებული გუგლის სხვა პროექტებთან როგორიცაა Gmail და Buzz, ან როგორ ინტეგრირდება გუგლის თამაშები და სოციალური ქსელი.
Facebook–ის ყოფილი ტექნიკური ოფიცრის ადამ დ’ანგელოს განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ეს ინფორმაცია არ არის ჭორი და ამ პროექტზე ადამიანთა დიდი ჯგუფი უკვე მუშაობს. გუგლი მიხვდა, რომ მისი პროექტი Buzz, რომელმაც კრიტიკა დაიმსახურა, არ არის საკმარისი და საჭიროა ახალი, სრული, პირველი კლასის სოციალური ქსელის შექმნა – ამბობს ის.

კავშირი ტეგთან: პირველი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

"ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს ხელისუფლებას ბაყაყების ბიზნესში არ გაუმართლა
მთავრობა გვთავაზობს, ვიყიდოთ ასანთი და მოვიგოთ 1000 ლარი
"აირზენას" ფინანსური პრობლემები აქვს

ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
ფეისბუკის ერთი აქციის ღირებულება 38 აშშ დოლარი იქნება
ივანიშვილს თვის ბოლოსთვის რუსეთში ქონება აღარ დარჩება 

ბიძინა ივანიშვილი რუსეთში დეველოპერულ აქტივებს თითქმის მილიარდ დოლარად ყიდის
ბიძინა ივანიშვილის "დოკტორ სტოლეტოვის" სააფთიაქო ქსელი 60-70 მილიონ დოლარად გაიყიდა
ზუგდიდელმა ალექსანდრე ზარქუამ ჩეკების გათამაშებაში 50 ათასი ლარი მოიგო
ბიძინა ივანიშვილმა ბანკი "როსიისკი კრედიტი" 352 მლნ დოლარად გაყიდა
"ჯეოსელი" 5 ათასი ლარით დაჯარიმდა
ყველაზე მდიდარი ქართველები რუსეთში
გიორგი პერტაია - ელექტრონული ზედნადებების წარმოება შესაძლოა, ბეჭდურ გამოცემებზე არ გავრცელდეს
"თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა
ქვითრებით ლატარიაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია 