| ქალი და მამაკაცი |

ბილ გეიტსი – კომპიუტერის მეფე
ბილ გეიტსი – კომპიუტერის მეფე
ბილ გეიტსი სიეტლში მდიდარ ოჯახში დაიბადა. პატარაობიდანვე გამოირჩეოდა ორიგინალობით. იგი პრივილეგირებულ სკოლაში სწავლობდა. გამოირჩეოდა იმით, რომ დღენიადაგ კომპიუტერთან იჯდა.
– ჩემი საუკეთესო გასართობი კომპიუტერული თამაშების გამოგონება იყო, – იგონებს გეიტსი.
ვინც სპორტს არ მისდევს, სუსტი და კაფანდარაა. გამონაკლისი არც გეიტსი გახლდათ, თუმცა თავს არავის აჩაგვრინებდა. ყველას, ვინც შეეცდებოდა შეურაცხყოფა მიეყენებინა ან საკუთარი ნება მოეხვია, სასტიკად უსწორდებოდა. ამ დროს ზომიერებას ჰკარგავდა. მასწავლებლებიც ხშირად ჩიოდნენ მასზე. გეიტსი ხომ მხოლოდ კომპიუტერებით იყო დაკავებული და სწავლას ყურადღებას არ აქცევდა.
ჰარვარდის უნივერსიტეტშიც ბილი კომპიუტერებით ცოცხლობდა. მალე მან მიატოვა ჰარვარდი:
– უნდა გავაკეთო რაღაც ისეთი, რაზეც მთელი ამერიკა ალაპარაკდება!
ბიზნესის დაწყება მას პოლ ალენმა შესთავაზა.
– თანახმა ვარ, ოღონდ ბოსი მე ვიქნები! – მიუგო ბილმა.
პოლი დათანხმდა. შემდგომშიც, ვისაც გეიტსთან კომპანიონობა სურდა, ასეთ პირობას აწყდებოდა:
– ბოსი მე უნდა ვიყო!
ბილს უნარიც და ამბიციაც გააჩნდა, რათა ბოსი ყოფილიყო.
* * *
ჯერ კიდევ სკოლაში გეიტსს კომპიუტერის ფანატიკოსი შეარქვეს. ამიტომ ყველა გაოცდა, როდესაც ერთ–ერთ გოგონასთან რომანი გააბა. შემდგომშიც მას მსუბუქი გატაცებები ჰქონდა. ნამდვილი სიყვარული სტუდენტობის ასაკში ეწვია. მის გულის რჩეულს ენ ვინბლანდი ერქვა. ბილზე ის ოთხი წლით უფროსი იყო.
ენი ერთ–ერთი დიდი ფირმის მთავარი მენეჯერი გახლდათ. ტანმაღალი, ქერათმიანი, სპორტული ტანი, ჩამოსხმული ფეხები, მუდამ მოცინარე ცისფერი თვალები, საიდანაც ენერგია და სიცოცხლის სიყვარული გამოსჭვიოდა. ბილს ის ქალღმერთად მიაჩნდა. ლეკვივით უკან დასდევდა. თვალებში შესციცინებდა და მზად იყო, ენის ყველა სურვილი შეესრულებინა.
ქალისა და მამაკაცის მეგობრობა ქორწინებით ან სექსით მთავრდება. სექსი მათ საკმაოდ ჰქონდათ. მაშინ, როცა უიკ–ენდს ერთად ატარებდნენ და მაშინ, როცა ჰავაის კუნძულებზე დასასვენებლად მიემგზავრებოდნენ. რაც შეეხება ქორწინებას, აქ ბილი არ ჩქარობდა:
– ამისთვის ჯერ არ მოვმწიფებულვარ.
ენს ეს არ მოეწონა.
– ბილ, ჩვენ უნდა დავშორდეთ.
– რატომ?
– ვთხოვდები.
– ვისზე?
– ერთ მამაკაცზე, შენ მას არ იცნობ. თუ ახლა არ გავთხოვდები, ოჯახსაც ვერასდროს შევქმნი.Ò
– იქნებ ჩემზე გათხოვდე?
– უკვე გვიანია, ბილ.
რამდენიმე ხანს გეიტსი ცხვირჩამოშვებული დადიოდა. ერთ საღამოს მის ბინაში ტელეფონის ზარი გაისმა.
– როგორ ხარ, ბილ? – ეს ენი რეკავდა.
მთელი ორ საათი გულითადად ისაუბრეს. დამშვიდობებისას ენმა უთხრა:
– ახლა შენ დამირეკე! შევთანხმდით?
– შევთანხმდით.
ბილმაც დაურეკა და პაემანი დაუნიშნა. ენმა გაიცინა:
– ეჰ კაცები! ყველანი ერთმანეთს ჰგავხართ.
– მე შენი საყვარლობა კი არ მინდა, მიატოვე ქმარი და ცოლად გამომყევი.Ò
– არა, ბილ, ჩემი ქმარი ძალიან კარგი კაცია.
– გიყვარს?Ò
– არა, მაგრამ პატივს ვცემ. ის მაღმერთებს. ასეთი კაცის მიტოვება უზნეობაა. მე შენი მეგობარი ვიქნები, მხოლოდ მეგობარი.
ასეც მოხდა. ენი უყვებოდა ოჯახის ამბებს, ბილი თავის პრობლემებზე მოუთხრობდა. მალე გეიტსმა კვლავ დაურეკა ყოფილ სიყვარულს:
– ენ, შენი დახმარება მჭირდება. ერთი ქალი გავიცანი, მას მელინდა ჰქვია, მსურს ცოლად მოვიყვანო. გაგაცნობ მას და შენი აზრი მითხარი.
– მოდი, ასე ვქნათ, შენ ის შორიდან მაჩვენე.
ასეც მოხდა. შემდეგ ენმა ბილს დაურეკა:
– ასე ვერაფერს გეტყვი, გამაცანი.
ბილი ასეც მოიქცა. ის, მელინდა და ენი რამდენიმჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ენმაც უთხრა:
– კარგი გოგოა, გამოგადგება.
მალე ბილ გეიტსი და მელინდა დაქორწინდნენ.
* * *
ყველა, ვინც გეიტსს ახლოს იცნობს, ერთსულოვნად ამტკიცებს: სამუშაო მისთვის ყველაფერია.
როგორც ყველა კარგ ბიზნესმენს, მას შეუძლია, წინასწარ გათვალოს კონკურენტების ყველა სვლა, გეიტსს არ ეშინია რისკის და წინმსწრები ნაბიჯების გადადგმის.
თანამშრომლებთან ურთიერთობაში გეიტსი თავშეკავებულია. ვერ იტანს, როდესაც რაიმეს შესჩივიან, ან რაიმეს სთხოვენ. მის კაბინეტს ასეთი წარწერა ამშვენებს: "გთხოვთ, თქვენი პრობლემებით ნუ მოხვალთ, მოდით მხოლოდ თქვენი იდეებით."
თანამშრომლებს ის გულდასმით არჩევს. მასთან მოხვედრის მსურველებმა უნდა ჩააბარონ შემდეგი ტესტები: რამდენი ხანი გჭირდებათ, რათა სატელეფონო ცნობარში თქვენთვის საჭირო ნომერი მოძებნოთ? როგორ დაამყარებთ კონტაქტს თქვენთვის უცნობ არასიმპათიურ ადამიანთან? გამოიყენება ასეთი ორიგინალური ტესტიც: როგორ მოიქცევით, თუ ტყეში შიშველ, მაგრამ ლამაზ ქალს წააწყდებით? გადამწყვეტი სწორედ ამ ტესტის ჩაბარებაა.
გეიტსმა არამხოლოდ ბიზნესში მიაღწია წარმატებას. ის რამდენიმე წიგნის ავტორიცაა. ნამდვილ ბესტსელერად იქცა გეიტსის წიგნი "ბიზნესი – აზრის სისწრაფე". ის 23 ენაზეა თარგმნილი და აშშ–შიც არაერთხელ გამოიცა.
ნიკა თევზაძე

კავშირი ტეგთან: ქალი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

"ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს ხელისუფლებას ბაყაყების ბიზნესში არ გაუმართლა
მთავრობა გვთავაზობს, ვიყიდოთ ასანთი და მოვიგოთ 1000 ლარი
"აირზენას" ფინანსური პრობლემები აქვს

ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
ფეისბუკის ერთი აქციის ღირებულება 38 აშშ დოლარი იქნება
ივანიშვილს თვის ბოლოსთვის რუსეთში ქონება აღარ დარჩება 

ბიძინა ივანიშვილი რუსეთში დეველოპერულ აქტივებს თითქმის მილიარდ დოლარად ყიდის
ბიძინა ივანიშვილის "დოკტორ სტოლეტოვის" სააფთიაქო ქსელი 60-70 მილიონ დოლარად გაიყიდა
ზუგდიდელმა ალექსანდრე ზარქუამ ჩეკების გათამაშებაში 50 ათასი ლარი მოიგო
ბიძინა ივანიშვილმა ბანკი "როსიისკი კრედიტი" 352 მლნ დოლარად გაყიდა
"ჯეოსელი" 5 ათასი ლარით დაჯარიმდა
ყველაზე მდიდარი ქართველები რუსეთში
გიორგი პერტაია - ელექტრონული ზედნადებების წარმოება შესაძლოა, ბეჭდურ გამოცემებზე არ გავრცელდეს
"თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა
ქვითრებით ლატარიაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია 