asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თონეებისთვის ფიქსირებული გადასახადი თვეში 100 ლარი იქნება
გადასახადი
თონეებისთვის ფიქსირებული გადასახადი თვეში 100 ლარი იქნება

2012-02-21 13:25:00



თონეების მეპატრონეებს ფიქსირებული გადასახადით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ, რომლის ოდენობა თვეში საშუალოდ ერთ თონეზე 100 ლარი იქნება.
"მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის აკრძალული საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების, რომლებიც არ დაიბეგრება ანდა რომელზეც არ გავრცელდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები განსაზღვრის შესახებ" მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე შესულია. პარლამენტის პროექტი დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა.
როგორც კომიტეტის სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განაცხადა, თონეებისთვის ფიქსირებული გადასახადი 100 ლარი იქნება, რომლის 50%-ით გაზრდის ან შემცირების უფლება თვითმმართველ ორგანოს ექნება ტერიტორიების მიხედვით. გია ხუროშვილი ამბობს, რომ ეს ფიქსირებული გადასახადი იქნება ნებაყოფლობით და არა სავალდებულო და თონის მეპატრონეს შესაბამისი არჩევანის გაკეთების საშუალება ექნება.
ხუროშვილმა განმარტა, რომ მაგალითად, თონის მეპატრონეს, რომელსაც ბრუნვა ჰქონდა 100 000 ლარზე მეტი, ვალდებული იყო დარეგისტრირებულიყო დღგ-ს გადამხდელად და ამ შემთხვევაში, თუ მას სურვილი აქვს, რომ არ ჰქონდეს სალარო აპარატი და არ აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა, შეეძლება, რომ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდეს.
ხუროშვილმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მსგავსი რეგულაციის შემოღება სალონებთან მიმართებაშიც იგეგმება. კომიტეტის სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატი" ლევან ვეფხვაძე დაინტერესდა მთავრობის უახლოესი გეგმების შესახებ და განაცხადა, რომ მთავრობის გეგმები ყოველთვის ბუნდოვანია და ამიტომ კარგი იქნება, თუ კონკრეტულად დაასახელებს აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელი ბიზნესისთვის რა ეტაპზე რა შეღავათების ამოქმედება იგეგმება.
გია ხუროშვილმა ვეფხვაძეს განუცხადა, რომ სალონებთან დაკავშირებით ფიქსირებული გადასახადების შემოღების შესახებ დადგენილების პროექტი პარლამენტში მიმდინარე კვირასვე შევიდეს.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: გადასახადი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online