asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

შაქარი ძვირდება
შაქარი ძვირდება
შაქარი ძვირდება

2010-02-25 16:15:49



ახალ წლამდე პროდუქტზე ფასებმა საგრძნობლად მოიმატა და დღემდე ასეა. როგორც თავად მოვაჭრეები ამბობენ, ეს დოლარის კურსზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, დაიწყო დიდი მარხვა, რამაც ამა თუ იმ პროდუქტის ღირებულების ზრდა განაპირობა. რომელ პროდუქტს ემუქრება გაძვირება, ე.წ. დეზერტირების საბითუმო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარ მოვაჭრეებს ვკითხეთ.

ლამარა გ. – მოვაჭრე.

– ხორცი რა ღირს?

– ცხვრის ხორცი 7 ლარი ღირს. ჩვენთან შედარებით იაფია, ვიდრე მეორე სართულზე. იქ სავაჭრო ადგილის გადასახადი უფრო მეტია და ალბათ ამიტომ. ხბოს ხორცი 7.50–დან 8 ლარამდე ღირს.

– კლიენტი გყავთ?

– ხან ცოტა გვეყიდება, ხან არის ისეთი დღეებიც, როდესაც 10 კილოგრამს ვყიდით. მაგრამ რაც მარხვა დაიწყო,ხორცზე მოთხოვნილება შემცირდა.

– ქათამს რამდენად ყიდით?

– რაც მარხვა დაიწყო კილო 5 ლარი ღირს და საახალწლოდ 8 ლარი ღირდა. ახლა ასე ძვირად გაყიდვას აზრი არ აქვს. ბაზარში ქათმის ხორცი ბლომადაა. ახლა მყიდველი ცოტაა და გვირჩევნია, იაფად გავყიდოთ. მუხრანის ქათამი უფრო ძვირია.

– მხოლოდ მუხრანის ქათმები გაქვთ?

– გვაქვს როგორც მუხრანის,ასევე სოფელ გამარჯვებიდან ჩამოტანილი. ესენი უფრო იაფია,კილო 3–დან 4 ლარამდე ღირს.

– კვერცხი რა ღირს?

– სახლის 40 თეთრი და კოდა – 30.

– წინა თვეებთან შედარებით ფასები მომატებულია?

– მომატებულია, მაგრამ ეს უცებ არ მომხდარა. თანდათან იმატებდა.

მანანა რაზმაძე, მოვაჭრე:

– შაქარი რა ღირს?

– ასაწონი 2,20 ლარი ღირს.

– კიდევ გაძვირდება?

– ჩვენ ვისგანაც ვიბარებთ საბითუმოდ, ისინი გვეუბნებიან 4 ლარი გახდებაო. დაფასოებული შაქარი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ასაწონი.

– რატომ არის უფრო ძვირი?

– თვითონ კომპანიას შემოაქვს ასეთ ფასში.

– რა არის მიზეზი, რომ შაქრის ფასი ასე იმატებს?

– დოლარის კურსის მომატების შემდეგ პროდუქტიც გაძვირდა, მათ შორის, ზეთიც. მისი ფასი 3 ლარიდან იწყება. ამბობენ, ესაც დოლარის მომატების ბრალიაო.

ნუკრი მ. მოვაჭრე:

– კარტოფილი რა ღირს?

– კილო 60 თეთრი ღირდა, მაგრამ დღეს 80 თეთრად გავყიდე.

– რატომ?

– ეს კარტოფილი უფრო ხარისხიანი და მოზრდილია.

– რომელ ბოსტნეულზეა მომატებული ფასი?

– ყველაფერი ძვირდება ნელ–ნელა. სტაფილო 1,50 ლარი გახდა.

– მწვანილი?

– მწვანილიც გაძვირდა. ადრე თუ კონა 15 თეთრი ღირდა, ახლა 20 ღირს. ყველაფერი გაძვირდა და ამის ბრალია.

თეონა კენჭიაშვილი





Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online