asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"5–ლარიანმა დაზღვევამ კომპანიებს 12 მილიონი მოუტანა"
"დაზღვევის სფეროს სააკაშვილის ოჯახი აკონტროლებს"
"5–ლარიანმა დაზღვევამ კომპანიებს 12 მილიონი მოუტანა"

2010-01-28 16:26:47



ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა 5–ლარიანმა სამედიცინო დაზღვევამ არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია. გვესაუბრება ექსპერტი ზურაბ ფუტკარაძე.



– ბატონო ზურაბ, რამდენად გაამართლა 5–ლარიანმა დაზღვევამ?

– ჯანდაცვის სფეროში კატასტროფული მდგომარეობაა. ჩვენი ხელისუფლება ამ კუთხით ნაბიჯებს ძირითადად პიარის მიზნით დგამს. შედარებით გაამართლა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის დაზღვევამ. მე არ ვლაპარაკობ, რომ სრული პაკეტია და სრულიად არის მოცული. თუმცა, დახმარების გაწევა პირველადი დახმარების კუთხით და პირველადი ოპერაციების კუთხით ხორციელდება. მეტ–ნაკლებად მუშაობს საჯარო მოხელეთა დაზღვევაც. დიდი მასა კი დაუზღვეველია. დაზღვეულთა რაოდენობა შეიძლება მაქსიმუმ 120.000 ადამიანი იყოს, 3,5 მლნ ადამიანზე მეტი დაზღვევის გარეშეა დარჩენილი. ხელისუფლებამ პიარისთვის ე.წ. 5–ლარიანი სადაზღვევო პაკეტი შემოიღო. 5 ლარი ძალიან მცირე თანხაა. თავიდანვე განწირული იყო ეს პროექტი. ხელისუფლება აცხადებდა, პირველ ეტაპზე 300–500 ათასი ადამიანი დაეზღვევაო. პოლიკლინიკური კუთხით დაზღვევისას ელემენტარული კომპონენტები იყო ჩადებული. რაც შეეხება სტაციონარულ დაზღვევას, თუ უბედური შემთხვევა არ არის, ოპერაციას სადაზღვევო კომპანია არ დააფინანსებს. როცა მოსახლეობამ ნახა, რაოდენ მცირეოდენი კომპონენტების დაზღვევაზე იყო საუბარი, არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ამ დაზღვევით ესარგებლა.

– 5–ლარიანი დაზღვევით ხელისუფლებამ და სადაზღვევო კომპანიებმა უფრო ისარგებლეს თუ რიგითმა მოქალაქეებმა?

– პირველ რიგში, ისარგებლეს სადაზღვევო კომპანიებმა. 5 ლარიდან 3 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ირიცხება. თავიდანვე ჩანდა, რომ ეს 5–ლარიანი დაზღვევა არაფერი იყო.

– ხელისუფლებამ ამ პროექტით მოქალაქეები მოატყუა?

– რა თქმა უნდა. სახელმწიფოში ჯანდაცვის კუთხით არაერთი პროგრამა მუშაობს. ავიღოთ მაგალითად ურგენტული პროგრამა, გადაუდებელი დახმარება, რომელიც 2009 წელს სახელმწიფოს დაფინანსებიდან იქნა ამოღებული. მარტო 60 წელს გადაცილებულთა მიმართ ხდება ამ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური დახმარება, რადგან მათი დაზღვევა ვერ ხორციელდება – ხანშიშესულებს სადაზღვევო კომპანიები საერთოდ არ აზღვევენ.

– რატომ?

– იმიტომ, რომ რისკი მაღალია. 60 წლამდე ასაკის მოქალაქეების დიდი ნაწილი დარჩა ამ ურგენტული მომსახურების გარეშე. ადრე, მაგალითად, ბრმა ნაწლავის შეტევა თუ დაემართებოდა ადამიანს, მას ოპერაცია უფასოდ გაუკეთდებოდა. უფრო სწორად, თანხის 70%–ს სახელმწიფო იხდიდა. ანუ გადაუდებელ ოპერაციებს სახელმწიფო ნაწილობრივ აფინანსებდა. ეს პროგრამა საერთოდ მოიშალა. ვითომ ეს უნდა ჩაენაცვლებინა 5–ლარიან დაზღვევას, მაგრამ აქაც, 1.000 ლარის ზემოთ 5–ლარიანი დაზღვევა აფინანსებს ოპერაციის თანხის ნახევარს. თუ ოპერაცია 2.000 ლარი ღირს, დაზღვევა აფინანსებს 1.000 ლარამდე. ამიტომ ჩათვალა მოსახლეობამ, რომ ამ პროექტის ფარგლებში არ დაზღვეულიყო.

2009 წლის მონაცემები ჯერ არ არის, მაგრამ 2008 წლის მონაცემებით ცნობილია, რამხელა მოგება ნახეს სადაზღვევო კომპანიებმა. ისინი პრემიებს წინასწარ იღებენ. ამ გზით სადაზღვევო კომპანიებში სოლიდური ფული შედის. მერე კი მოსახლეობაზე ძალიან მცირე თანხების გაწერა ხდება.

– დაახლოებით რა რაოდენობის მოგება ნახეს სადაზღვევო კომპანიებმა?

– სადღაც 50–60%–იანი მოგება ნახეს სადაზღვევო კომპანიებმა. დაახლოებით 12 მლნ ლარზეა ლაპარაკი. მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ამხელა მოგება რომ ნახონ სადაზღვევო კომპანიებმა ჯანდაცვის სისტემაში, გამორიცხულია. იქ არის მაქსიმუმ 5–10%–იანი მოგება.

– რამ განაპირობა ჩვენთან ამხელა მოგება?

– იმან, რომ ისეა ვიწროდ გაწერილი მომსახურების სფეროები, რომ ფაქტობრივად ყველაფერზე უარს ეუბნებიან დაზღვეულ მოქალაქეებს.

– თაღლითობის ელემენტებიც არის დაზღვევის სისტემაში?

– რა თქმა უნდა. რაც მთავარია, ამას სახელმწიფო უწყობს ხელს. თანხების გადაცემა ხდება ერთი ჯიბიდან მეორეში. სახელმწიფო დაზღვევისას ხომ ხალხიდან ამოღებულ ფულს იხდის. ანუ ამ თანხას უდებს სადაზღვევო კომპანიას. ხელისუფლება არ არის ისეთი მიამიტი, რომ სადაზღვევო კომპანიები ასე გაამდიდროს. როცა დადგება არჩევნების პერიოდი, ან ისე დასჭირდება ფული ხელისუფლებას, მიადგება სადაზღვევო კომპანიებს და ამ თანხას ისევ უკან ამოიღებს.

– სადაზღვევო სფეროს მართლა პრეზიდენტის ოჯახი აკონტროლებს?

– დაახლოებით ისეთივე სიტუაციაა ამ ბაზარზე, რაც ფარმაცევტულ ბაზარზეა. პრეზიდენტმა თქვა, 3–4 ფარმაცევტულ კომპანიას აქვს წამლებზე მონოპოლია აღებულიო. 3–4 სადაზღვევო კომპანიის ხელში გადის რეალურად ჯანდაცვის დაზღვევა.

– სრულიად აკონტროლებს ხელისუფლება სადაზღვევო სფეროს?

– რა თქმა უნდა. თუმცა, რაც ფული შედის სადაზღვევო კომპანიებში, ეს შემდეგ სხვადასხვა ღონისძიებებზე იწერება, რომელთაც ხელისუფლება მართავს. თანხის ნაწილი არჩევნებს ხმარდება. ამით კი ისევ გაჭირვებული ადამიანები ზარალდებიან.

შორენა კოწოწაშვილი





Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ადამიანი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online