asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ხორბალი საზღვარზე უნდა შემოწმდეს
ხორბალი საზღვარზე უნდა შემოწმდეს
ხორბალი საზღვარზე უნდა შემოწმდეს

2011-04-11 14:06:48



ამ ბოლო დროს, რუხი პურის ფალსიფიცირებასთან დაკავშირებულმა აჟიოტაჟმა ბევრი მეწარმის უკმაყოფილება გამოიწვია. შ.პ.ს. "ბეზეკის" დირექტორი თამაზ ძაგნიძე საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარეს დაუკავშირდა და განაცხადა, რომ მისი საწარმო ძველი ქართული ტრადიციებითა და დაცეხვილი ხორბლისგან დამზადებულ მაღალხარისხოვან რუხ პურს უშვებს. ბატონი თამაზი ჟურნალ "გუმბათსაც" ესაუბრა.
– ბატონო დავით, პირველი მეწარმე იყავით, რომელმაც განაცხადა, რომ თქვენი რუხი პური ეკოლოგიურად სუფთა პურია.
– დიახ, რუხ პურთან დაკავშირებით გაკეთებული სატელევიზიო გადაცემების შემდეგ, ჩვენს საწარმოს გაყიდვის რაოდენობა შეუმცირდა. როდესაც ფალსიფიცირებაზეა საუბარი, იქვე უნდა დასახელდეს, რომელი მეწარმის პროდუქტზეა საუბარი, არ შეიძლება ყველას ერთი ეტიკეტი მივაკეროთ. მომხმარებელთა ფედერაციას უნდა დაესახელებინა ყველა ფალსიფიცირებული მეწარმის სახელი. ჩვენ აღვადგინეთ ცეხვილი ფქვილის ძველი ტრადიციული ტექნოლოგია. ამ ძველი ტრადიციული ტექნოლოგიით ვუშვებთ ცეხვილ ფქვილს, ეს ფქვილი ჩვენს საწარმოს მიჰყავს საბოლოო პროდუქციამდე, ვაცხობ პურსაც. ყველაფერი ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ ხდება. დაწყებული ხორბლის მიღებიდან, დამთავრებული პურის გამოსვლამდე. მე არ ვიცი, სხვა საწარმო, რომელიც ფქვილსაც სრული ტექნოლოგიით აწარმოებს და პურიც ბოლომდე მიჰყავს. ზოგიერთი საწარმო ან ფქვილს აწარმოებს, ან პურს აცხობს. ჩვენ ვართ ერთადერთი საწარმო, რომელმაც წრედი შეკრა და ტექნოლოგიურად დაცული ნედლეული გამოუშვა და ამ ნედლეულისგან ვაცხობთ პურს.
– როგორია ცეხვილი ფქვილის ტექნოლოგია?
– ცეხვილი ფქვილის ტექნოლოგიაა: 95% დაფქვა, სადაც ხორბალში არსებული ყველა ის დადებითი თვისებები შენარჩუნებულია. თუ მოაცლი მას დაახლოვებით 82%–ს, როდესაც ხარისხიანი დაფქვა ხდება, ის დადებითი ნივთიერებები ქატოს მიჰყვება. ცეხვილ ფქვილში ქატო 14 %–ია, ჩანასახია – 2.5%, საკვები ბოჭკოვანა 13%. თავად ხორბლის მარცვალი შედგება: გარსი 15%–ს, ფქვილოვანი ბირთვი, ანუ ენდოსპერმა 82.5%–ს, ჩანასხი კი – 2.5%. თავის მხრივ, გარსი შეიცავს: მარცვალში არსებული სასარგებლო ნივთიერებების, კერძოდ უჯრედისის 90%, მინერალებს 65% და ი ჯგუფის ვიტამინებს. ფქვილოვანი ბირთვი, ანუ ენდოსპერმა შეიცავს: არასასარგებლო სახამებელს და ცილებს, სასარგებლო ნივთიერებებებს: უჯრედის 7%, მინერალების 25%. ჩანასახი შეიცავს: ანტიუქიდანტებს, უ ვიტამინს, ი ჯგუფის ვიტამინებს. სასარგებლო ნივთიერებებს – უჯრედისი 3%, მინერალები 10%. ამ ყველაფრით იმის თქმა მინდოდა, რომ ცეხვილი ფქვილის ტექნოლოგია ხორბალში რჩება და ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლოა. ერთ ისტორიას მოგიყვებით. როდესაც ერთ–ერთმა კომპანიამ (სახელს არ დავასახელებ) ჩვენი ფქვილი სანიმუშოდ წაიღო, მცხობელმა უფროსს უთხრა, რომ ჩვენი ფქვილი არ ვარგოდა და როგორც მჭადი, ისე იზილებოდა. ეს რომ გავიგე, იმ საწარმოს უფროსს ვუთხარი, რომ ჩვენს საცხობში მოეყვანა ის მცხობელი. იმ ახალგაზრდამ არ იცოდა, რომ ცეხვილ პურს სხვანაირი გამოცხობა უნდოდა. ჩვენი საწარმოს მცხობელებმა ასწავლეს, თუ როგორ ცხვებოდა ცეხვილი პური.
– თუ ასე მუშაობთ, თქვენი, როგორც მეწარმის მოგება რა არის?
– როდესაც საუბარია ფასებზე, ერთი რამით ვიგებ – რადგან ნედლეული ჩემია და პურსაც თავად ვაცხობ, ამით ერთ პოზიციაში ვდებ მოგებას. რაღაც ფანჯარა არსებობს და ხორბლის ფასიდან გამომდინარე, ფასების დარეგულირება შემიძლია. როდესაც ფქვილს ვყიდი, მაშინ მოგებით ვყიდი.
– ხორბალს რომელი ქვეყნიდან ყიდულობთ?
– უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ბოლოს უნგრული შევიძინეთ.
– რამდენად ხარისხიანია შემოტანილი ხორბალი?
– ხარისხიანი არის, მაგრამ ქიმიური ანალიზი, რასაც გენოფიცირებული ანალიზი ჰქვია, ამას ვერ ვაკეთებთ. ეს საზღვარზე უნდა დაფიქსირდეს, როდესაც ხორბალი შემოდის. თავად ხორბალი სანიტარული სერთიფიკატით მოდის. ჩვენ რაც გვაინტერესებს, სერთიფიცირებულია და თავადაც ვამოწმებთ.
– და სად ხდება ამ ყველაფრის შემოწმება?
– ჩვენ გვაქვს საკუთარი ლაბორატორია, სადაც ყოველდღიურად ვამოწმებთ ხორბლისა და ფქვილის ხარისხს. მაგალითად: მოვიდა ვაგონები. ვაგონებიდან ვიღებ ნიმუშს და ვსინჯავთ (ვაგონში შეიძლება ნახევარი კარგი იყოს, ნახევარი ცუდი), მერე ვყრით სილოსებში, როდესაც სილოსიდან წისქვილში გადაგვაქვს, მაშინაც ვსინჯავთ ლაბორატორიაში, ფქვილს რომ გამოვუშვებთ, ლაბორატორიაში მის ანალიზსაც ვაკეთებთ. ფქვილი რომ საცხობში მიდის, მაშინაც ვაკეთებ ლაბორატორიულ ანალიზს.
ლია ოსაძე


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online