| ქალი და მამაკაცი |

სასტუმრო "ინტურისტ პალასმა" მთავრობას სესხი დაუბრუნა. სასტუმროს მენეჯმენტმა საბიუჯეტო სესხი ჯერ კიდევ 1998 წელს აიღო, რომელიც 2000 წლისთვის უნდა დაებრუნებინა. თავის დროზე "ინტურისტ პალასმა" სახელმწიფოსგან 358 ათასი ლარი ისესხა, წლიურ 10 %, თუმცა გაწერილ ვადაში თანხა არ დაუბრუნებია. აჭარის რევოლუციის შემდეგ კი ახალმა მთავრობამ "ინტურისტ პალას" ვალის დაბრუნების ახალი გრაფიკი შეუდგინა და სასტუმროს მენეჯმენტმა გაწერილი ვადის მიხედვით თანხა სრულად დააბრუნა. "ინტურისტ პალასმა" სახელმწიფო ვალი სასტუმროს რეკონსტრუქციისთვის აიღო.
როგორც ცნობილია, სასტუმრო "ინტურისტ პალასის" 1939 წელს აშენებული 5 სართულიანი შენობა საბჭოთა პერიოდის ცნობილმა არქიტექტორმა შჩუსევმ დააპროექტაა.
სასტუმროს ადგილზე მდებარეობდა უნიკალური წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის მართმადიდებლური ტაძარი,რომელიც თავისი არქიტექტურული მნიშვნელობითა და იშვიათი სილამაზით მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ტაძრების რიცხვს მიეკუთვნებოდა.
ცნობილია, რომ 1888 წლის 25 სექტემბერს ტაძრის დაარსების ცერემონიალში რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე III-მ და სამეფო ოჯახის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.
ტაძარი მოქმედებდა მე 19- ე საუკუნის ბოლოდან 1936 წლამდე, ვიდრე იგი დაინგრეოდა საბჭოთა პერიოდის ათეისტების მიერ.
დანგრეული ტაძრის ფუნდამენტი საფუძვლად დაედო ახალ შენობას -სასტუმრო ,,ინტურისტს", სწორედ ეს სასტუმრო შეირჩა სამი მოკავშირე მთავრობის მმართველების შეხვედრის ადგილად, მაგრამ ბოლო მომენტში შეხვედრის ადგილი გადატანილ იქნა იალტაში.
არებობის 70 ზე მეტი წლის განმავლობაში, სასტუმროს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი და გადაკეთდა 2 ჯერ 1979-1980 და 2005-2006 წლებში.
სასტუმროს შენობის განმასხვავებელი ფორმა არის მისი თავდაპირველი ნახევრადწრიული ფასადი ბულვარისა და ხეივნის ხედით, რომელსაც ბათუმის ბულვარის მთავარ კოლონადებთან მივყავართ.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



"ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს ხელისუფლებას ბაყაყების ბიზნესში არ გაუმართლა
მთავრობა გვთავაზობს, ვიყიდოთ ასანთი და მოვიგოთ 1000 ლარი
"აირზენას" ფინანსური პრობლემები აქვს











ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
ფეისბუკის ერთი აქციის ღირებულება 38 აშშ დოლარი იქნება
ივანიშვილს თვის ბოლოსთვის რუსეთში ქონება აღარ დარჩება 

ბიძინა ივანიშვილი რუსეთში დეველოპერულ აქტივებს თითქმის მილიარდ დოლარად ყიდის
ბიძინა ივანიშვილის "დოკტორ სტოლეტოვის" სააფთიაქო ქსელი 60-70 მილიონ დოლარად გაიყიდა
ზუგდიდელმა ალექსანდრე ზარქუამ ჩეკების გათამაშებაში 50 ათასი ლარი მოიგო
ბიძინა ივანიშვილმა ბანკი "როსიისკი კრედიტი" 352 მლნ დოლარად გაყიდა
"ჯეოსელი" 5 ათასი ლარით დაჯარიმდა
ყველაზე მდიდარი ქართველები რუსეთში
გიორგი პერტაია - ელექტრონული ზედნადებების წარმოება შესაძლოა, ბეჭდურ გამოცემებზე არ გავრცელდეს
"თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა
ქვითრებით ლატარიაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია 





































































































