| ქალი და მამაკაცი |

ჩვენ მხოლოდ თბილისელმა ახალგაზრდებმა დაგვიჭირეს მხარი

"ნიჭიერში" ნახევარფინალისტების ბოლო ათეული წარსდგა მაყურებლის წინაშე. ჟიურის გადაწყვეტილებით, ფინალში ჯგუფი "მატრიცული პანტომი" გადავიდა. "გუმბათი" ჯგუფის წევრებს შეხვდა. როგორ და რატომ ჩამოყალიბდა "მატრიცული პანტომი", ვინ არიან ჯგუფის წევრები, რის მიხედვით აწყობენ შოუს და როგორ ინაწილებენ ჯგუფში ფუნქციებს, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი საქმიანობის გარდა, "მატრიცულ პანტომს" ვგულისხმობ, რით ხართ დაკავებული?
გიორგი კილაძე:
– ზოგადად, ჯგუფის ყველა წევრი ვსწავლობთ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს არ არის ჩვენი მთავარი საქმიანობა, მაგრამ თავისუფალი დრო გამოგვიჩნდება თუ არა, ახალი ნომრების დადგმაზე ვფიქრობთ და, რა თქმა უნდა, ერთად ვვარჯიშობთ.
– როგორ შეიქმნა "მატრიცული პანტომი"?
– ჯგუფი, დაახლოებით ექვსი თვის წინ, ბექა რაზმაძემ შექმნა. ჯგუფის შვიდივე წევრი ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით და ბავშვობის მეგობრები ვართ. ბექამ თავისი მოსაზრება გაგვანდო ბიჭებს და ცოტა ხანში ჯგუფი ჩამოვაყალიბეთ.
– ბექა, საიდან დაგებადათ ჯგუფის შექმნის იდეა?
ბექა რაზმაძე:
– თავიდან, ინტერნეტის საშუალებით ვნახე მსგავსი შოუ და მომეწონა. მერე შევეცადე ჩემი თვალით შემეხედა მისთვის, ჩემი მოფიქრებული ელემენტები შემეტანა მასში და დამედგა მიმსგავსებული ნომერი. იდეა ჯგუფის ახლანდელ წევრებს გავუმხილე და ჩამოვაყალიბეთ "მატრიცული პანტომი". ჯგუფის შექმნის ერთ–ერთი მიზეზი "ნიჭიერიც" იყო.
– რა პრინციპით შეარჩიეთ ჯგუფის წევრები?
– როგორც გიორგიმ თქვა, ჯგუფის ყველა წევრი ბავშვობის მეგობრები ვართ. შერჩევაც ამ პრინციპით მოხდა. თავიდან, ზოგს მოეწონა, ზოგს არა, ზოგმა არასერიოზულად შეხედა, მაგრამ ბოლოს მაინც შევიკარით ერთ გუნდად.
გიორგი კილაძე:
– მინდა დავამატო ის, რომ ყველაფერს ჩვენით ვაკეთებთ, არც დამდგმელი რეჟისორი გვყავს, არც ქორეოგრაფი – შოუს დადგმაში არავინ გვეხმარება. პირველ ტურში გამოტანილი ნომერი ინტერნეტში ნანახი შოუს ანალოგი იყო, მაგრამ ნახევარფინალში საკუთარი ნომერი წარმოვადგინეთ.
– სცენარს ვინ წერს?
ბექა რაზმაძე:
– ყველა. ავირჩევთ თემას და მერე ყველა საკუთარ მოსაზრებას ვამბობთ, სცენარში ვსვამთ იმას, რომელიც საუკეთესოა. ჯგუფის შვიდივე წევრს ერთნაირი დატვირთვა გვაქვს.
– "ნიჭიერში" მისვლა რატომ გადაწყვიტეთ?
ბექა რაზმაძე:
– პროექტში იმიტომ მივედით, რომ კარგად დავანახოთ საზოგადოებას ჩვენი თავი, ჩვენი შესაძლებლობები და წარმოვაჩინოთ ჩვენი ნიჭი. გვინდა, რომ ხალხმა გაგვიცნოს.
– ზოგადად, რას ეძახით თქვენ ნიჭიერებას?
– ზოგადად, ნიჭიერება თვითნაბადი, თანდაყოლილი რამ არის, რომელსაც ადამიანი თავისი შრომით აუმჯობესებს. ჩვენი გამოსვლა ასედაც ნიჭიერებაა და ისედაც.
– შეგიძლიათ გვითხრათ, რა განსხვავებაა გარედან, მაყურებლის სტატუსით ნანახ "ნიჭიერსა" და მონაწილის თვალით დანახულ პროექტს შორის?
– პროექტს შარშან ვადევნებდით თვალყურს და, სიმართლე რომ ვთქვა, მე, როგორც მაყურებელს, უფრო უბრალო პროექტი მეგონა. პროექტში მისულებმა სხვაგვარად შევხედეთ სიტუაციას, სხვა რეალობა დავინახეთ. დავინახე, რომ, პირველ რიგში, გარემოს უნდა შეეჩვიო, კამერასთან უნდა იმუშაო, მეტი ყურადღება უნდა მიაქციო დეტალების დახვეწასა და ქორეოგრაფიას. პირველ ტურში ყველა გამომსვლელი ჩვეულებრივი მონაწილის სტატუსით ვიყავით და ამდენ ყურადღებას არ ვაქცევდით შოუს ელემენტებს, მაგრამ ნახევარფინალი გაცილებით უფრო საპასუხისმგებლო იყო ჩვენთვის, მით უმეტეს, როცა თავიდან ბოლომდე შენით დგამ ნომერს, თავისი ეფექტებით – ეს ადვილი მართლა არაა.
– თქვენი გამოსვლა გარკვეული ექსპერიმენტიც იყო, რადგან ერთ–ერთი გამოსვლისას ახსენეთ, რომ პირველები იყავით, ვინც ასეთ შოუს დგამდა. თუნდაც ამ პირველობის გამო, ნახევარფინალში ან ფინალში გადასვლის იმედი გქონდათ?
გიორგი კილაძე:
– სარისკო იყო, ან გადავიდოდით, ან – ვერა. შოუ, თავისთავად, საინტერესო და ექსპერიმენტული იყო, მაგრამ ჩვენ იმასაც ვითვალისწინებდით, რომ შესაძლოა ყველას არ მოსწონებოდა. ვინც მხარი დაგვიჭირა, ძირითადად, ჩვენი ასაკის ახალგაზრდობა იყო და ძირითადად თბილისიდან.
– სანამ ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგებოდით, ვინმემ შეგიფასათ ნამუშევარი?
– ახლობლებს ვაჩვენეთ. იყო კრიტიკაც, თუმცა, ჩვენ კარგად გვესმის კრიტიკის არსი და ვხვდებით, რომ ამის გარეშე ნამუშევარი ისეთი არ იქნებოდა, როგორიც გამოვიდა. ყველაზე მთავარი მაინც სცენარია, დანარჩენი ტექნიკური სამუშაოა.
– გუნდის ის წევრები, რომლებიც შავი ფორმებით დგანან სცენაზე და მაყურებლისთვის, ფაქტობრივად, შეუმჩნევლები არიან, თავს დაჩაგრულად ხომ არ გრძნობენ?
– არა, არანაირად. რეალურად, ისინი ჩემზე და ბექაზე გაცილებით მეტ და რთულ სამუშაოს ასრულებენ. მათზეა დამოკიდებული ჩვენი შოუს გამართულობა და ეფექტურობა. ერთ–ერთ მათგანს რამე რომ შეეშალოს, ნომერი ჩაიშლება. გარდა ამისა, გუნდში ერთიანობის, თანადგომისა და თანასწორობის განცდა გვაქვს. ამის გარეშე არაფერი მიიღწევა.
– რამდენ ხანს ამზადებდით ნომერს, რომელმაც ფინალისტებად გაქციათ?
ბექა რაზმაძე:
– ზოგადად, ყველაზე დიდი დრო სცენარს მიაქვს ხოლმე. დაახლოებით, ათი დღე სცენარზე ვმუშაობდით, ერთი კვირა ძირითად ელემენტებზე და მერე ერთიანობაში დავიწყეთ ვარჯიში. საბოლოოდ, დაახლოებით, ერთ თვეში მზად გვქონდა ნომერი, მაგრამ ჩვენს გამოსვლებს რომ ვუყურებ, ისეთი სხვაობაა პირველ ნამუშევარსა და საბოლოოს შორის, ადამიანი იფიქრებს, სხვადასხვა ჯგუფიაო.
– ფინალისთვის უკვე დაიწყეთ მზადება?
გიორგი კილაძე:
– საქმე ისაა, რომ ძალიან ცოტა დრო გვაქვს ნომრის მოსამზადებლად. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ფინალშიც ის შოუ დავდგათ, რაც ნახევარფინალში გვქონდა, ოღონდ, რამდენიმე ელემენტს აუცილებლად შევცვლით და განსხვავებულ სანახაობას შევთავაზებთ მაყურებელს.
– თქვენ ჟიურის რჩეული გახდით. მაყურებელი კი საკმაოდ პასიური აღმოჩნდა თქვენი მხარდაჭერისას. როგორ გგონიათ, რატომ?
ბექა რაზმაძე:
– ჩვენი ნომერი არ იყო გათვლილი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაზე.
აღვნიშნეთ, რომ ნახევარფინალშიც მხოლოდ თბილისელმა ახალგაზრდებმა დაგვიჭირეს მხარი, ამიტომ ვიფიქრეთ, სწორედ ისინი წარმოადგენენ ჩვენი შოუს აქტიურ აუდიტორიას. ფინალშიც მათი იმედი გვაქვს.
– საკმაოდ რადიკალური შეფასებაა. მოდით, მიმართეთ თქვენს გულშემატკივარს.
ბექა რაზმაძე:
– ჩვენ ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერის იმედი გვაქვს, ამიტომ ყველას ვთხოვ, ნუ დაიზარებენ და გვერდით დაგვიდგნენ.
თეონა მჭედლიძე

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

"ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს ხელისუფლებას ბაყაყების ბიზნესში არ გაუმართლა
მთავრობა გვთავაზობს, ვიყიდოთ ასანთი და მოვიგოთ 1000 ლარი
"აირზენას" ფინანსური პრობლემები აქვს

ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
ფეისბუკის ერთი აქციის ღირებულება 38 აშშ დოლარი იქნება
ივანიშვილს თვის ბოლოსთვის რუსეთში ქონება აღარ დარჩება 

ბიძინა ივანიშვილი რუსეთში დეველოპერულ აქტივებს თითქმის მილიარდ დოლარად ყიდის
ბიძინა ივანიშვილის "დოკტორ სტოლეტოვის" სააფთიაქო ქსელი 60-70 მილიონ დოლარად გაიყიდა
ზუგდიდელმა ალექსანდრე ზარქუამ ჩეკების გათამაშებაში 50 ათასი ლარი მოიგო
ბიძინა ივანიშვილმა ბანკი "როსიისკი კრედიტი" 352 მლნ დოლარად გაყიდა
"ჯეოსელი" 5 ათასი ლარით დაჯარიმდა
ყველაზე მდიდარი ქართველები რუსეთში
გიორგი პერტაია - ელექტრონული ზედნადებების წარმოება შესაძლოა, ბეჭდურ გამოცემებზე არ გავრცელდეს
"თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა
ქვითრებით ლატარიაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია 

.jpg)