
საგადასახადო შეთანხმებაზე შეზღუდვები იზრდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" მთავრობის დადგენილებაში შევიდა.
აქამდე მოქმედი ნორმით, სანქციების შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმება არ ფორმდებოდა "საგადასახადო კოდექსის" მხოლოდ 281-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებულ სანქციებზე.
კერძოდ, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის და სხვა ჯარიმებზე, რომელიც საგადასახადო კოდექსით დაკისრებული ისეთი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის არის, რისთვისაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა.
ახალი რეგულაციით კი, საგადასახადო შეთანხმება არ გავრცელდება როგორც აღნიშნულ სანქციებზე, ისე საგადასახადო კოდექსის 155-ე და 205-ე მუხლების შესაბამისად დარიცხულ მიმდინარე გადასახდელების თანხებსა და იმ მოსაკრებლის თანხებზე, რომლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო.
კოდექსის 155-ე მუხლი, მიმდინარე გადასახდელებს გულისხმობს. კერძოდ, ეს საწარმოები და მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას, ვალდებული არიან მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანონ გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის მიხედვით.
ხოლო 205-ე მუხლი კი ქონების გადასახადის გულისხმობს.
"საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" მთავრობის დადგენილება უკვე გამოქვეყნდა და ძალაშიც შევიდა.

|
დღის სიახლეები
23-02-2012
23-02-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|



"ბანკი ქართუ": "ხელისუფლებამ სადამსჯელო ოპერაცია განახორციელა”
სომხები გურიაში ოქროს ეძებენ
ქონების რეალიზაცია აქციზით და დამატებული ღირებულების გადასახადით დაიბეგრება
ვერა ქობალიამ გიორგი კოდუასთან უკან დაიხია













თონეებისთვის ფიქსირებული გადასახადი თვეში 100 ლარი იქნება
"თელასს" ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს _ ვადიმ მიტიუშინი
ლადო პაპავა: "საქართველოში პური გაძვირდება" 

"გაზპრომმა" ევროპელი მომხმარებლებისთვის გაზის ფასი 10%-ით შეამცირა
სნიკერსი და ტვიქსი, შესაძლოა, გაყიდვიდან გაქრეს
შპს "იგრიკას" კუთვნილ ტვირთთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს
საქართველოში ყველა ტიპის საწვავი 5 თეთრით გაძვირდა
დავით კეზერაშვილს საწვავის ბიზნესის მონოპოლისტობაში ადანაშაულებენ
ბიძინა ივანიშვილი რუსეთში საკუთარი აქტივების გაყიდვას აპრილისთვის ვარაუდობს
სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე საგადასახადო შეღავათი წესდება
ნავთობი რეკორდულად გაძვირდება! 











































.jpg)










































