| ქალი და მამაკაცი |

მაღაზიებში რეალურად 20–30%–იანი ფასდაკლებებია

ბიზნესკურიერის" წამყვანი აკაკი გოგიჩაიშვილი ახალ წელს ტრადიციული სამზარეულოს გარეშე შეხვდება. საცივზე მეტად, ეგზოტიკური სამზარეულო იზიდავს. ახალ წელს სახლში ხვდება, თუმცა ქუჩაშიც ბევრჯერ შეხვედრია, ეს უფრო მეტად ამერიკაში ან ევროპაში ყოფნის დროს. საბას თხოვნით, ნაძვის ხეც, ბევრი სხვა ოჯახისგან განსხვავებით, ორი თვით ადრე დადგეს სახლში.
– გადაცემა "ბიზნესკურიერი" ერთკვირიან დასვენებას აწყობს, რასაც სულითა და გულით მივესალმები. 30–ში გვქონდა ბოლო გადაცემა, ვცდილობთ "ბიზნესკურიერში" ახალ წელთან დაკავშირებული თემები გავაშუქოთ. ეთერში 8 იანვარს დავბრუნდებით, კარგი დასვენება გამოგვდის.
– როგორია წინასაახალწლო ბაზრობა?
– მიუხედავად იმისა, რომ ვიტრინებზე აწერია 30–60–70%–იანი ფასდაკლება, რეალურად სულ სხვა ვითარებააა. რეალურად 20–30%–ია ფასდაკლება, მაქსიმუმ, რადგან ფასი მეტი ქვემოთ არ ჩამოდის, ნიშნავს, რომ ამ გაყიდვების მაჩვენებლით მაღაზიები კმაყოფილია. საშუალო წლიური მაჩვენებლის მიხედვით, გაყიდვებმა 4–ჯერ მოიმატა. დაახლოებით ისევ იმ დონეზე დადგა, რაც შარშან იყო.
– გამოდის, მყიდველი მოტყუებული რჩება, როცა მაღაზიაში შედის და ვიტრინიდან თვალისმომჭრელი ფასდაკლება აცდუნებს?
– ასე გამოვიდა. რეალურად შეგიძლია მიიღო 30%–მდე ფასდაკლება.
– მოსახლეობა უკანასკნელ კაპიკს იღებს ახალი წლისთვის, რა პერიოდი დგება ამის მერე ეკონომიკაში?
– ნებისმიერ ეკონომიკაში წინასაახალწლო გაყიდვები ყოველთვის მაღალია. ეს მოვლენაა, მაგრამ ჩვენთან ნაკლებად ხდება. ამას უშლის ხელს ის, რომ არ გვაქვს სტატისტიკა, რომელიც დაარეგულირებდა ამ საკითხს. ახალი წლის შემდეგ დღეებში თუ ვარდება ვაჭრობა, ეს უკვე ქართული ქეიფების, ხასიათის ბრალია. ახალი წლის მერე მოდის შობა, ძველი ახალი წელი და ერთმანეთს ერთვის ქეიფები. მგონია, რომ ნაბახუსევზე ვეღარ მუშაობენ. ამას დაემატა ისიც, რომ გრიპმა მოგვიღო ბოლო, სანამ მე თავად დამემართებოდა და ჩავწვებოდი, უკვე ძალიან უჭირდა გადაცემას. ვისაც არ ვუკავშირდებოდით გადაცემისთვის, რომ სიუჟეტი გაგვეკეთებინა, ყველას გრიპი ჰქონდა და ავად იყვნენ. ორი კვირა ძალიან გაგვიჭირდა, რთული იყო ინფორმაციის მოძიება.
– სურსათის ბაზრის გარდა, რომელ საქონელზე გაიზარდა გაყიდვები?
– იმატა ელექტრონულ საქონელზე, სადაც ყველაზე დაბალი იყო გაყიდვები.ალბათ არის მოლოდინი, რომ უფრო იაფი იქნება, შესთავაზებენ კარგ გარიგებებს. ნაწილობრივ, ეს განპირობებულია "ელიტელექტრონიქსის" პრობლემების გამო, ნაწილობრივ იმით, რომ მოსახლეობა ელოდება კარგ შეთავაზებას, მომგებიან მარკეტინგს. მაგალითად, მოსახლეობა ხედავს, რომ იყიდის გაზქურას, მას მოჰყვება მტვერსასრუტი. იქ უკვე აღარ ანგარიშობს, რამდენია ფასი და რამდენი გამოდის ფასდაკლება.
– სინამდვილეში გამოდის თუ არა ფასდაკლება?
– მაგალითად, თუ მაცივრის ღირებულებაა 2.000 ლარი, მაშინ საჩუქრად მიიღებთ 180 ლარიან საჩუქარს. ფასდაკლება 10%–იც არ გამოდის. არადა ჩანს, რომ ფასდაკლებაა, თუ არ დააკვირდი ფასების ცვლილებას.
– სურსათის ფასებზე თუ გაქვთ ინფორმაცია, მოიმატა თუ არა?
– ერთი კვირით ადრე მოვიკითხეთ და ძირითადად რამდენიმე კატეგორიაზეა ფასი მომატებული: შაქარზე და შაქრის პროდუქტებზე, ტკბილეულზე, მათ შორის, შოკოლადზე და მსგავს ნაწარმზე. ფასების კატასტროფული მატება არ შეინიშნება.
– თავად თქვენ როგორ ემზადებით ახალი წლისთვის?
– როგორც წესი, სუფრაზე გოჭი, საცივი და ქართული ტრადიციული სამზარეულოს სხვა ატრიბუტები ნაკლებად მანაღვლებს. მეორე საკითხი გვაქვს გადასაწყვეტი, როგორ გავატაროთ ეს დრო, რაც შვებულებით გვეკუთვნის. ზამთარი არ მიყვარს და მირჩევნია ეს დრო სახლში გავატარო, ვუყურო ტელევიზორს, ან მოვინახულო მეგობრები. ჩემს შვილსა და მეუღლეს უნდათ, რომ გუდაურში წავიდეთ. მე არ მინდა წასვლა, მაგრამ უჩემოდ არ მიდიან, ამაზე ახლა დავა გვაქვს, ვნახოთ, როგორ გადაწყდება. მაქვს ჩემი არგუმენტები, რომ ძვირია, თან საკმარისი თოვლი არ მოსულა.
– ახალ წელს ყველა ოჯახში განსაკუთრებულად ზრუნავენ სუფრის სიმდიდრეზე, არ მოგწონთ ტრადიციული სუფრა?
– მიუხედავად იმისა, რომ ნინო კარგი მზარეულია და უყვარს კეთება, უპირატესობას ეგზოტიკურ სამზარეულოს ვანიჭებთ, სალათებს. არ ვაკეთებთ იმდენს, მერე ერთი კვირა იმას ვჭამდეთ. ერთ–ორ თავ სადღესასწაულო საჭმელს გააკეთებს და ამით ამოიწურება ჩვენი სუფრა. ისიც ალბათ ეგზოტიკური იქნება, რომელიც ძალიან მიყვარს.
– სახლში როგორ იქმნით საახალწლო განწყობას, ნაძვის ხით, განათებით?
– ნაძვის ხე უკვე მეორე თვეა დავდგით, საბამ მოითხოვა, რომ ნაძვის ხე მინდაო. მე ბავშვობაში ყოველთვის მიშლიდნენ ნაძვის ხის ადრე დადგმას, ეს უნდა ყოფილიყო 25 დეკემბრის მერე. ნინომ თქვა, რატომაც არა, თუ ბავშვს უნდა, დავდგათ ორი თვით ადრეო.
– თოვლის ბაბუა თუ მოდის თქვენთან?
– საბა ახლა 6 წლის არის და მოდის ხოლმე, შეკვეთაც მიცემულია, მაგრამ ძალიან ნერვიულობს, ეს შეკვეთა არასწორი აღმოჩნდა და ახლა ცდილობს შეცვალოს, იქნებ მოუსწროს კიდეც. ან მე შემასრულებინოს. როგორც წესი, თოვლის ბაბუა თავად მოდის და ისე მოაქვს საჩუქარი.
– თქვენს ბავშვობაში თუ მოდიოდა თოვლის ბაბუა?
– აგზავნიდა საჩუქრებს, ერთი–ორჯერ იყო კიდეც.
– საბას მოთხოვნები გაიზარდა?
– არა, პირიქით, რაც უფრო ჭკუაში შევიდა, ესმის, რომ ყველაფერი არ შეიძლება საჩუქრად ისურვო. ესმის, რომ კრიზისია და თოვლის ბაბუას არ შეუძლია ყველაფრის შესრულება. შეიძლება ფინანსურად ვერ გაწვდეს და ეს უნდა გაითვალისწინოს. საბამ ყველაფერი იცის კრიზისზე, როდის დაიწყო, რას შეეხო.
– თქვენს გადაცემას უყურებს?
– კი, უყურებს და ინტერესითაც, აქვს შენიშვნებიც. მაგალითად, რატომ არ იყო ამ გადაცემაში ეს მაღაზია, ეს რატომ აჩვენეთ და ასე შემდეგ.
– შოპინგი გიყვართ?
– კი, ეს განტვირთვის ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა, განსაკურებით ფასდაკლებებზე. სულ გგონია, იპოვი ისეთ რაღაცას, რასაც სხვა ვერ ნახავს. საქართველოში ბაზარი ნაკლებად გაძლევს ამის საშუალებას. ძირითადად მაინც ერთნაირია, ყოველ შემთხვევაში იქ, სადაც მე მიმიწვდება ხელი და ჯიბე. შოპინგი უცხოეთში ბევრად უკეთესია, მეტი საშუალება გაქვს. როცა ამერიკაში ვცხოვრობდი, მაშინ მეტად ვახერხებდი.
– ქართველ მამაკაცებს შოპინგი ნაკლებად იზიდავთ, თქვენ გამონაკლისი ხართ?
– მიუხედავად იმისა, რომ ქართველ მამაკაცებს ნაკლებად უყვართ, მე მომწონს. ამერიკაში ცხოვრების დროს, კვირაში ორ–სამჯერ მე და ნინო შოპინგოთრეაპიას ვიტარებდით. აღმოჩნდა, რომ განტვირთვის ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა.
– გენატრებათ იქ ცხოვრება?
– რაღაც მომენტები მენატრება, არჩევანის დიდი საშუალება, იაფი პროდუქტები. თუმცა რამდენჯერმე მქონდა დარჩენის შემოთავაზება და არც ერთხელ აზრად არ მომსვლია დარჩენა.
– ახალ წელს რომელ ქვეყნებში შეხვედრიხართ?
თუ ახალ წელს არ ხვდები ნიუ იორკში და ხარ პერიფერიებში, მაშინ ძირითადად ხვდები სახლში, რაღაცით ქართულს ჰგავს. დიდ ქალაქში თუ ხვდები, იქ უფრო საინტერესოა. ძირითადად, ქუჩაში ხვდებიან, სადაც ატრაქციონებია, ფეიერვერკი. ბოლო დროს თბილისშიც შემოვიდა ახალი წლის ქუჩაში შეხვედრის ტრადიცია. მეც შევხვედრივარ ახალ წელს თბილისის ქუჩებში, მაგრამ იმდენი მთვრალი ადამიანია, ძირითადად თინეიჯერები, რომ არ გეძლევა საშუალება შევხვდე ახალ წელს იმ განწყობით, როგორიც, ვთქვათ, არის ევროპაში. იმედია, ეს სიტუაცია შეიცვლება. იქ მართლა ოჯახებით გამოდიან გარეთ, სხვა საზოგადოება ტრიალებს. ასეთ ახალ წელს შევხვედრივარ დანიაში, ავსტრიაში, ნიუ–იორკში. ევროპაში ეს განსაკუთრებით ლამაზია. შესაძლოა ამ დროს მარტო იყო, მაგრამ ამას ვერ იგრძნობ, გესაუბრებიან, არ არის პრობლემა.
– ახალ წელს რომელ სასმელს ანიჭებთ უპირატესობას?
– შამპანურს, საერთოდ არ მიყვარს ბევრის დალევა, ეს ის სასმელია, რომელსაც სვამ განწყობისთვის.
ია მერებაშვილი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

"ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს ხელისუფლებას ბაყაყების ბიზნესში არ გაუმართლა
მთავრობა გვთავაზობს, ვიყიდოთ ასანთი და მოვიგოთ 1000 ლარი
"აირზენას" ფინანსური პრობლემები აქვს

ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
ფეისბუკის ერთი აქციის ღირებულება 38 აშშ დოლარი იქნება
ივანიშვილს თვის ბოლოსთვის რუსეთში ქონება აღარ დარჩება 

ბიძინა ივანიშვილი რუსეთში დეველოპერულ აქტივებს თითქმის მილიარდ დოლარად ყიდის
ბიძინა ივანიშვილის "დოკტორ სტოლეტოვის" სააფთიაქო ქსელი 60-70 მილიონ დოლარად გაიყიდა
ზუგდიდელმა ალექსანდრე ზარქუამ ჩეკების გათამაშებაში 50 ათასი ლარი მოიგო
ბიძინა ივანიშვილმა ბანკი "როსიისკი კრედიტი" 352 მლნ დოლარად გაყიდა
"ჯეოსელი" 5 ათასი ლარით დაჯარიმდა
ყველაზე მდიდარი ქართველები რუსეთში
გიორგი პერტაია - ელექტრონული ზედნადებების წარმოება შესაძლოა, ბეჭდურ გამოცემებზე არ გავრცელდეს
"თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა
ქვითრებით ლატარიაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია 