| ქალი და მამაკაცი |

"ერთმა ტურისტმა წიგნში 50 დოლარი მაჩუქა"
რა ღირს მიწისქვეშა გადასასვლელებში წიგნები
თბილისელებს მიწისქვეშა გადასასვლელებში ყველა ჟანრის ლიტერატურის შეძენა შეუძლიათ. წიგნების უმეტესობას ფასი ბოლო ყდაზე რუსულად აქვს მითითებული და სულ რაღაც რამოდენიმე "კაპიკი" ღირს, დღეს მათი ფასი საგრძნობლად მომატებულია და ლარებში იყიდება.
ქალბატონი გულნაზი, წიგნების გამყიდველი:
– წიგნები იმის მიხედვით იყიდება, თუ რომელი წიგნია ამა თუ იმ წელს მოთხოვნადი. უფრო ხშირად, მე–11 კლასის, სკოლის მოსწავლეები ყიდულობენ, ჩვენთან წიგნებს. მიწისქვეშა გადასასვლელში წიგნებს ისეთი ადამიანები ჰყიდიან, რომლებსაც სამუშაო არ აქვთ და სახლიდან მოაქვთ წიგნები, ან იბარებენ.
– რატომ გადაწყვიტეთ მიწისქვეშა გადასასვლელში წიგნების გაყიდვა?
– მიწისქვეშა გადასასვლელი ის ადგილია, სადაც პატარა ფილმის გადაღება შეიძლება. პატარა ქალაქია, სადაც ყველაფერი იყიდება. წიგნებით დაწყებული ყველა საოჯახო ნივთითა და წვრილმანით დამთავრებული. "პადზემკაში" წიგნების გაყიდვა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ყოველთვის ხალხმრავლობაა და ის წიგნები, რასაც ვყიდი რთულად იშოვება.
– გეყიდებათ წიგნები?
– იყიდება იმ ტემპით, რა ტემპითაც შეიძლება ნებისმიერი წიგნი გაიყიდოს. წიგნსაც გააჩნია, ავტორი ვინაა. ძალიან დიდი მოთხოვნაა კლასგარეშე ლიტერატურაზე, ან თხზულებათა კრებულებზე. იგი მხოლოდ ბიბლიოთეკებში იშოვება, სწორედ ამიტომ მყიდველებს ურჩევნიათ, ეს წიგნები შეიძინონ. ჩვენთან უფრო ხშირად სკოლის მოსწავლეები მოდიან, რომლებიც მაღალ კლასებში სწავლობენ, თუმცა ეს ბოლო 5 წელია, წიგნზე მოთხოვნა შემცირებულია, ისეთი ტემპით აღარ იყიდება.
– რამ განაპირობა მყიდველთა სიმცირე?
– შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ბავშვებს აღარ აინტერესებთ წიგნი. სასურველ ინფორმაციებს ინტერნეტით იღებენ. ზოგიერთ ბავშვს 12 წლის ასაკში მცირედი ნაწარმოებებიც არ აქვთ წაკითხული. მათთვის მთავარი კომპიუტერია, ასე, რომ წიგნი ინტერნეტმა შეცვალა და მყიდველთა რაოდენობაც შემცირდა.
– რომელი ჟანრის წიგნებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?
– მოთხოვნა მე–19–20 საუკუნის მწერლების წიგნებზეა. ასევე აქტუალური იყო და დარჩება ქართული მწერლობა, ენციკლოპედია, მწერალთა თხზულებათა ნაკრები, ვეფხისტყაოსანი. ენციკლოპედიის თითო ტომის ფასი სულ რაღაც 10 ლარი იყო, ახლა საგრძნობლად გაძვირებულია. 11–12 კლასელები ყიდულობენ იმ სახელმძღვანელოებს, რაც გამოცდების მოსამზადებლად სჭირდებათ. ასე, რომ სექტემბრის მოახლოება მიწისქვეშა გადასასვლელებში, წიგნების გამყიდველებსაც ეტყობათ.
– საიდან სადამდე მერყეობს წიგნის ფასი?
– წიგნის უკანა ყდაზე მითითებულია ფასი, ანუ ძველად წიგნებს "კაპიკებში" ყიდულობდნენ. "პადზემკის" წიგნები ეს ის წიგნებია, რომლებიც მშობლებმა თავიანთი ბიბლიოთეკის გასამდიდრებლად გამოიწერეს. ახლა მათი ფასი ლარებში საკმაოდ გაძვირებულია. იყო დრო, როცა ერთ ლარადაც კი ვყიდიდით ილიასა და აკაკის კრებულებს, მრცხვენია ამას რომ ვამბობ, თუმცა ბევრ ადამიანს ძალიან უჭირს და წიგნებს თეთრებში აბარებს.
– არ აქვს მნიშვნელობა წიგნს, შეიძლება ყველა წიგნი ერთ ფასში გაყიდოთ?
– ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. წიგნებს თავისი გარკვეული ფასი აქვს. ფასი იმის მიხედვით მერყეობს, თუ რამდენად რთული საშოვნია. არ აქვს ჟანრს მნიშვნელობა. ჩვენ ვიბარებთ წიგნებს და ისეთ ფასს ვადებთ, რაც მყიდველისთვის მისაღები იქნება. "პადზემკის" წიგნების ფასი 5 ლარიდან იწყება.
– რომელი ასაკის მკითხველი ჰყავს თქვენს წიგნებს?
– ასაკი შეზღუდული არაა. თქვენ წარმოიდგინეთ ახალგაზრდები ყიდულობენ, სტუდენტები, ასევ საშუალო ასაკის ხალხიც მოდის და ინტერესდება ჩვენი წიგნებით. არც ტურისტები უვლიან ძველ წიგნებს გვერდს, რადგან უცხოენოვანი წიგნებიც გვაქვს. ერთმა ტურისტმა, ერთ–ერთ წიგნში საკმაოდ მაღალი თანხა 50 დოლარი მაჩუქა, მითხრა, რომ მის ქვეყანაში დიდი ხანია ეძებდა ამ წიგნს და ვერ იშოვა, მისთვის და, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც ეს დიდი ბედნიერება იყო.
– უცხოენოვან წიგნებსაც იბარებთ?
– არის უცხოენოვანი წიგნები, რომლებიც რთული საშოვია, ან იმდენად ძველია, რომ განახლებულ ბიბლიოთეკებში აღარ იშოვება და შეკვეთებიც შემოდის. ვინიშნავთ თითოეულ წიგნს და შემდეგ ჩამბარებლებს ვთხოვთ, შეძლებისდაგვარად მოგვაწოდონ ეს წიგნები.
– ვინ აბარებენ თქვენთან წიგნებს?
– აქ ყველას თავისი ჩამბარებელი ჰყავს. ერთმა ქალბატონმა თვალცრემლიანმა ჩამაბარა წიგნები, მითხრა, ჩემს სიმდიდრეს გიტოვებთო, სამწუხარო ფაქტია, ასეთი ადამიანი ამ ყველაფერს პურის ფულის გამო რომ აკეთებს.
– ალბათ ბევრი წიგნი წაგიკითხავთ?
– იმდენი წიგნი წამიკითხავს, რამდენიც მიმიღია, თუმცა ყველას წაკითხვას ვერ ვახერხებ, რადგან შეიძლება ერთი საათში მიღებული წიგნი სწრაფად გაიყიდოს. კარგი იქნება საქართველოში ჩვენმა ახალგაზრდობამ წიგნის ენით იმეტყველოს.
– მხოლოდ ძველ წიგნებს ჰყიდით?
– არა, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ძველი წიგნების გაყიდვით ვერაფერს გავხდებით. შეიძლება დღის გნმავლობაში ერთი სახელმძღვანელოც არ გაიყიდოს. ერთი კაცი მოვიდა და ენციკლოპედიის მთლიანი ნაკრები 500 ლარად შეიძინა, სრულიად ახალი, სიმართლე გითხრათ დამენანა მიყიდვა. არის წიგნები, რომლებზეც ხელიც კი არაა ნახლები, გადაფურცლულიც კი არ არის, ისეთი ახალია და ისე კარგად არის შენახული. ქართული მწერლობისა და ენციკლოპედიის გაყიდვას ყველა ერიდება, რადგან ზოგი ადამიანისთვის ძველი წიგნი ოჯახის რელიქვიაა.
თამარ ლაშხია

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

"ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს ხელისუფლებას ბაყაყების ბიზნესში არ გაუმართლა
მთავრობა გვთავაზობს, ვიყიდოთ ასანთი და მოვიგოთ 1000 ლარი
"აირზენას" ფინანსური პრობლემები აქვს

ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
ფეისბუკის ერთი აქციის ღირებულება 38 აშშ დოლარი იქნება
ივანიშვილს თვის ბოლოსთვის რუსეთში ქონება აღარ დარჩება 

ბიძინა ივანიშვილი რუსეთში დეველოპერულ აქტივებს თითქმის მილიარდ დოლარად ყიდის
ბიძინა ივანიშვილის "დოკტორ სტოლეტოვის" სააფთიაქო ქსელი 60-70 მილიონ დოლარად გაიყიდა
ზუგდიდელმა ალექსანდრე ზარქუამ ჩეკების გათამაშებაში 50 ათასი ლარი მოიგო
ბიძინა ივანიშვილმა ბანკი "როსიისკი კრედიტი" 352 მლნ დოლარად გაყიდა
"ჯეოსელი" 5 ათასი ლარით დაჯარიმდა
ყველაზე მდიდარი ქართველები რუსეთში
გიორგი პერტაია - ელექტრონული ზედნადებების წარმოება შესაძლოა, ბეჭდურ გამოცემებზე არ გავრცელდეს
"თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა
ქვითრებით ლატარიაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია 

.jpg)