| ქალი და მამაკაცი |

შოთა აფხაზავას დიდი ავტოსპორტული ამბიცია
"ამ უსამართლო ომის შემდეგ საქართველოში რაღაც უნდა გამეკეთებინა"
რუსთავის ავტოდრომმა საერთაშორისო საავტომობილო სპორტის ფედერაციის, ფია–ს პრეზიდენტი ჟან ტოდტი გააკვირვა – ყველაზე გავლენიანი პიროვნება მსოფლიო ავტოსპორტში. ნანახით აღფრთოვანებული, იგი მაშინვე თავის კოლეგებს დაუკავშირდა და უთხრა: "აღმოვაჩინე საქართველო, სადაც ძალიან მაგარი ავტოდრომი ვნახე!".
ჟან ტოდტის სახელს უკავშირდება ავტოსპორტში მიხაელ შუმახერის ფურორი. სწორედ მისი ხელმძღვანელობის ქვეშ "ფერარის" გუნდი და მიხაელ შუმახერი 6–ჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. უახლოეს მომავალში კი მან შეიძლება თავისი ფავორიტები რუსთავის ავტოდრომზე აღმოაჩინოს.
ჟან ტოდტი საქართველოს ორი დღით სტუმრობდა – 21–22 აპრილს. ბათუმსა და თბილისში ოფიციალური შეხვედრები ჰქონდა. ბათუმში მან საქალაქო რბოლის ტრასა ნახა. შეხვედრა ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტთანაც.
არადა სულ რამდენიმე წლის წინ რუსთავის ავტოდრომი ყველასგან მივიწყებული და ნაკლებად ფუნქციური იყო. 2009 წელს ის აუქციონის წესით შოთა აფხაზავამ იყიდა, რომელიც ავტოსპორტში ცნობილი ფიგურაა. საქართველოში დაიბადა, თუმცა მრბოლელის კარიერა მოსკოვში შეიქმნა. იდეა, რომ საქართველოში ავტოსპორტი განევითარებინა, დიდი ხანია გაუჩნდა, მაგრამ გარკვეული ხელისშემშლელი მიზეზების გამო ამას ვერ ახერხებდა. რუსთავის ავტოდრომის შესყიდვის, მისი ხელახლა დაგეგმვისა და უზარმაზარი კომპლექსის მშენებლობის შემდეგ შოთა აფხაზავამ საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაცია ჩამოაყალიბა და ამ ბაზარზე არსებულ ყველა ფედერაციას შესთავაზა თანამშრომლობა იმისათვის, რათა სპორტის ეს სახეობა ყველაზე სანახაობითი და მასობრივი გახდეს. უკვე შემოდგომაზე რუსთავის ავტოდრომზე დიდი ფესტივალი გაიმართება, რომელიც მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა. ამის შემდეგ კი ასპარეზობა საერთაშორისო ჩემპიონატებს დაეთმობა.
შოთა აფხაზავა:
– მთელი ცხოვრება ავტოსპორტში ვარ ჩართული. ბავშვობაში კარტინგებით ვიყავი გატაცებული, შემდეგ რალიზე გადავერთე და სპორტული მანქანების პროექტირებაც შევისწავლე. ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც მხოლოდ ბიზნესით ვიყავი დაკავებული, მაგრამ გასული საუკუნის 90–იანი წლების მეორე ნახევრიდან ჩემს საყვარელ საქმეს დავუბრუნდი. რალისტთა ჯგუფი ჩამოვაყალიბე და ბევრ საერთაშორისო შეჯიბრში მივიღეთ მონაწილეობა. ჩემი საქმიანობა ძირითადად რუსეთით შემოიფარგლებოდა. 2003 წელს საქართველოში გადავწყვიტე დაბრუნება. მინდოდა, რომ რუსთავის ავტოდრომის რეკონსტრუქცია მომეხდინა და საქართველოში ავტოსპორტი განვითარებულიყო. დიდი ხნის განმავლობაში მოლაპარაკებები უშედეგოდ მიმდინარეობდა. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს საქმე ყოველგვარი ქრთამებისა და ფარული გარიგებების გარეშე მომხდარიყო, მაგრამ იმ დროს ეს შეუძლებელი იყო. ამიტომაც ისევ რუსეთში დავბრუნდი და მოსკოვის შემოგარენში პირველი რუსული ავტოდრომი ავაშენე. გული მწყდებოდა, რომ საქართველოში ეს ვერ მოვახერხე.
აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში თავი კარგად ვეღარ ვიგრძენი. სამართლიანი ადამიანი ვარ და ამიტომ ვფიქრობდი, ამ უსამართლო ომის შემდეგ საქართველოში რაღაც უნდა გამეკეთებინა. 2009 წელს რუსთავის ავტოდრომის აუცქიონი ჩატარდა და მე შევიძინე. მაშინვე დავიწყეთ სავალალო მდგომარეობაში მყოფი ტრასის თითქმის ხელახლა აშენება, გაფართოება და პროექტირება.
– თქვენი ბიზნესგეგმები ბათუმსაც უკავშირდება. იქ რას აპირებთ?
– პარალელურად დავიწყე ბათუმზე ფიქრი, სადაც მთელი ბავშვობა მაქვს გატარებული. აჭარის ხელმძღვანელობასთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ დროებითი საქალაქო ტრასა გაკეთებულიყო. ბათუმში წელიწადში ორჯერ საერთაშორისო ტურნირის ჩატარება ასი ათასობით ტურისტის მოზიდვას ნიშნავს. როცა ბათუმის ტრასის მშენებლობა გადავწყვიტეთ, იმ პერიოდში მისი განახლების პროცესი მიმდინარეობდა და ამან საქმეები კიდევ უფრო გაგვიადვილა. ეროვნული ავტოსპორტის განვითარებისათვის მხოლოდ ბათუმის საქალაქო ტრასა საკმარისი არ იქნებოდა. სპორტსმენებს ხომ სადმე უნდა ჰქონდეთ თავშეყრის ადგილები, სადაც წვრთნებს გაივლიან და კვალიფიკაციებს აიმაღლებენ.
– ეს ყველაფერი რა სახსრებით კეთდება?
– რუსთავის ავტოდრომის რეაბილიტაცია მთლიანად კერძო ინვესტიციებით მოხერხდა. კარგი იქნება, თუ საავტომობილო სპორტული ინდუსტრიის განვითარება სახელმწიფოზე არ იქნება მიბმული. ერთი წლის განმავლობაში ყველაზე რთული ეტაპი გადავლახეთ. ერთდროულად ვაპროექტებდით და ვაშენებდით. საბოლოოდ რუსთავში მივიღეთ საერთაშორისო დონის მეორე კატეგორიის ტრასა. ავტოსპორტში ოთხი კატეგორიის ტრასა არსებობს, მეოთხე ყველაზე მარტივია, პირველი – ყველაზე რთული, სადაც "ფორმულა 1"–ის რბოლები იმართება.
– როდის გაიხსნება ტრასა?
– განახლებული ავტოდრომის მშენებლობა აქამდეც უნდა დამთავრებულიყო და ტრასა მაისში უნდა გაგვეხსნა, მაგრამ ბოლო თვეებში ხელი ამინდმა შეგვიშალა. ერთი თვის განმავლობაში კარგი ამინდები გვჭირდება, რომ ძირითადი სამუშაოები დასრულდეს. ავტოდრომი სრულყოფილ სახეს სექტემბრისთვის მიიღებს.
– რაში წაადგება ქვეყანას ავტოსპორტის განვითარება?
– შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ავტოსპორტი დღემდე ყველაზე ეფექტურ იარაღად ითვლება გზებზე უსაფრთხო მოძრაობისთვის. იმ ქვეყანაში, სადაც ავტოსპორტი კარგად არის განვითარებული, ავარიები ნაკლებად ხდება. ჩვენს ქვეყანაში ამ კუთხით ბევრია სამუშაო. მოძრაობის უსაფრთხოების ზომების მიმართ დამოკიდებულება უნდა ამაღლდეს. ქართველებს ისედაც გვიყვარს "გაზზე" ფეხის დაჭერა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმ ადგილას, სადაც მაქსიმალურად დაცული იქნები. თუნდაც სამარშრუტო ტაქსების მძღოლებიც მართვაში უფრო დაოსტატდებიან და ქალაქში საავარიო სიტუაციებს აღარ შექმნიან. ჩვენ ჩავერთეთ პროგრამაში "ფორმულა ნული", რომელიც ნიშნავს, რომ საავტომობილო გზებზე ადამიანთა სიკვდილიანობა ნული პროცენტი უნდა იყოს. როდესაც ჩვენი კონცეფცია ფია–ს პრეზიდენტს, ჟან ტოდტის გავაცანით, მან მოიწონა და აღნიშნა, თქვენ რეალურად გაქვთ პოტენციალი, რომ ავტოსპორტი და უსაფრთხო მოძრაობის კულტურა წარმატებულად დაგეგმოთო.
ავტოსპორტი ჩვენს ქვეყანას მთელ მსოფლიოში სულ სხვა კუთხით წარმოაჩენს. სამწუხაროდ, ბევრ ქვეყანაში საქართველო ჯერ კიდევ კავკასიასთან, ჩეჩნეთთან და საომარ სიტუაციებთან ასოცირდება. ახლა კი შეგვიძლია მთელი ავტოსპორტის ელიტის და მათი გულშემატკივრების ყურადღება მივიქციოთ. ჩვენი ქვეყნის იმიჯი რადიკალურად შეიცვლება.
– როგორ მიაღწიეთ ჟან ტოდტის ჩამოსვლას საქართველოში და რა რეკომენდაციები მიიღეთ მისგან?
– ვიზიტი ძალიან მაღალ დონეზე მოვამზადეთ, რამაც ტოდტი ძალიან გააკვირვა და აღაფრთოვანა. ჟან ტოდტის ჩამოსვლით ქართულ ავტოსპორტში სრულიად ახალი ეტაპი იწყება. ამიტომაც ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ღირსეული დახვედრა მოგვეწყო. სანამ ავტოდრომი არ ნახა, ეგონა, რომ საქართველოში დახვდნენ ადამიანები, რომლებიც მას მომავალზე დაუწყებდნენ ლაპარაკს, საკუთარ იდეებს გაუზიარებდნენ. ალბათ მას ხშირად მოუსმენია მეოცნებე ადამიანების გეგმები, მაგრამ როდესაც რუსთავში წავიყვანეთ და საკუთარი თვალით ნახა ავტოდრომი, გაოცება ვერ დამალა, თვალები გაუბრწყინდა. შემდეგ ყველაფერი თავიდან გაგვამეორებინა. აღფრთოვანებული იყო ტრასით და ძალიან მოიწონა ჩვენი მონდომება. მოხიბლული დარჩა ბათუმით და ვერ იჯერებდა, რომ სულ რამდენიმე წლის წინ ამ ქალაქში ორმოებიანი გზები, ჩაბნელებული ქუჩები, შეშის ღუმელები და ნავთის ქურები იყო. მასზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქვეყნის პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამ. გვითხრა, ასეთ არაორდინალურ და ენთუზიაზმით სავსე ადამიანს იშვიათად შევხვედრივარ, ბევრ პრეზიდენტთან მქონია შეხვედრა, მაგრამ თქვენი პრეზიდენტი ყველაზე მეტად დამამახსოვრდებაო. სანამ ავტოდრომს დაათვალიერებდა, მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოინახულა, სადაც მას სიმბოლური მართვის მოწმობა და ექსკლუზიური ნომერი "ტოდტი" გადასცეს. აღნიშნა, რომ მანქანის განბაჟების სისწრაფით ბევრად წინ ვუსწრებთ საფრანგეთს, მართვის მოწმობის გამოცდების პროცედურებით კი კიდევ უფრო ბევრ ქვეყანას ჩამოვიტოვებთ.
– კონკრეტულად რა რეკომენდაციები მოგცათ?
– გვირჩია, რომ საფრანგეთში, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციაში, ხშირად შევხვდეთ მას. პირდაპირ რუსთავიდან დაურეკა ავტოსპორტის ავტორიტეტულ ფიგურებს და აღფრთოვანებით ესაუბრებოდა, თუ რა ნახა აქ. ფედერაციიდან დაგვიმატა რამდენიმე კურატორი, რომლებიც დაგვეხმარებიან, რომ ჩვენი ავტოდრომი მთელ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული გახდეს. შევთანხმდით, რომ 11 მაისიდან ჩვენი კლუბი აქტიურად მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო შეჯიბრებებში. როდესაც აეროპორტში მივიყვანეთ, აღნიშნა, ერთადერთი, რაც საქართველოში არ მომეწონა, ეს ამინდი იყო. იქვე დაამატა, იმდენად დადებითი ემოციებით ავივსე, რომ ამანაც ვერ გამიფუჭა ხასიათიო. თანაც საქართველოში ჩამოსვლამდე ის იმყოფებოდა უკრაინაში, მოლდოვეთში და სომხეთში, მაგრამ თქვა, ამის მსგავსი არსად მინახავსო. ასეთი საერთაშორისო სტანდარტების ტრასა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებშიც კი ერთადერთია.
– როგორ ფიქრობთ, იქცევა ავტორალი ქართველებისთვის საყვარელ სპორტად?
– ჩვენი მიზანია, რომ ქართველებისთვის ავტოსპორტი ეროვნულ სპორტად ვაქციოთ. მას ისეთივე მაყურებელი ჰყავდეს, როგორიც ფეხბურთს ან რაგბის ჰყავს. სანახაობითა და სილამაზით რბოლა ყველა სპორტს უკან ჩამოიტოვებს. გვინდა, რომ ეს სპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.
– ამას როგორ მიაღწევთ, რა გაქვთ დაგეგმილი საამისოდ?
– ეს რთული არ იქნება. აქამდე მიჩნეული იყო, რომ ავტომრბოლელი ვერ გახდები, თუ არ გაქვს დიდი თანხა, არ გყავს კარგი მანქანა, რომლის განახლებაზეც იზრუნებ. შესაბამისად, ამ სპორტით ის ინტერესდებოდა, ვისაც დიდი ფული ჰქონდა. ახლა კი ჩვენ სულ სხვა პირობებს ვთავაზობთ, პირველ რიგში იმას, რომ ავტორბოლა ყველაზე მასშტაბური სანახაობა გახდება. მოხდება მისი ქართული ტელეარხებით ტრანსლირება, ყველაზე რეიტინგული ჟურნალები გააშუქებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ავტოსპორტის გვერდით სპონსორების სახით ბევრი კომპანია დადგება. ქართულ კომპანიებს კარგი ალტერნატივა ექნებათ. იმის ნაცვლად, რომ ტელევიზიაში ძალიან ბევრი ფული გადაიხადონ, მცირე სარეკლამო რგოლში მათ ეყოლებათ საკუთარი გუნდები, ექნებათ საკუთარი ემბლემები ან მანქანები და მთელი ჩემპიონატის მანძილზე ისინი ეკრანზე გამოჩნდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ და თავდაცვის სამინისტრომ თანხმობა განაცხადეს, რომ ავტოსპორტში საკუთარი გუნდები ჰყავდეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა პოლიციელს და სამხედროს ექნება მოტივაცია, რომ საკუთარ გუნდს უგულშემატკივროს. ამაში ჩაერთვებიან ბანკები და სხვა კომპანიის წარმომადგენლებიც. ამ გუნდების უკან უამრავი ადამიანი დადგება. ყველა ამ გათვლით, ავტოსპორტი ძალიან სწრაფად იქცევა ყველაზე სანახაობრივ და პოპულარულ სახეობად.
საქართველოში დღეს ავტორბოლაში მონაწილე მანქანების ყურება ნაკლებად სანახაობრივია, რადგან ამ შემთხვევაში იმარჯვებს არა მძღოლის პროფესიონალიზმი, არამედ ის, თუ რომელი მანქანა უფრო ძლიერია და რა შესაძლებლობები აქვს. ამჯერად კი ყველა სპორტსმენს სრულიად ახალი, ერთნაირი მონაცემების საუკეთესო მანქანები ეყოლებათ და გამარჯვება მხოლოდ მათ მოხერხებულობასა და გამჭრიახობაზე იქნება დამოკიდებული. კომპანიებისთვისაც ძალიან მომგებიანი იქნება ჩვენ მიერ წარმოდგენილი მანქანების შეძენა და ამით საკუთარი გუნდის ჩამოყალიბება. გარდა სპორტული ღონისძიებებისა, ავტოდრომზე ჩატარდება მესამე და მეოთხე კატეგორიის რბოლები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებს შერეული მანქანები.
ამერიკისთვის ავტოსპორტს 500 მილიარდი დოლარი მოგება მოაქვს, პატარა ქვყენისათვის, რა თქმა უნდა, მასშტაბებიც პატარაა, თუმცა ის ქვეყნის ეკონომიკაზე სერიოზულ გავლენას მოახდენს.
რეალურად გვაქვს პოტენციალი, რომ მთელი ქვეყანა ჩაერთოს ავტოსპორტში. ყველა დიდ ქალაქში ვგეგმავთ, რომ კარტინგები გავაკეთოთ. ეს ახალგაზრდებს ავტოსპორტით უფრო მეტად დააინტერესებს. უკვე დიდი ინტერესი გამოხატეს მეზობელმა ქვეყნებმა – აზერბაიჯანმა, სომხეთმა. მათ გუნდებს რუსთავის ავტოდრომზე მალე ვიხილავთ. ეს გახდება ადგილი, სადაც იქნება ბევრი აზარტი და ოვაცია. ოქტომბრის ბოლოს დიდ ავტოსპორტულ ფესტივალს ვგეგმავთ, სადაც იქნებიან დრიფტერები, ექსტრემალური მრბოლელები სხვადასხვა ქვეყნიდან. ასევე იქნებიან როკ–ჯგუფები და ამით კარგ ტრადიციას ჩაეყრება საფუძველი. საქართველოში ავტოსპორტის პოპულარიზაცია ჩემი ყველაზე დიდი ამბიციური პროექტია და მის წარმატებაში დარწმუნებული ვარ.
ავთო ჩიტიძე

კავშირი ტეგთან: საქართველო

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

"ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს ხელისუფლებას ბაყაყების ბიზნესში არ გაუმართლა
მთავრობა გვთავაზობს, ვიყიდოთ ასანთი და მოვიგოთ 1000 ლარი
"აირზენას" ფინანსური პრობლემები აქვს

ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
ფეისბუკის ერთი აქციის ღირებულება 38 აშშ დოლარი იქნება
ივანიშვილს თვის ბოლოსთვის რუსეთში ქონება აღარ დარჩება 

ბიძინა ივანიშვილი რუსეთში დეველოპერულ აქტივებს თითქმის მილიარდ დოლარად ყიდის
ბიძინა ივანიშვილის "დოკტორ სტოლეტოვის" სააფთიაქო ქსელი 60-70 მილიონ დოლარად გაიყიდა
ზუგდიდელმა ალექსანდრე ზარქუამ ჩეკების გათამაშებაში 50 ათასი ლარი მოიგო
ბიძინა ივანიშვილმა ბანკი "როსიისკი კრედიტი" 352 მლნ დოლარად გაყიდა
"ჯეოსელი" 5 ათასი ლარით დაჯარიმდა
ყველაზე მდიდარი ქართველები რუსეთში
გიორგი პერტაია - ელექტრონული ზედნადებების წარმოება შესაძლოა, ბეჭდურ გამოცემებზე არ გავრცელდეს
"თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა
ქვითრებით ლატარიაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია 