asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

შემოსავლების სამსახური მეწარმეებს აფრთხილებს
გაფრთხილება
შემოსავლების სამსახური მეწარმეებს აფრთხილებს

2011-07-08 16:54:00



შემოსავლების სამსახურმა გადასახადის გადამხდელთა საქმიანობის პრევენციის მიზნით, სამეწარმეო საქმიანობის ყალბი საგადასახადო დოკუმენტებით განმახორციელებელ პირთა სია გამოაქვეყნა. შავი სია, რომელიც 241 მეწარმისგან შედგება, შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. ამ სიაში ჩამოთვლილი საწარმოების მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების, გასაღების და გამოყენების ფაქტებზე.

შემოსავლების სამსახური ამ მონაცემების გამოქვეყნებით, გადამხდელებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ შავ სიაში მოხვედრილ ორგანიზაციებთან სამეწარმეო ურთიერთობის განხორციელებისაგან. იმ შეთხვევაში, თუ მეწარმე საკუთარ საქმიანობას შავ სიაში არსებულ სუბიექტებს დაუკავშირებს, შემოსავლების სამსახური განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება მეწარმის საქმიანობას.

თუ აქამდე მეწარმეს ჰქონდა კავშირი არაკეთილსინდისიერ გადამხდელებთან, შემოსავლების სამსახური გამოიკვლევს მათ საქმიანობას და მხოლოდ იმ შეთხვევაში მოახდენს რეაგირებას, თუ ეს საქმიანობა ყალბ დოკუმენტაციას ეფუძნებოდა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online