| ქალი და მამაკაცი |

ხანჯალი 5.000 დოლარად
ხანჯალი 5.000 დოლარად
ქართულ ხანჯალს, მოყვარულები და მოცეკვავეები რუსთაველზე, ქუჩაში გამოფენილ სხვადასხვა ადგილებში ყიდულობენ. მისი დამზადების წესზე მჭედელ ნოდარ ღონღაძეს ვესაუბრეთ.
ნოდარ ღონღაძე, მჭედელი:
– დიდი ხანია, რაც ხანჯლის ჩამოდნობით ვარ დაინტერესებული. ვეცნობი მის წარმოშობას და სილამაზეს. თუმცა მთაში ჩამოდნობილ ხანჯალს გამძლეობით ვერაფერი შეედრება, ის იყო და დარჩება ქართული სულის უძველეს აქსესუარად.
– რთულია ხანჯლის ჩამოდნობა?
– საკმაოდ რთული საქმეა. მას სპეციალური მასალა სჭირდება. ანუ ყველა ლითონისგან ვერ კეთდება. უძველეს დროს ყველა მამაკაცს წელზე ხანჯალი ჰქონდა შემორტყმული, ახლა კი მისი ტარება კანონით აკრძალულია. უფრო ხშირად მას კოლექციონერები, მოყვარულები, ტურისტები და მოცეკვავეები ყიდულობენ.
– დამზადების წესი შეიცვალა?
– საკმაოდ განსხვავებული იყო დამზადების წესი. მას იმ პირობებში აკეთებდნენ, რისი საშუალებაც ჰქონდათ, თუმცა საკმაოდ ხარისხიანი გამოსდიოდათ. ჩვენი წინაპრების გაკეთებული ხანჯლები მაღალი ხარისხის იყო და დღეს მათ ანტიკვარიატის სახე აქვთ. ასეთი ხანჯლების ფასი 5.000 დოლარს უტოლდება.
– როგორ უნდა გამოვიცნოთ ნამდვილი ხანჯლის სიძველე და მისი გამძლეობა?
– საკმაოდ მარტივად, აბსოლუტურად განსხვავებული ხმა აქვს. ანუ ხანჯლის ერთმანეთზე დაჯახებით სხვადასხვა ტიპის ხმა გამოიცემა. თუ ერთხელ მაინც მოგისმენიათ ეს ხმა, დამიჯერეთ, მარტივად გამოარჩევთ ძლიერ და გამძლე ხანჯალს.
– როგორია თანამედროვე სტილი?
– თანამედროვე სტილის ხანჯლები, რომლებიც მიწისქვეშა გადასასვლელებსა და რუსთაველის გამზირზე შეგიძლიათ შეიძინოთ, მოოქროვილია, ქარქაში შეიძლება გაწყობილი იყოს სხვადასხვა თვლებით. ძვირფასი ქვებით მოჭედვა წარსულის გადმონაშთია. ტურისტებს ძალიან მოსწონთ ძვირფასი ქვებით მოჭედილი ქარქაშიანი ხმლები და მათში ფულის გადახდა არ ენანებათ.
– ვინ ყიდულობს ხანჯლებს?
– კოლექციონერები, მოცეკვავეებიც აქტიურად ყიდულობენ ცეკვის ნომრებისთვის პატარა ზომის ხანჯლებს. ზაფხულში კი ტურისტები ეტანებიან ხანჯლებს და სასმისებს. ჯიქის რქისგან გაკეთებული სასმისები ძალიან აქტუალური და მიმზიდველია.
– მოსწონთ ტურისტებს ქართული სასმისები და ხანჯლები?
– რა თქმა უნდა, მოსწონთ. მათში ფულის გადახდა არ ენანებათ. მათთვის საკმაოდ უცხო და მიმზიდველია ესა თუ ის ნივთი. ერთი ის უკვირთ, როგორ სვამენ ქართველები ამხელა სასმისით ღვინოს. მათთვის ქართული სასმისები ანტიკვარიატია და მხოლოდ კედელზე დასაკიდად ყიდულობენ.
– სასმისებსაც აკეთებთ?
– დამუშავების პროცესი საკმაოდ რთულია. მას დრო და მონდომება სჭირდება. სასმისის პირთან მაგრდება ვერცხლის ან მოოქროვილი მასალა, რომელიც უნდა მოერგოს სასმისს. აქაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ლალი და სხვა ძვირფასი ქვები.
– სად უფრო ხშირად იყიდება სასმისები და ხანჯლები?
– მიწისქვეშა გადასასვლელები ის ადგილია, სადაც ხალხმრავლობაა. სასმისები უფრო მოთხოვნადია, განსაკუთრებით, თიხის სასმისები, მხატვრების მიერ მოხატული.
– სასმისებსაც თქვენ ამზადებთ?
– თიხის ჭურჭლის დამზადებას თავისივე ფორმა და მოწყობილობა სჭირდება. შეზელილი თიხა სპეციალურ სადგამში იღებს თავის ფორმას. ტურისტებს მოსწონთ მოხატული სასმისები, თეფშები. არიან კოლექციონერებიც, რომლებსაც სახლში ათასობით სასმისი და თბილისის ხედებით მოხატული თეფშები აქვთ.
– იყიდება თუ არა ისინი მასობრივად?
– ყველაზე მასობრივად მაინც ხელნაკეთი ნივთები იყიდება. ძალიან აქტუალურია თექისა და მატყლისგან გაკეთებული სვანური ქუდები. თიხის სასმისებიც შეიძლება მივაკუთვნოთ ამ ნივთებს.
– საიდან სადამდე მერყეობს თითოეულის ფასი?
– 1 ლარიდან უსასრულოდ. არის ხანჯლები, რომლებიც 5.000 დოლარამდე ღირს. ისინი ოქროსა და ვერცხლის ორნამენტებითაა მოჭედილი. მათში ფულის გადახდა არც ერთ კლიენტს არ ენანება.
თამარ ლაშხია

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

"ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს ხელისუფლებას ბაყაყების ბიზნესში არ გაუმართლა
მთავრობა გვთავაზობს, ვიყიდოთ ასანთი და მოვიგოთ 1000 ლარი
"აირზენას" ფინანსური პრობლემები აქვს

ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
ფეისბუკის ერთი აქციის ღირებულება 38 აშშ დოლარი იქნება
ივანიშვილს თვის ბოლოსთვის რუსეთში ქონება აღარ დარჩება 

ბიძინა ივანიშვილი რუსეთში დეველოპერულ აქტივებს თითქმის მილიარდ დოლარად ყიდის
ბიძინა ივანიშვილის "დოკტორ სტოლეტოვის" სააფთიაქო ქსელი 60-70 მილიონ დოლარად გაიყიდა
ზუგდიდელმა ალექსანდრე ზარქუამ ჩეკების გათამაშებაში 50 ათასი ლარი მოიგო
ბიძინა ივანიშვილმა ბანკი "როსიისკი კრედიტი" 352 მლნ დოლარად გაყიდა
"ჯეოსელი" 5 ათასი ლარით დაჯარიმდა
ყველაზე მდიდარი ქართველები რუსეთში
გიორგი პერტაია - ელექტრონული ზედნადებების წარმოება შესაძლოა, ბეჭდურ გამოცემებზე არ გავრცელდეს
"თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა
ქვითრებით ლატარიაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია 

.jpg)