| ქალი და მამაკაცი |

ვერცხლი ძვირდება
მამაკაცებს უკეთესი გემოვნება აქვთ
ვეფხვის წელთან დაკავშირებით, ოქრომჭედლები აქსესუარების, დიზაინის მკვეთრ ცვლილებას ელოდებიან. ვეფხვს თურმე ოქროსფერი არ უყვარს და დიზაინერებმაც უფრო მეტი აქცენტის გაკეთება თეთრ ოქროზე გადაწყვიტეს. თუმცა მისი ფასი საგრძნობლად მაღალია, აქედან გამომდინარე, დიზაინის ცვლილება ნებისმიერ აქსესუარს დაეტყობა.
სულხან კიკვიძე, ოქრომჭედელი:
– ოქროს დიზაინის ცვლილება თითქმის ყოველ წელს ხდება. ოქრომჭედლები ცდილობენ, დიზაინი მოდის ტენდენციის მიხედვით შეცვალონ. წლევანდელი, ვეფხვის წელი, ყველა წლისგან მკვეთრად განსხვავდება, რადგან თეთრი ოქრო თითქმის ყველა სამკაულზე იჩენს თავს. მართალია, თეთრი ოქრო ძვირი სიამოვნებაა, თუმცა სილამაზე უფრო მეტი ექნება.
– რის მიხედვით ირჩევა კარგი ოქროს სამკაული?
– ოქრო რბილი და ძლიერ პლასტიკური ყვითელი ფერის ლითონია. ყველაზე ცნობილი და აქტუალური ფირმის სამკაული პროფესიონალმა უნდა შეარჩიოს. რუსული და იტალიური ოქრო ყოველთვის იყო და დარჩება ყველაზე მაღალხარისხიან ოქროდ. დღესდღეობით ოქრო საყოველთაო ეკვივალენტის ფუნქციას ასრულებს. ოქროს სამკაული უნიკალური სამკაულია. მისი ხშირი ტარება, არც ისე სასურველია, რადგან ის შეხედულება ეკარგება, რაც აქვს.
– რომელი მეტალის ოქრო იქნება წელს აქტუალური?
– როგორც ყველასათვის ცნობილია, არსებობს ოქროს სხვადასხვა ტიპი. მათ შორის, თეთრი ოქრო საკმაოდ ძვირი ღირს. მისი დამუშავება რთულია, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება. ის უფრო რთული საშოვნელია, ვიდრე ჩვეულებრვი ოქრო. ბრილიანტის თვლებს უფრო ხშირად თეთრ ოქროზე სვამენ, რადგან მეტ სიბრჭყვიალეს მატებს. წელს თავს თეთრი ოქრო იჩენს. დიაზაინერებიც ცდილობენ, ამ წელთან დაკავშირებით თეთრი ოქრო უფრო მეტი გამოიყენონ, ამიტომ ფასიც შესაბამისად მაღალი ექნება, ვიდრე ჰქონდა.
– ხომ არ მოხდება ოქროს ვერცხლით ჩანაცვლება?
– არც ესაა გამორიცხული, თუმცა ვერცხლის ფასიც საკმაოდ გაიზრდება. დღევანდელი მდგომარეობით, ვერცხლი არ წარმოადგენს ფასის ზრდის საგანს. თუმცა ის ძალიან ახლოსაა ვეფხვის წლის აქსესუარებთან. ვერცხლმა შეიძლება ტანისამოსზეც კი იჩინოს თავი, რადგან ძალიან აქტუალურია მეტალით გაწყობილი ტანისამოსი.
– ბრილიანტის თვალი კვლავ აქტუალურ და ძვირფას ქვად დარჩება?
– ბრილიანტის თვალი იყო, არის და იქნება იმ ტიპის კლასში, რასაც უძვირფასესი ქვა ჰქვია. ალმასის დამუშავებით მიღებული თვალი ყველა ქალის ოცნებაა. თუმცა არანაკლებ ძვირფასია სვაროვსკის სამკაული, მას დიდი მუშაობა სჭირდება, თანაც ასე თუ ისე უცხო ნაწარმია და მყიდველებს ის უფრო მოსწონთ. ამ ეტაპზე სვაროვსკი უფრო აქტუალურია, თან ვერცხლზე უფრო ლამაზია.
– ქალბატონების ყურადღებას უფრო მეტად ოქროს ნაწარმი იქცევს?
– ხშირად, ქალბატონების ყურადღებას ის ნაწარმი იქცევს, რომელიც უფრო ბრჭყვიალა და თვალისმომჭრელია. ვიტრინაში ბრჭყვიალა ნივთის დანახვის შემდეგ, შემიძლია გითხრათ, რომ ზოგი ქალბატონი გონებას კარგავს. მის გონებაში უკვე ის სამკაული ტრიალებს. საკმაოდ მიმზიდველია ამგვარი სამკაული მოღებულ ყელსა და თლილ თითებზე. ქალბატონების გემოვნებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ზოგს მსუქანა ზომის, ე.წ. დუტის სამკაული მოსწონს, ზოგს კი ნაზი, პატარა ბრილიანტისთვლიანი სამკაული ურჩევნია.
– რომელი სამკაულია მეტად გაყიდვადი?
– ბეჭედი განსაკუთრებული ყურადღების ობიექტია. მამაკაცები ქალის თითებით იხიბლებიან. თან ამ პატარა რგოლს საუკუნეების წინანდელი ტრადიცია უდევს საფუძვლად. თქვენ წარმოიდგინეთ, ქალის დანიშვნა სხვა მამაკაცების დაფრთხობას ნიშნავს. იგივე შეიძლება ითქვას მანდილოსნებზეც, მათი პირველი მზერა მამაკაცის მარჯვენა ხელს ხვდება – ცოლიანია თუ არა. ეს უფრო საჭიროებისა და ინეტერესის სამკაულია. ყველაზე სადა და საჭირო სამკაულად საათია მიჩნეული.
– იქნება თუ არა საათი წლის ყველაზე მოთხოვნადი სამკაული?
– ერთადერთი სამკაული, რომელიც ნებისმიერ ადგილას თავისუფლად შეუძლია ატაროს ქალმაც და მამაკაცმაც, არის საათი. მასზე არც ქალი და არც მამაკაცი არაფერს ფიქრობს, თვლის, რომ ის უბრალო საჭიროებაა და იმდენ ყურადღებას ვერ იქცევს. მამაკაცებს არ მოსწონთ ჟღარუნა ნივთები, აქედან გამომდინარე, 2010 წლის საათი საკმაოდ კლასიკურია. მეტალის ფერი აქაც იჩენს თავს, სვაროვსკის თვლებით გაფორმებული საათი ყველაზე მიმზიდველი და სასურველია.
– რას ფიქრობენ მამაკაცები ამ საკითხთან დაკავშირებით?
– მამაკაცებისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ცდილობს ქალი ამდენი სამკაულის ასხმას? თქვენ წარმოიდგინეთ, მამაკაცებს უკეთესი გემოვნება აქვთ სამკაულის შერჩევისას, და უფრო დიდხანს გრძელდება ამა თუ იმ სამკაულის შერჩევის პროცესი.
– ნუთუ მამაკაცები უფრო პრეტენზიულები არიან სამკაულების შერჩევისას, ვიდრე ქალბატონები?
– ამ საკითხთან დაკავშირებით მამაკაცები უფრო პრეტენზიულები და მომთხოვნები არიან. მათგან შეკვეთებს უფრო ვიღებთ, რადგან მათთვის სასურველი სამკაული ცოტა არ იყოს რთული შესარჩევია. ნიშნობის ბეჭედი, ერთი შეხედვით, ადვილი საქმეა, იტყვიან, რგოლია და მეტი არაფერიო, თუმცა მასაც თავისებური სილამაზე აქვს და შესაბამისად გაკეთება სჭირდება. ამ საკითხთან დაკავშირებით მამაკაცების პრეტენზია მაღალია, მათ უყვართ, როცა თავიანთ საყვარელ ადამიანს სასურველი სამკაული უკეთია.
– შეიძლება თუ არა ქალბატონმა რეგულარულად ატაროს ერთი და იგივე სამკაული?
– სამკაულები სხვადასხვა ჯგუფებად იყოფა. არ შეიძლება საქმიან შეხვედრაზე თუ სადღესასწაულო დღეებში ქალბატონმა ერთი და იგივე სამაკული ატაროს. კლასიკური სამკაული მას ერთგვარ დისკომფორტს შეუქმნის, ამიტომ უმჯობესია წვეულებისა და სამსახურის სამკაულები ერთმანეთში არ აურიოთ.
– საიდან სადამდე მერყეობს თითოეული სამკაულის ფასი?
– ძალიან დიდი მნიშვნეობა აქვს სამკაულის ტიპსა და ფორმას. მისთვის დახარჯულ შრომას და მის სიძვირფასეს. ნებისმიერი სამკაული ძვირფასია მაშინ, თუ ის კარგი ნამუშევარია. მათი ფასი 25 დოლარიდან იწყება და ათასებს აღწევს.
– მხოლოდ დოლარით იყიდება?
– არა, რა თქმა უნდა, მათი ფასი დოლარით არის განსაზღვრული, მსურველებს კი შეუძლიათ გადაიხადონ ეკვივალენტით ლარებში. ოქრო ძვირი და კარგი სიამოვნებაა, თუმცა ქალბატონებს არ უნდა დაავიწყდეთ ის ფაქტი, რომ თვითონ შეუძლიათ იყვნენ ფასდაუდებელი სამკაულები. აქედან გამომდინარე, მამაკაცებს თქვენი სამკაულები არ იზიდავთ, თქვენში მოქარგული სამკაულები უფრო მოსწონთ.
თამარ ლაშხია

კავშირი ტეგთან: პირველი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

"ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს ხელისუფლებას ბაყაყების ბიზნესში არ გაუმართლა
მთავრობა გვთავაზობს, ვიყიდოთ ასანთი და მოვიგოთ 1000 ლარი
"აირზენას" ფინანსური პრობლემები აქვს

ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
ფეისბუკის ერთი აქციის ღირებულება 38 აშშ დოლარი იქნება
ივანიშვილს თვის ბოლოსთვის რუსეთში ქონება აღარ დარჩება 

ბიძინა ივანიშვილი რუსეთში დეველოპერულ აქტივებს თითქმის მილიარდ დოლარად ყიდის
ბიძინა ივანიშვილის "დოკტორ სტოლეტოვის" სააფთიაქო ქსელი 60-70 მილიონ დოლარად გაიყიდა
ზუგდიდელმა ალექსანდრე ზარქუამ ჩეკების გათამაშებაში 50 ათასი ლარი მოიგო
ბიძინა ივანიშვილმა ბანკი "როსიისკი კრედიტი" 352 მლნ დოლარად გაყიდა
"ჯეოსელი" 5 ათასი ლარით დაჯარიმდა
ყველაზე მდიდარი ქართველები რუსეთში
გიორგი პერტაია - ელექტრონული ზედნადებების წარმოება შესაძლოა, ბეჭდურ გამოცემებზე არ გავრცელდეს
"თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა
ქვითრებით ლატარიაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია 