asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ამერიკიდან 5 დოლარიანი საყურის ჩამოტანა 35 დოლარი ჯდება
რას ყიდულობენ ქართველები ონლაინ–მაღაზიებში
ამერიკიდან 5 დოლარიანი საყურის ჩამოტანა 35 დოლარი ჯდება

2010-02-05 12:12:43



რამოდენიმე წელიწადია უკვე ქართველები ტანსაცმელსა თუ სხვადასხვა აქსესუარებს ამერიკიდან იწერენ და ონლაინ–მაღაზიების მომსახურებით სარგებლობენ. თამარ აბულაძე ერთ–ერთი იმათთაგანია, ვინც მსურველებს მომსახურეობას სთავაზობს და საქონლის ჩამოტანაში ეხმარება. რას უფრო ეტანებიან ქართველები და რატომ ყიდულობენ მაინცდამაინც ამერიკულ მაღაზიებში, ამაზე თამარს ვესაუბრეთ.



– რას ყიდულობენ ქართველი კლიენტები ძირითადად, რაზეა უფრო მეტი მოთხოვნა?

– ძირითადად, ტანსაცმელსა და სხვადასხვა აქსესუარებზეა შეკვეთები, სამკაულებზე, ჩანთებზე. ამას წინათ ერთმა კლიენტმა კომპიუტერის დაკვეთაც კი მომცა.

– რომელი სქესის წარმომადგენლები აქტიურობენ?

– უფრო ქალბატონები.

– რამდენ ხანში ჩამოდის საქონელი ადგილზე?

– დაახლოებით ორ კვირაში. ზოგ მაღაზიას აქვს ისეთი მომსახურება, რომ თანხის დამატების შემთხვევაში, დაჩქარებულ ვადაში გამოაგზავნიან, მაგრამ ასეთი ტიპის მომსახურება საკმაოდ ძვირი დაუჯდება კლიენტს და არ მგონია უღირდეთ, რადგან მაგ ფასად ადგილზეც შეუძლიათ შეიძინონ შესაბამისი საქონელი.

– რატომ ყიდულობენ ონლაინ–მაღაზიებში, უფრო იაფი ჯდება მათი შეძენა?

– როდესაც ათვალიერებენ ინტერნეტში საქონელს, დაბალი ფასი ბევრს იზიდავს, მაგრამ ჩამოტანის ფასის დამატების შემდეგ, მისი ღირებულება საკმაოდ იზრდება და ამის გამო ბევრი აღარ უკვეთავს. მიუხედავად ამისა, შეკვეთების რაოდენობა ნორმალურია. კვირაში საშუალოდ ათი შეკვეთა მაინც არის. ბევრი იმიტომ იძენს აქ საქონელს, რომ სურვილი აქვს ცნობილი ბრენდის ტანსაცმელი ეცვას ან მის აქსესუარს ატარებდეს.

– როდის არის ყველაზე მეტი შეკვეთები?

– ძირითადად, როდესაც მაღაზიებს ფასდაკლებები აქვთ.

– რომელი იყო ყველაზე იაფი და ყველაზე ძვირი შეკვეთა?

– ყველაზე იაფი იყო საყურეები, რომელიც 5 დოლარი ღირდა და ყველაზე ძვირი 180 დოლარამდე ღირდა. თუმცა, 5 დოლარიანი საყურის ადგილზე ჩამოტანა ყველა გადასახადთან ერთად 35 დოლარი დაჯდა.

– საზოგადოების რომელი ფენის წარმომადგენლები ეტანებიან უფრო ონლაინ–მაღაზიებს?

– მე კლიენტურასთან შეხება არ მაქვს, მათთან კონსულტაციები ინტერნეტის მეშვეობით ხორციელდება, გადარიცხვები კი ბანკის მეშვეობით, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო საშუალო ფენის წარმომადგენლები არიან, რადგან ვისაც ფინანსურად მეტი შესაძლებლობა აქვს, მას ადგილობრივ მაღაზიებშიც შეუძლია შეძენა.

– რაიმე სიახლეს ხომ არ ჰპირდებით მომხმარებელს?

– იდეები ძალიან ბევრი მაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე საჯაროდ განცხადებისაგან თავს შევიკავებ, რადგან არ მინდა, ვინმემ დამასწროს და ჩემი იდეა განახორციელოს. არც სპონსორი მყავს, თორემ საკუთარ თავს უფრო მეტის უფლებას მივცემდი და ბევრად საინტერესო ინფორმაციას შევთავაზებდი მომხმარებელს.

თამარ ბატიაშვილი



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: საინტერესო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online