asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ხელნაკეთი ნივთები ნაკლებად იყიდება
ხელნაკეთი ნივთები ნაკლებად იყიდება
ხელნაკეთი ნივთები ნაკლებად იყიდება

2010-06-24 15:31:29



დოლარის კურსის ზრდასთან ერთად საიუველირო მაღაზიის გამყიდველები სამკაულებზე ფასების ზრდას კიდევ ვარაუდობენ. მართალია, კლიენტების სიმცირეს არ უჩივიან, თუმცა მყიდველების პრეტენზიები უხვად ესმით. "გუმბათი" ამ საკითხთან დაკავშირებით იუველირ გიგა ჯანჯღავას ესაუბრა.



გიგა ჯანჯღავა, იუველირი:

– ბოლო პერიოდში დოლარის კურსმა იმატა და კლიენტებიც პრეტენზიულები გახდნენ. ჩვენს მაღაზიაში ყველაფერი დოლარის კურსზეა დამოკიდებული, ამიტომ გაიზარდა პრეტენზიებიც.

– ოქრო გაძვირდა?

– ფასი არ მოგვიმატებია, უბრალოდ, ყველაფერი დოლარის კურსით იყიდება.

– რომელი ნივთია ყველაზე გაყიდვადი?

– ყველაზე მეტად ბეჭდები იყიდება, ბოლო წლების მაჩვენებელით კი, ყველაზე უკეთესად სვაროვსკის თვლებიანი საათები იყიდება.

– ოქროს ორნამენტებიან სუვენირებზე მოთხოვნა თუ არის?

– ამ მხრივ მოთხოვნა მაღალია. მყიდველები ყოველთვის ეძებენ განსხვავებულ და ორიგინალურ ნივთებს. ყიდულობენ მათ სასაჩუქრედ, სუვენირებად. მართალია, ეს ძვირი სიამოვნებაა, თუმცა ამ კუთხითაც ვანებივრებთ ჩვენს მყიდველებს. უფრო ხშირად მას ბიზნესმენები და კოლექციონერები სასაჩუქრედ ყიდულობენ.

– ფასები საიდან სადამდე მერყეობს?

– ფასი იწყება 10–12 დოლარიდან და ათასებამდე ადის. დიდი მნიშვნელობა აქვს ნაწარმის სილამაზეს, მასში ოქროს რაოდენობას.

ზოგ ქალბატონს ოქროს ბიჟუტერია ურჩევნია. თუმცა ზოგიერთ ასეთ ნაკეთობას ოქროზე მეტი ფასი აქვს. სიძვირფასითაც გამოირჩევა და ნაკეთობაც კარგად დამუშავებული აქვს. დიზაინერ თამუსია ბობოხიძეს თავისი ხელით აწყობილი ნივთების გაყიდვა ძალიან უჭირს.

– რამდენად აქტუალურია ბიჟუტერიული ნაწარმი?

– ზოგ ქალბატონს ოქროს ჩვეულებრივი მეტალისგან დამზადებული, უბრალო სამკაული ურჩევნია. ზოგიც ეშმაკობას მიმართავს და ისეთ სამკაულს ანიჭებს უპირატესობას, რომელიც ოქროს ძალიან ჰგავს. ეს უკვე ქალბატონის გემოვნებაზეა დამოკიდებული.

– ხელნაკეთი ნივთები ძვირია?

– რა თქმა უნდა, ძვირია, თუმცა მასში დიდი თანხის გადახდა არავის სურს. ყველა ცდილობს თვითონვე შექმნას სამკაული და თავისი ხელნაკეთი ნივთით იამაყოს.

– შეიძლება სახლის პირობებში დავამზადოთ აქსესუარები?

– რა თქმა უნდა, შეიძლება. პატარა ბურთებისგან, ბისერებისგან შეგვიძლია მოვქარგოთ ქუდი, ქამარი, ტანისამოსი, ავაწყოთ აქსესუარი, მაგალითად, საყურე, ყელსაბამი, მთავარი იმპროვიზაციის ნიჭია. ფერთა შეხამება. არავინ თქვას, რომ მას ესა თუ ის აქსესუარი არ გამოუვა, პირიქით, ძალიან მარტივად შიძლება გავაკეთოთ ყევლაფერი.

– რომელი აქსესუარია ყველაზე მოთხოვნადი?

– ბისერი იმდენად ნაზი რამაა, რომ ის ყოველთვის მოთხოვნადია. პატარა ბურთებით არამხოლოდ აქსესუარების გაკეთება შეგვიძლია, არამედ ამით ინტერიერის გალამაზებაც ადვილია. პატარა ვაზები შეგვიძლია ბისერებით გავაფორმოთ, გამოვიყენოთ თხევადი წებო ან სილიკონი. ბისერი დიდ დროსა და მოთმინებას მოითხოვს. ტანისამოსის, ფეხსაცმლის გაფორმებას შეიძლება თვეები მოვანდომოთ. ასე, რომ არც ისე ადვილია ხელნაკეთი ნივთების საკმაოდ დაბალ ფასებში გაყიდვა, რადგან ის შრომატევადია.

– მაინც, რამდენად ფასობს თქვენი ხელნაკეთი ნივთი?

– პატარა საყურე 3 ლარიდან იწყება. სირთულეს დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ფასიც შესაბამისია.

თამარ ლაშხია



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ფასი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online