| ქალი და მამაკაცი |

პარასკევ დღეს ლარის კურსის დაცემა დაუშვებელია

ხანგრძლივი სტაბილურობის შემდეგ ლარის კურსის მოულოდნელმა რყევებმა საზოგადოებაში შეშფოთება და მითქმა–მოთქმა გამოიწვია. ბოლო დღეებში ლარი ახალ ნიშნულზე დასტაბილურდა. რამ გამოიწვია ეს რყევა და რას უნდა ველოდოთ, ამაზე "გუმბათი" ეკონომიკის ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა.
– ბატონო გია, რამ გამოიწვია რეალურად ლარის კურსის რყევები?
– ამის მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს. იგივე ეკონომიკური, სავალუტო ბალანსის, მოთხოვნა–მიწოდების მომენტი და ა.შ. ნორმალურ სიტუაციაში მოთხოვნა–მიწოდება განსაზღვრავს ამას. პრინციპში ობიექტურ სურათს შეიძლება ასეთი ტიპის რყევები გამოეწვია. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, ეკონომიკური და წმინდა ფინანსური ფაქტორები არ მოქმედებს. საქართველოში ეს უფრო პოლიტიკური რეგულაციების საგანია (და ეს დღეს არ დაწყებულა), ვიდრე რაღაც ეკონომიკურ პროცესზე მიბმული საკითხი.
ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ წონასწორობის წერტილად ლარის ახალი კურსი გაეხადა და ასეც გააკეთა. ვფიქრობ, რომ უფრო ამ ტიპის პროცესთან გვაქვს საქმე.
– მაინც ვის ინტერესებში შეიძლებოდა ყოფილიყო ეს პროცესი?
– ალბათ, მთავრობის ინტერესებში იყო. მთავრობა ამით თავის გარკვეულ ამოცანებს წყვეტს. იგივე საარჩევნო პერიოდში დანახარჯებთან დაკავშირებით, ასეთი უცნაური მეთოდი საბიუჯეტო პრობლემების ირიბი შევსების წყარო შეიძლება გახდეს. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული სპეკულაციური ოპერაციები ჩატარდა. ასეთი ეჭვი იმიტომ მიჩნდება, რომ პარასკევ დღეს მოხდა ამ კურსის ავარდნა. შემდგომი ორი დღის განმავლობაში ბაზარი სრულ გაუგებრობაში დატოვეს. ანუ ხელოვნურად შექმნილ დაძაბულობას ჰგავდა ეს ყველაფერი. შაბათ–კვირას ვინ და რამ იხეირა, ამას ვერ გეტყვით. მაგრამ ფაქტია, რომ პარასკევს ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. შენ თუ კურსის გაშვებას აპირებ სხვადასხვა მოტივაციით, ეს უნდა გააკეთო კვირის დასაწყისში იმისთვის, რომ ბაზარი დიდხანს გაურკვევლობაში არ ამყოფო და პანიკური პროცესები არ დაიწყოს. ჩვენთან ეს მაინც პარასკევს მოხდა. აქ რამდენიმე ფაქტორთან, მოტივთან შეიძლება გვქონდეს საქმე. პირველი, გლობალური ტიპის – ეს გახლავთ საბიუჯეტო პროცესის ასეთი უცნაური სახით წარმართვა და მეორე – სუბიექტური, ანუ ვიღაცამ შაბათ–კვირას რაღაც კონკრეტული სარგებელი მიიღო. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდებია. არ შემიძლია რაიმის კატეგორიულად მტკიცება, რადგან სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია დახურულია.
– თუნდაც ამ ფარგლებში კურსის მერყეობა, ლარის დაცემა, რა გავლენას მოახდენს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე?
– ეს არ არის კატასტროფა. ჩვენ ჰიპერინფლაციაზე და რაღაც ძალიან დიდ რყევაზე არ შეგვიძლია საუბარი. თუმცა, ამ ორ–სამ თვეს თუ გავითვალისწინებთ, ეს რყევა საკმაოდ სერიოზულად შეიძლება იყოს განხილული. შესაბამისად, ამის თანმდევია ინფლაცია და ჩვენ ამას სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფებზე ვაკვირდებით. სხვადასხვა საქონელი ძვირდება და განსაკუთრებით მწვავეა პირველადი მოხმარების საგნების გაძვირება. ჩვენ ვართ მომხმარებელი ქვეყანა და ძირითადად იმპორტირებულ პროდუქტზე ვცხოვრობთ. საბაჟოზე კი პროდუქციის 75% დოლარებში ფიქსირდება, შესაბამისად, ლარში თვითღირებულება იზრდება, გასაყიდი ფასიც იზრდება და ისედაც გაჭირვებულ ქართველს, კიდევ უფრო მძიმე სოციალურ მდგომარეობაში აყენებს.
– რას უნდო ველოდოთ, კურსის რყევების გაგრძელებას, თუ შედარებით სტაბილურობას?
– ღვთის წყალობით, დღეისთვის ეს პროცესი შეჩერებულია. იმ არასახარბიელო ვითარებიდან გამომდინარე, რაც ქართულ ეკონომიკაში ყალიბდება, რა თქმა უნდა, კარგს არაფერს უნდა ველოდოთ. თუმცა, ამ ეტაპზე ეროვნულ ბანკს ყველა ინსტრუმენტი აქვს, რომ ეს სიტუაცია დაიჭიროს და არ გაექცეს. აპოკალიპტურს არაფერს ველოდები, მაგრამ სერიოზული პრობლემები ალბათ იქნება.
– ბრძანეთ, რომ ქართულ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები კარგს არაფერს გვიქადის. ამ თვალსაზრისით რას გულისხმობთ?
– ეკონომიკა არ ვითარდება. საქმე ზოგადად ვალდებულებებში არ არის, მთავარია, რომ ქვეყანაში იყოს კრედიტუნარიანი, მოქმედი ეკონომიკა, რომელიც ყველა ამ ვალდებულებას გაისტუმრებს. სამწუხაროდ, ჩვენ ვაკვირდებით არა ეკონომიკურ განვითარებას, არამედ პირიქით, ეკონომიკის შეკუმშვას ვადევნებთ თვალყურს. დონორების მხრიდან კარგი არაფერი არ არის მოსალოდნელი და ამ მხრივაც ქართული ეკონომიკის ინვესტირებაში სურათის გაუარესებას უნდა ველოდოთ. ასე რომ, ეს ყველა კომპონენტი რომ შევაჯამოთ, საკმაოდ არასახარბიელო სურათს მივიღებთ. აქედან გამომდინარე, საკმაოდ რთული მომავალი გველის და სიმართლე გითხრათ, გამოსავალი არ ჩანს. ვერა ქობალიას დანიშვნა პოლოლიკაშვილის ნაცვლად, შექმნილ სიტუაციას ვერ უშველის.
გერა მამულაშვილი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

"ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს ხელისუფლებას ბაყაყების ბიზნესში არ გაუმართლა
მთავრობა გვთავაზობს, ვიყიდოთ ასანთი და მოვიგოთ 1000 ლარი
"აირზენას" ფინანსური პრობლემები აქვს

ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
ფეისბუკის ერთი აქციის ღირებულება 38 აშშ დოლარი იქნება
ივანიშვილს თვის ბოლოსთვის რუსეთში ქონება აღარ დარჩება 

ბიძინა ივანიშვილი რუსეთში დეველოპერულ აქტივებს თითქმის მილიარდ დოლარად ყიდის
ბიძინა ივანიშვილის "დოკტორ სტოლეტოვის" სააფთიაქო ქსელი 60-70 მილიონ დოლარად გაიყიდა
ზუგდიდელმა ალექსანდრე ზარქუამ ჩეკების გათამაშებაში 50 ათასი ლარი მოიგო
ბიძინა ივანიშვილმა ბანკი "როსიისკი კრედიტი" 352 მლნ დოლარად გაყიდა
"ჯეოსელი" 5 ათასი ლარით დაჯარიმდა
ყველაზე მდიდარი ქართველები რუსეთში
გიორგი პერტაია - ელექტრონული ზედნადებების წარმოება შესაძლოა, ბეჭდურ გამოცემებზე არ გავრცელდეს
"თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა
ქვითრებით ლატარიაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია 