| ქალი და მამაკაცი |

გიორგი შაღაშვილი ყველა სამოსს ცოლის ტანზე ქმნის
"არ მიყვარს ქალის სექსუალურობის ზედმეტად გამოყოფა"
39 წლის ქართველი დიზაინერის, გიორგი შაღაშვილის კოლექციას თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში ყველაზე მეტი ინტერესით ელიან ხოლმე და ყველაზე მეტ ოვაციებსაც იმსახურებს. მან თბილისურ მოდურ საზოგადოებას წელს უკვე მესამედ წარუდგინა თავისი ნამუშევრები. დანიაში მცხოვრები ქართველი დიზაინერის კოლექცია ყოველთვის გამოირჩევა კონცეპტუალური გადაწყვეტით, ფილოსოფიური ნააზრევითა და შავ–თეთრი ფერების გრადაციებით. დიზაინერი სპეციალურად თავს არიდებს მკვეთრ ფერებს და ბრჭყვიალა დეტალებს. სანამ დიზაინერი გახდებოდა, ორ პროფესიას დაეუფლა. დაამთავრა სამედიცინო და სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტები. პირველი კოლექცია 1999 წელს მოდის ავანგარდული ასამბლეის ფარგლებში შექმნა და მაშინვე მიიქცია ყურადღება.
გიორგის მეუღლე დანიელია. მათ სამი ვაჟი ჰყავთ. უფროსი ლუკა 8 წლისაა, შუათანა ნიკოლოზი – 6 წლის, ნაბოლარა თომა – 4–ის. "სარკე" თბილისის მოდის კვირეულის ფავორიტ დიზაინერს ესაუბრა.
– თქვენ უკვე მესამედ მიიღეთ თბილისის მოდის კვირეულში მონაწილეობა, სპეციალურად ჩამოდიხართ დანიიდან. რა მოლოდინები გაქვთ ხოლმე?
– ჩემი მთავარი მიზანია, თბილისში მაქსიმალურად დავიხარჯო. თითოეული კოლექციის გაკეთება საშუალებას მაძლევს, ჩემი სათქმელი ვთქვა. როდესაც არ იტყუები და არ ხარ ყალბი, ამას მნახველიც გრძნობს და ინტერესიც დიდია.
– თქვენ კოლექციებს ასე ახასიათებენ: "ყველაზე ფილოსოფიური, ძალიან ევროპული, კონცეპტუალური...". მოკლედ, ყველაფერს ამბობენ, გლამურისა და შიკის გარდა.
– მოდა, რა თქმა უნდა, არის გარეგნულად ესთეტიკის გამომხატველი, მაგრამ სხეულს შინაგანი სამყარო აქვს, რომელსაც სხვა საზრდო სჭირდება. თუ დიზაინერმა ვერ შეძელი ტანსაცმელი ადამიანის შინაგან სამყაროს შეუსაბამო, მაშინ სრული აბსურდი გამოვა. თუ შინაარსი არ ჩადე, მაშინ უბრალოდ ნაჭერი შემოაფარე ადამიანს.
– თბილისში სწორად აღიქვამენ თქვენს ნაფიქრს?
– გარკვეული წრეების აზრი ვიცი, ზოგი შენიშვნასაც მეუბნება, რომ ჩემი კოლექცია ძალიან შავი და მძიმეა. მე ისეთივე ვარ, როგორიც ჩემი კოლექციაა. მე კი მძიმე არ ვარ. უბრალოდ, შავი ძალიან დიდ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. ის შთანმთქმელი ფერია.
– თქვენს კოლექციებში, თეთრის, შავისა და რუხი ფერების გარდა, სხვა ფერს ვერ ნახავთ. რატომ არ იყენებთ ჭრელ ფერებს?
– მე ვარ დიზაინერი, რომელიც გეომეტრიულ ფორმებზე მუშაობს. ბანალურ დეტალებზე დროის დაკარგვა არ მიყვარს.
– თქვენ კოლექციებში ქალი ძალიან მკაცრი და მამაკაცურია. რატომ?
– ჩემი კოლექციები ძირითადად უნისექსურია. არ მიყვარს ქალის სექსუალურობის ზედმეტად გამოყოფა. იმ მოდის სახლებში, რომლებიც მოდურ ტენდენციებს ქმნიან, მუდმივი კრიზისია. ამიტომაც შემდეგ იწვევენ სრულიად უცნობ დიზაინერებს, რომ მათი იდეებით იკვებონ. მაგალითად, ახლახან გამოთქვეს სურვილი, რომ მანგოს კონკურსში მიმეღო მონაწილეობა, სადაც საპრიზო ფონდი 300 ათასი დოლარია. იქ მუშაობის არანაირი სურვილი არ მაქვს, რადგან ასეთ მოდის სახლებში შენი ნოუ ჰაუების გაკეთების საშუალება არ არის.
– თუმცა ამბობენ, ქალი კაჭკაჭივით არის, რომელსაც უყვარს ბრჭყვიალა აქსესუარები და მკვეთრი ფერები.
– იაფფასიანი სიკაშკაშე და ბრწყინვალება არ მაინტერესებს. ჩემთვის ყველაზე ლამაზი "შეფუთული" ქალია, ვიდრე ღრმა დეკოლტეში და ბრჭყვიალებში ასხმული. უფრო მეტი სექსუალურობა იმალება კარგად "შეფუთულ" ქალში, ვიდრე სხვა ფორმაში.
– საითკენ მიდის თქვენი მიზნები?
– მინდა, ჩემი პროდუქციის ბრუნვა გავაათმაგო. ამ ეტაპზე დანიაში ჩემს ტანსაცმელს ოთხი მაღაზია უკეთებს რეალიზებას.
– დანიაში საცხოვრებლად რატომ წახვედით?
– ჩემი მეუღლე დანიელია. რვა წელი თბილისში ვცხოვრობდით. ჩემი სამი შვილი აქ დაიბადა. ჩემს ცოლს დანიაში მოუნდა ცხოვრება. მისი სურვილი გავითვალისწინე და საცხოვრებლად დანიაში წავედით. თბილისში წელიწადში ოთხჯერ ჩამოვდივარ, ჩემს კოლექციას და იმ შეკვეთებს, რომლებიც დანიის მაღაზიებში იყიდება, აქ ვკერავ. ბევრად კარგი ტექნოლოგიებით და ბევრად იაფად შემიძლია ეს შეკვეთები სხვაგან, თუნდაც დანიაში შევკერო, მაგრამ მე თბილისის გარეშე არ შემიძლია. მეამაყება, ჩემს პროდუქციას რომ აწერია – დამზადებულია საქართველოში.
– როგორ იპოვეთ თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული?
– მე და ჩემი მომავალი მეუღლე რიკკე იოჰენნესსენი კოპენჰაგენის ერთ–ერთ კულტურის სახლში ვმუშაობდით. მე ხატვას ვასწავლიდი, ის კი კულტურული პროექტების კოორდინატორი იყო. ძალიან საინტერესო ადამიანია და მასთან ურთიერთობა მსიამოვნებდა. ერთხელ ჩვენს კულტურის სახლში რახმანინოვის საღამო მოეწყო და სანკტ პეტერბურგიდან ძალიან ცუდი საოპერო მომღერალი ჩამოვიდა. კონცერტი არ მომეწონა და შევეცადე, იქაურობა შეუმჩნევლად დამეტოვებინა. ჩემს სახელოსნოში განვმარტოვდი. რიკკესაც იგივე რეაქცია ჰქონდა. ჩემს სახელოსნოში შემოიხედა, რომ ჩემთვის აზრი ეკითხა. ჩვენი სიყვარული აქედან დაიწყო. რიკკე ზუსტად ის ტიპაჟია, რაც ქალში მომწონს. შინაგანად ძალიან ნაზი და ქალურია, არ სჭირდება ზედმეტი ყვავილები თავზე ან გულზე. გარეგნულად კი ძალიან ძლიერი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს. ჩვენ ერთი წელი გერლფრენდ–ბოიფრენდი ვიყავით. შემდეგ რიკკე იუგოსლავიაში წავიდა სამუშაოდ და ყოველ შაბათ–კვირას ჩემთვის მოფრინავდა დანიაში. მთელ ხელფასს თვითმფრინავის ბილეთებში ხარჯავდა. შემდეგ მეც დავბრუნდი თბილისში. აქაც ჩამომაკითხა და ბოლოს მივხვდით, რომ ერთმანეთის გარეშე აღარ შეგვეძლო. რიკკე ლუთერანი იყო, მაგრამ მართლმადიდებლად მოინათლა. მის ნათლობის სახელი თამარია და ჯვარიც დავიწერეთ.
– ხშირად თქვენნაირ თავისუფალ ადამიანებს ოჯახი ჩარჩოებში სვამს და თავისუფლებაში იზღუდებიან. ოჯახურმა ცხოვრებამ რაიმე პრობლემა ხომ არ მოგიტანათ?
– სიყვარული როცა არსებობს, ყველა პრობლემა მეორეხარისხოვანი ხდება. ჩვენ ძალიან მოკრძალებულად ვცხოვრობთ, სადაც ბევრი ყოფითი პრობლემაა, მაგრამ ძლიერი სიყვარული ყველაფერს გვავიწყებს.
– თქვენ სამი შვილის მამა ხართ, როგორ ართმევთ ამ პასუხისმგებლობას თავს?
– პირველი შვილი რომ დაიბადა, სამი თვე ვერ ვაცნობიერებდი, რომ მამა გავხდი. ცოტა ეგოისტიც გავხდი, რადგან ჩემი საყვარელი ქალი სულ პატარაზე ზრუნავდა. მეორე და მესამე შვილზე მამობის აღქმის პრობლემა არ მქონია.
– რა ჩაგაქვთ ხოლმე საყვარელი ცოლისათვის თბილისიდან?
– ჩემი კოლექციის ყველაზე საყვარელი დეტალი ჩამაქვს. რიკკეს ძალიან უყვარს ქართული ნუგბარი. მისთვის ყოველთვის მიმაქვს ჩურჩხელები, ჩირი, ტკბილეულობა. ჩემი მეუღლე ჩემი მუზაა. ყველა სამოსი მის ტანზეა შექმნილი და ეს ძალიან მომწონს.
ავთო ჩიტიძე

კავშირი ტეგთან: ქალი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

"ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს ხელისუფლებას ბაყაყების ბიზნესში არ გაუმართლა
მთავრობა გვთავაზობს, ვიყიდოთ ასანთი და მოვიგოთ 1000 ლარი
"აირზენას" ფინანსური პრობლემები აქვს

ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
ფეისბუკის ერთი აქციის ღირებულება 38 აშშ დოლარი იქნება
ივანიშვილს თვის ბოლოსთვის რუსეთში ქონება აღარ დარჩება 

ბიძინა ივანიშვილი რუსეთში დეველოპერულ აქტივებს თითქმის მილიარდ დოლარად ყიდის
ბიძინა ივანიშვილის "დოკტორ სტოლეტოვის" სააფთიაქო ქსელი 60-70 მილიონ დოლარად გაიყიდა
ზუგდიდელმა ალექსანდრე ზარქუამ ჩეკების გათამაშებაში 50 ათასი ლარი მოიგო
ბიძინა ივანიშვილმა ბანკი "როსიისკი კრედიტი" 352 მლნ დოლარად გაყიდა
"ჯეოსელი" 5 ათასი ლარით დაჯარიმდა
ყველაზე მდიდარი ქართველები რუსეთში
გიორგი პერტაია - ელექტრონული ზედნადებების წარმოება შესაძლოა, ბეჭდურ გამოცემებზე არ გავრცელდეს
"თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა
ქვითრებით ლატარიაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია 