asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

საშობაოდ ყველა პროდუქტზე ფასი მოიმატებს
გოზინაყი ძვირი სიამოვნებაა
საშობაოდ ყველა პროდუქტზე ფასი მოიმატებს

2010-01-07 13:42:13



წინა საახალწლო ბაზრობა საკმაოდ ცხელი და გადატვირთული იყო. ყველა ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი პროდუქტი და საახალწლო აქსესუარები შეეძინა. თუმცა ყველაზე გაყიდავადი მაინც საახალწლო შუშხუნები იყო. 31 დეკემბერს უკვე 5 საათისთვის თითქმის ყველა სადღესასწაულო ბაზრობაზე შეიმჩნეოდა საახალწლო შუშხუნების ნაკლებობა. გამყიდველები იმასაც კი ჩიოდნენ, რომ უფრო მეტის გაყიდვაც კი შეიძლება, თუმცა შუშხუნების დეფიციტიაო.



დარიკო ჯანჯღავა, გამყიდველი:

– მყიდველების რაოდენობას არ ვუჩივოდით საახალწლო დღეებში. რატომღაც კრიზისიც სადღაც გაქრა და მყიდველების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. მოთხოვნა წინა საახალწლოდ აბსოლიტურად ყველა ნივთზე შეიმჩნეოდა. განსაკუთრებით პატარები აქტიურობდნენ, საახალწლო შუშხუნები, როგორც ყოველ წელს ახლაც რეკორდულად გაიყიდა.

– იზრდება თუ არა საახალწლო დღეებში პროდუქტებისა და საახალწლო ნივთების ფასი?

– საახალწლო დღესასწაულებში თითქმის ყველა პროდუქტზე მოთხოვნა საგრძნობლად იზრდება. თქვენ წარმოიდგინეთ იყიდება ყველა ნივთი, რადგან ზოგი სასაჩუქრედ ყიდულობს, ზოგი – სახლისთვის. ფასები გინდა არ გინდა იზრდება, რადგან უკვე 20 დეკემბრიდან საბაზრო, ამა თუ იმ ნივთის ასაღები ფასიც მატულობს.

– ფასების მიუხედავად, შეიმჩნევა თუ არა მყიდველების სიმრავლე?

– ეს დღესასწაული წელიწადში ერთხელ შემოდის. ყველა ადამიანი ამ დღეს ცდილობს რომ სახლში, რაღაც ახალი ნივთი შეიტანოს, ნაძვის ხეზე ახალი სათამაშო დაკიდოს, სუფრა განსხვავებული საჭმელით გაამდიდროს, აქედან გამომდინარე, საახალწლო დღეებში, სხვა დღეებისგან განსხვავებით, კლიენტების რაოდენობა საგრძნობლად იმატებს ხოლმე, გამყიდველებს ხურდის დაბრუნებაც კი გვიჭირს. საახალწლო დღეებს კრიზისი არ ეხება, მყიდველებიც საკმაოდ ბევრი რაოდენობისაა და მათ ფულიც არ ენანებათ.

– ბაზრობებზე სიძვირე რამდენ ხანს გრძელდება?

– სიძვირე 20 დეკემბრიდან იწყება და იანვრის ბოლომდე გრძელდება, რადგან იანვარი დახუნძლულია სადღესასწაულო დღეებით. ნათლისღების, 19 იანვრის შემდეგ, ფასები ნელ–ნელა საწყის მდგომარეობას უბრუნდება.

– მყიდველები ფასების მატებაზე პრეტენზიებს არ გამოთქვამენ?

– ზოგ ადამიანს მართლა არ აქვს საშუალება, რომ დიდი რაოდენობის პროდუქტი, ტკბილეული, ხილი ან გოჭი შეიძინოს. აქედან გამომდინარე, მათთვის ეს ფასები მიუღებელია. ცდილობენ, ხელმოკლედ გააკეთონ ყველაფერი. ზოგისთვის ძვირია, თუნდაც ბანანი, რომელიც საახალწლო დღეებში 2 ლარამდე ღირს, აბსოლუტურად ყველა ხილი თუ ტკბილეული საგრძნობლად ძვირდება, ასეთ ადამიანს ურჩევნია ხილი და ტკბილეული საერთოდ არ იყიდოს, ან იყიდოს და მცირე რაოდენობით.

– რისი სიმცირე შეიმჩნეოდა საახალწლო დღეებში?

– დახლზე არ დარჩენილა საახალწლო ჩურჩხელები. ყველაზე ცხელი ვაჭრობა მაინც საახალწლო აქსესუარებზე და შუშხუნებზეა. ამ დროს ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, ყველა ადამიანს უხარია საახალწლო შუშხუნების აგიზგიზება, ასე, რომ მათზე ფასიც და მოთხოვნაც მაღალია.

– რა ღირს საახალწლო შუშხუნები?

– რადგანაც მოთხოვნა მათზე მაღალია, ფასიც საკმაოდ მაღალია. ასე გაგრძელდება 14 იანვრამდე, თუმცა გამყიდველები შუშხუნების სიმცირეს უჩივიან. წელს გაყიდული შუშხუნების რაოდენობა რეკორდულად მაღალია. მართალია, სხვადასხვა სახის შუშხუნები უცხოეთიდან ბევრი ჩამოვიდა, თუმცა გამყიდველები არ ელოდნენ ასე მასობრივად მათ გაყიდვას. მათი ფასი 50 თეთრიდან იწყება და 100 ლარამდე ადის.

– რაც შეეხება აქსესუარებს?

– აქსესუარებზეც არა ნაკლები მოთხოვნა იყო. საახალწლო ნათურები ისეთი სუსტი რამაა, რომ შეიძლება ყოველ წელს საყიდელი გაგიხდეთ, ძალიან ნაზი ნათურებია. წყდება, ან გადაიწვება ხოლმე, აქედან გამომდინარე მათზე მოთხოვნა ყოველ წელს შეიმჩნევა.

– რა უფრო ძვირი ღირს ახალი წლის დღეებში?

– საკმაოდ ძვირი ღირს გოჭი. მისი ფასი საახალწლოდ 200 ლარამდე ადის. ვერ გეტყვით ზუსტად, მაგრამ შეიძლება უფრო მეტი გახდეს საშობაოდაც.

– სამარხო პროდუქტზეც მაღალია ფასი?

– რა თქმა უნდა, საკმაოდ მაღალია. შეიძლება იმაზე მეტიც კი, ვიდრე არა სამარხოზე. გოზინაყი ქართველების ყევლაზე გემრიელი ტკბილეულია. აბსოლუტურად ყველა სახლში კეთდება. თაფლზე და ნიგოზზე ამ დროს მოთხოვნა რეკოდრულია. ფასიც შეესაბამება მოთხოვნას. კარგი, ნარჩევი თეთრ–ლებნებიანი ნიგოზი საახალწლოდ 25 ლარამდე ღირს, აი თაფლი კი 20 ლარს აღწევს. ასე, რომ გოზინაყი ქართველებს ძვირ სიამოვნებად უჯდებათ.

– საშობაოდ რაზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?

– როცა მარხვა მთავრდება, აბსოლუტურად ყველა პროდუქტზე მოთხოვნა მაღალია.

თამარ ლაშხია



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online