| ქალი და მამაკაცი |

"თანამედროვე კინოში შეუძლებელია ჟარგონსა და გინებას გაექცე"
მიშა მშვილდაძე: "თანამედროვე კინოში შეუძლებელია ჟარგონსა და გინებას გაექცე"
ფილმ "ჭამა და სექსის" ერთ–ერთი სცენარისტი მიშა მშვილდაძე ჟურნალ "გუმბათს" ფილმის შესახებ ესაუბრება.
– ბატონო მიშა, "ფორმულა კრეატივმა" დაარღვია დები იშხნელების საავტორო უფლებები და ფილმში "ჭამა და სექსი" მათი 14 სიმღერა გამოიყენა, რასაც მათი შთამომავალის თინა მენაბდის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
– დიახ, მაგრამ ახლა ყველაფერი მოგვარებულია. დები იშხნელების ყველა სიმღერა ფილმიდან ამოღებულია.
– თანხაზეც იყო საუბარი, თითო სიმღერაში გარკვეული თანხა უნდა გადაგეხადათ?
– საუბარი იყო, მაგრამ არაფერი გადაგვიხდია.
– საზოგადოების ნაწილმა ფილმის შესახებ უკმაყოფილება გამოთქვა.
– ეს კინოა, რამდენი ადამიანიც არის, იმდენი აზრი არსებობს. ზოგს მოსწონს, ზოგს – არა.
– ამ ფილმის სცენარის შექმნის იდეა საიდან გაჩნდა?
– ჩვენ გვინდოდა გაგვეკეთებინა ისეთი სცენარი, რომელიც ცხოვრებისეულიც იქნებოდა და ყველასთვის ახლობელიც. შესაბამისად, ჭამაც და სექსიც ბიოლოგიური მოთხოვნილებაა და ადამიანები ამას ყოველდღე აკეთებენ. ირაკლი საგინაძემ, ქეთი დევდარიანმა და მე დავწერეთ ნოველები და გიორგი ლიფონავამ დაახლოებით ერთ თვეში ფილმი გადაიღო.
– ნოველები რეალურ ფაქტებზეა დაწერილი.
– უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ ნოველები რეალურ ჭორებზეა აგებული. ვიღაცისგან მსგავსი ამბები გაგონილი მქონდა. რაც შეეხება ბოლო ნოველას, ზუსტად ვიცით, რომ ეს ამბავი მოხდა. თუ არ ვცდები, ბოლო ნოველის ამბავი გადაცემა "პროფილში" კუზანოვმა მოყვა. ჩვენ გვყავს მეგობარი, რომელიც პლასტიკური ქირურგიის დარგში მუშაობს და მან გვითხრა, რომ ასეთი რამ მართლაც მოხდა. ჩვენი სურვილიც ეს იყო, გადაგვეღო ისეთი ფილმი, რომელსაც სამზარეულოში მეგობარი მეგობარს მოუყვებოდა, ანუ ცოტა რეალური, ცოტა იუმორისტული. ცხოვრების მუღამიც ეს არის, რამდენი ადამიანიცაა, იმდენი თვალთახედვაა. ყველამ ისე გაიგოს, როგორც უნდა.
– ფილმის სათაური "ჭამა და სექსი" ძალიან დამაინტრიგებელია. ვისაც ფილმი ნანახი არა აქვს, შეიძლება იფიქროს, რომ ფილმში მხოლოდ პიკანტური სცენები იქნება.
– თავისთავად ფილმის სათაური პროვოკაციულია და ამას უნდა ემუშავა. არასწორი შეხედულება იმ ფილმების გამო შეიქმნა, რომელიც ბოლო დროს საქართველოში გადაიღეს, სადაც სპეკულანტურად არის გატარებული სიშიშვლისა და სექსის თემატიკა. ჩვენ თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ სექსით სპეკულირება არ დაგვეწყო და მაყურებელი ამ კუთხით არ მოგვეზიდა. თუმცა, შეიქმნა არასწორი მოლოდინი, მაგრამ ვინც ფილმი ნახა, საბოლოო ჯამში სწორი დასკვნა გამოიტანა.
– როდესაც სცენარის წერას იწყებთ, საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობით?
– ყველაზე მთავარია ემპირიული გამოცდილება, თავად რაც გამოგიცდია და შეგიგრძვნია. ყოველთვის ეყრდნობი საკუთარ თავს, გამოცდილებასა და საკუთარ ემოციებს. მერე გმირს საკუთარ თავში ატარებ.
– რამდენ ხანში დაიწერა სცენარი?
– სცენარი ძალიან მოკლე დროში დაიწერა. ორ კვირაში სცენარი მზად იყო. ორ კვირაში გადაღებებიც დავიწყეთ და ერთი თვის განმავლობაში ვიღებდით ფილმს. თუმცა, 5–6 თვე ბევრ სხვადასხვა ფილმზე ვმუშაობდით.
– მიუხედავად იმისა, რომ თქვენ და გიორგი ლიფონავა უკვე დიდი ხანია, რაც ერთად მუშაობთ, როგორც რეჟისორს, რამე შენიშვნა თუ ჰქონია?
– ძალიან მინიმალური. ჩვენ უკვე კარგად გვესმის ერთმანეთის და ერთმანეთს სურპრიზებს არ ვახვედრებთ. ერთადერთი იმის შიში იყო, რომ ფილმი მცირებიუჯეტიანია და მომგებიანი უნდა გამხდარიყო. აქ არ იყო სროლები და მანქანებით "გონკაობა", ამიტომ მაყურებელი რაღაცით უნდა დაგვეინტერესებინა. ვეცადეთ, რომ თითოეული სიტყვა მნიშვნელოვანი ყოფილიყო ფილმში, დრამატურგია დიალოგის ფორმატში იქმნება. ძალიან დეტალებში მოვახერხეთ კინოს შექმნა. საბოლოო ჯამში კი, კარგი გამოვიდა. გიორგი სულ იმას ამბობდა, რომ ფილმი ტელესერიალისკენ არ წაგვეღო, ბევრი რაღაცა არ დაგვეღეჭა და ზოგადი ყოფილიყო.
– რატომ დამკვიდრდა თანამედროვე ქართულ ფილმში ჟარგონით საუბარი და ბილწსიტყვაობა?
– როცა გინდა, მაყურებელს აჩვენო თანამედროვე ეპოქის გმირების ცხოვრება, არ შეიძლება ჟარგონსა და გინებას გაექცე. მთავარია, არ იყოს ამის ზედმეტად სპეკულირება. ყველაფერი დოზირებული უნდა იყოს – არც მეტი, არც ნაკლები.
– ფილმში ყველაზე ახლოს რომელი გმირია თქვენს ბუნებასთან?
– ყველაზე ახლოს ის ადამიანია, რომელიც მარხვაზეა და ერთი სული აქვს, მარხვა დაარღვიოს. რა ქნას, ადამიანია. ჩვენ არ გვინდოდა, მისგან მთლად უარყოფითი გმირი გამოგვეყვანა, ამიტომ მის საქციელს "გამართლება" მოვუძებნეთ. ამ წყვილს შვილი არ ჰყავს, ამიტომ მეუღლის მიმართ მისი სექსუალური ლტოლვა ფუნქციონალურად განპირობებულია. თუმცა, არც სხვა ამბებისგან ვართ შორს.
– მსახიობები როგორ შეირჩა?
– ბევრ მათგანთან ჩვენ ადრეც გვიმუშავია და მოვიწვიეთ. სხვებისთვის პატარა ტესტები გადავიღეთ და ასე შევარჩიეთ. ყველამ კარგად ითამაშა. შორენას განსაკუთრებული როლი მივეცით. ვფიქრობ, ის ძალიან ნიჭიერია და მისი ნიჭი აქამდე სრულად არ იყო წარმოსახული. თავად შორენამაც ამ როლით მაგრად იხალისა.
– ახლა, რაზე მუშაობთ?
– გიორგი ლიფონავა ორ ფილმზე მუშაობს. ერთი ფილმი სათავგადასავლო ჟანრისაა და ოქროს საწმისის ისტორიას ეხება, ანუ ოქროს საწმისის ისტორია თანამედროვეობაშია გადმოტანილი, ხოლო მეორე ფილმი რომანტიკული ჟანრისაა და სიყვარულს ეხება. ამ ბოლო დროს ქართულ კინოში ძალიან გვიზიდავს ჩვენი თანამედროვეობის პოზიტიური გმირები.
ლია ოსაძე

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

"ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს ხელისუფლებას ბაყაყების ბიზნესში არ გაუმართლა
მთავრობა გვთავაზობს, ვიყიდოთ ასანთი და მოვიგოთ 1000 ლარი
"აირზენას" ფინანსური პრობლემები აქვს

ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
ფეისბუკის ერთი აქციის ღირებულება 38 აშშ დოლარი იქნება
ივანიშვილს თვის ბოლოსთვის რუსეთში ქონება აღარ დარჩება 

ბიძინა ივანიშვილი რუსეთში დეველოპერულ აქტივებს თითქმის მილიარდ დოლარად ყიდის
ბიძინა ივანიშვილის "დოკტორ სტოლეტოვის" სააფთიაქო ქსელი 60-70 მილიონ დოლარად გაიყიდა
ზუგდიდელმა ალექსანდრე ზარქუამ ჩეკების გათამაშებაში 50 ათასი ლარი მოიგო
ბიძინა ივანიშვილმა ბანკი "როსიისკი კრედიტი" 352 მლნ დოლარად გაყიდა
"ჯეოსელი" 5 ათასი ლარით დაჯარიმდა
ყველაზე მდიდარი ქართველები რუსეთში
გიორგი პერტაია - ელექტრონული ზედნადებების წარმოება შესაძლოა, ბეჭდურ გამოცემებზე არ გავრცელდეს
"თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა
ქვითრებით ლატარიაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია 

.jpg)