| ქალი და მამაკაცი |

როგორ დავაბრუნოთ უკან უხარისხო ფენი
როგორ დავაბრუნოთ უკან უხარისხო ფენი
დღეს საქართველოს ბაზარზე უამრავ პროდუქტს შეხვდებით, მაგრამ რამდენად ხარისხიანი ან უვნებელია ისინი ჯანმრთელობისათვის, რთული გასარკვევია. არადა, ხშირია შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის პროდუქტი ადამიანების მოწამვლის მიზეზი ხდება. ირღვევა თუ არა მომხმარებელთა უფლებები და რამდენად არის დაცული ის ჩვენს ქვეყანაში? გვესაუბრება საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე.
მადონა კოიძე:
– ჩვენ არ ვართ მაკონტროლებელი ორგანო. ჩვენი ორგანიზაცია იცავს მომხმარებელთა უფლებებს. ჩვენ ვიკვლევთ კონკრეტულ ნიმუშს, რომელსაც ქართულ ბაზარზე ყიდულობს ჩვეულებრივი, რიგითი მომხმარებელი. კონტროლისთვის არსებობს სახელმწიფო ორგანო – სურსათის უვნებლობის სამსახური და თუ ჩვენ პროდუქტში რაიმე ნაკლოვანებას აღმოვაჩენთ, ისინი ატარებენ მონიტორინგს, შემდეგ კი იღებენ შესაბამის ზომებს. ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა მოსახლეობის ინფორმირება, რაც იმას ნიშნავს, რომ დავეხმაროთ მომხმარებელს ბაზარზე არსებული პროდუქციის არჩევაში.
– რამდენად არის დაცული ქართველი მომხმარებლის უფლებები?
– ცალსახად ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში არ არის დაცული მომხმარებელთა უფლებები. მომხმარებელთა უფლებების დარღვევა მეტ–ნაკლებად ყველა ქვეყნის პრობლემაა. მაგრამ მხოლოდ საქართველოზე თუ ვისაუბრებთ, სამწუხაროდ, მდგომარეობა ძალიან მძიმეა სურსათის ირგვლით. საჭიროა იმის გათვალისწინებაც, რომ სურსათის უვნებლობის ეროვნული სამსახური 2 წლის განმავლობაში არ მუშაობდა. იმედს გამოვთქვამ, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი მოწერიგდება. რაც შეეხება ჯანდაცვას, ტურიზმს, პარფიუმერულ ნაწარმსა და ა.შ. ამ სფეროში მთლად მოუწესრიგებელია მდგომარეობა და არ არსებობს არც ერთი მარეგულირებელი ორგანო, რომელიც ამ ნაწარმზე კონტროლს განახორციელებს.
– რამდენად ინფორმირებულია ჩვენი საზოგადოება და იცნობენ თუ არა საკუთარ, როგორც მომხმარებლის, უფლებებს?
– თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში სამომხმარებლო განათლება ბაღის ასაკის ბავშვებიდან იწყება. სამწუხაროდ, ჩვენთან სამომხმარებლო განათლების დაბალი დონეა ანუ მომხმარებელმა არ იცის, როგორ წაიკითხოს ეტიკეტი, რას ნიშნავს გარკვეული ნიშნები, რა უფლებები აქვს მას და როგორ დაიცვას თავი. ვის მიმართოს მისი, როგორც მომხმარებლის, უფლებების დარღვევის შემთხვევაში. ეს ყველაფერი პუნქტობრივად არის აღწერილი "მომხმარებელთა უფლებების შესახებ" კანონში, მე–6 მუხლში კი მითითებულია, თუ რა უნდა იყოს მითითებული პროდუქციის ეტიკეტზე.
– საკუთარი ინიციატივით თუ მოგმართავთ მომხმარებელი და როგორია მათი აქტივობა?
– დიახ, მოგვმართავს. გვაქვს დაზარალებულ მომხმარებელთა ტელეფონოგრამების წიგნი. თუ მომხმარებლის პრეტენზია ობიექტურია, მაშინ საქმეში ჩვენც ვერთვებით. გვქონდა ისეთი შემთხვევებიც, რომ ფირმამ სცადა კონკურენტი ფირმის სახელით სარგებლობა. სწორედ ახლა გვაქვს ისეთი შემთხვევა, რომ მოქალაქემ "კიდობანში" შეიძინა უხარისხო ფენი, რომელსაც ერთთვიანი გარანტია ჰქონდა, ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც გააჩნია. დაზარალებულმა ქალბატონმა ფენის უკან დაბრუნება სცადა, მაგრამ წინააღმდეგობა შეხვდა. საქმეში ახლა ჩვენც ვართ ჩართულები და ვეცდებით პრობლემის მოგვარებას.
– რა ფორმით დაეხმარებით?
– პირველ რიგში, შევხვდებით მეწარმეს და ავუხსნით, რომ არ უნდა დაარღვიოს მომხმარებლის უფლებები და ვეცდებით, მოლაპარაკების საფუძველზე, ადგილზე მოვაგვაროთ პრობლემა.
– თუ არის შემთხვევები, რომ მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიგემართათ?
– სამწუხაროდ, ქართული კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლოში რომ სარჩელი შეიტანო, ბაჟი უნდა გადაიხადო. ხშირ შემთხვევაში, დაზარალებული მომხმარებლისათვის ბაჟის თანხა უფრო მეტს შეადგენს, ამიტომ მოქალაქე აღარ მიმართავს სასამართლოს. რაც შეეხება მოსახლეობის აქტივობას, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ქართველი მომხმარებელი უკვე აღარ აძლევს უფლებას მეწარმეს, რომ იგი დაჩაგროს. ასეთ შემთხვევებში ცდილობენ, დაიცვან თავიანთი უფლებები.
– ქართველი მომხმარებელი, ძირითადად, რა სახის პროდუქციაზე გამოთქვამს პრეტენზიას?
– მომხმარებელი პრეტენზიას გამოთქვამს როგორც ქართულ, ასევე იმპორტულ საქონელზე, მაგრამ ვერ ვიტყვი, პრეტენზიების დიდი წილი ქართულ პროდუქციაზე მოდის თუ უცხოურზე. უცხოეთიდანაც შემოდის საშუალო და დაბალი ხარისხის პროდუქცია. მთავარი ის არის, რომ ეს პროდუქცია უვნებელი იყოს. რაც შეეხება ხარისხს, ამას მომხმარებელი თვითონ დაარეგულირებს.
თამარ ბატიაშვილი

კავშირი ტეგთან: მადონა

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

"ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს ხელისუფლებას ბაყაყების ბიზნესში არ გაუმართლა
მთავრობა გვთავაზობს, ვიყიდოთ ასანთი და მოვიგოთ 1000 ლარი
"აირზენას" ფინანსური პრობლემები აქვს

ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
ფეისბუკის ერთი აქციის ღირებულება 38 აშშ დოლარი იქნება
ივანიშვილს თვის ბოლოსთვის რუსეთში ქონება აღარ დარჩება 

ბიძინა ივანიშვილი რუსეთში დეველოპერულ აქტივებს თითქმის მილიარდ დოლარად ყიდის
ბიძინა ივანიშვილის "დოკტორ სტოლეტოვის" სააფთიაქო ქსელი 60-70 მილიონ დოლარად გაიყიდა
ზუგდიდელმა ალექსანდრე ზარქუამ ჩეკების გათამაშებაში 50 ათასი ლარი მოიგო
ბიძინა ივანიშვილმა ბანკი "როსიისკი კრედიტი" 352 მლნ დოლარად გაყიდა
"ჯეოსელი" 5 ათასი ლარით დაჯარიმდა
ყველაზე მდიდარი ქართველები რუსეთში
გიორგი პერტაია - ელექტრონული ზედნადებების წარმოება შესაძლოა, ბეჭდურ გამოცემებზე არ გავრცელდეს
"თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა
ქვითრებით ლატარიაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია 

.jpg)