| ქალი და მამაკაცი |

”თავისუფალი დემოკრატები“ საქართველოს ხელისუფლებას საწვავის ხელოვნურად გაძვირებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ჩვენთან ბენზინის ფასი რეალურზე 20-25 თეთრით მეტია.
პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა შექმნა ერთპიროვნული მართვის რეჟიმი ელიტური კორუფციით, რომელსაც მონოპოლიზებული აქვს საწვავის ბიზნესიც. იზორიამ ჟურნალისტებს წარუდგინა დოკუმენტი, რომელშიც გაანალიზებულია, თუ როგორ ვნებს ელიტური კორუფცია და ფასთა კარტელური შეთანხმება ქართულ ბაზარს და მომხმარებელს. თვითღირებულების, კერძოდ, ტრანსპორტირების თანხის, დამატებითი ღირებულების გადასახადისა და მოგების გაანგარიშებით, საწვავი დღეს საქართველოში მაქსიმუმ 1 ლარი და 85 თეთრი უნდა ღირდეს და არა 2 ლარზე მეტი.
”თავისუფალი დემოკრატების” განცხადებით, საწვავის ბიზნესში დომინირებს 5 კომპანია, რომელთაგან ერთის, „გალფის“ მფლობელი თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია. კეზერაშვილი ფლობს „ლუკოილის” საწვავის დისტრიბუტორი კომპანია „უნი გრუპის“ 50%-საც.
იზორიას ინფორმაციით, სწორედ ამ 5 კომპანიას შორის ხდება ბაზარზე კარტელური შეთანხმება მონოპოლისტური მდგომარეობის შესახებ და არა მხოლოდ ფასზე, არამედ იმაზეც, თუ რა რაოდენობის საწვავი უნდა შემოიტანონ ქვეყანაში.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



"ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს ხელისუფლებას ბაყაყების ბიზნესში არ გაუმართლა
მთავრობა გვთავაზობს, ვიყიდოთ ასანთი და მოვიგოთ 1000 ლარი
"აირზენას" ფინანსური პრობლემები აქვს











ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
ფეისბუკის ერთი აქციის ღირებულება 38 აშშ დოლარი იქნება
ივანიშვილს თვის ბოლოსთვის რუსეთში ქონება აღარ დარჩება 

ბიძინა ივანიშვილი რუსეთში დეველოპერულ აქტივებს თითქმის მილიარდ დოლარად ყიდის
ბიძინა ივანიშვილის "დოკტორ სტოლეტოვის" სააფთიაქო ქსელი 60-70 მილიონ დოლარად გაიყიდა
ზუგდიდელმა ალექსანდრე ზარქუამ ჩეკების გათამაშებაში 50 ათასი ლარი მოიგო
ბიძინა ივანიშვილმა ბანკი "როსიისკი კრედიტი" 352 მლნ დოლარად გაყიდა
"ჯეოსელი" 5 ათასი ლარით დაჯარიმდა
ყველაზე მდიდარი ქართველები რუსეთში
გიორგი პერტაია - ელექტრონული ზედნადებების წარმოება შესაძლოა, ბეჭდურ გამოცემებზე არ გავრცელდეს
"თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა
ქვითრებით ლატარიაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია 









































































































