asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

შედევრი ივანიშვილის კაბინეტიდან
ეგონ შილეს პირქუში სახლები
შედევრი ივანიშვილის კაბინეტიდან

2011-11-26 14:36:06



ეს ფოტო ბიძინა ივანიშვილის სამუშაო კაბინეტშია გადაღებული. მაგიდის თავზე აქ პირქუში ნახატი "Einzelne Hauser" ("ინდივიდუალური სახლები") კიდია. ეს ავსტრიელი ფერმწერისა და გრაფიკოსის, ეგონ შილეს მიერ 1915 წელს შესრულებული ტილოა. გუსტავ კლიმტის პროტეჟე, ეგონ შილე XX საუკუნის ავსტრიული ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი გახდა. შილეს ნამუშევრები გამოირჩევა ფერების ინტენსიურობით და ფორმების მრავალფეროვნებით. გრეხილი სხეულის ფორმები და ექსპრესიული ხაზები, რომლებიც შილეს ფერწერული ტილოებისა და ნახაზებისთვის არის დამახასიათებელი, მას ექსპრესიონიზმის ერთ-ერთ ადრეულ ფუძემდებელთა შორის მიაკუთვნებს ადგილს, თუმცა ის ჯერ კიდევ ძლიერ უკავშირდებოდა მოდერნის მიმდინარეობას (იუგენდშტილი). შილეს ნამუშევრების ყველაზე მნიშვნელოვანი კოლექცია ლეოპოლდის მუზეუმში ინახება ვენაში.

შედევრი ივანიშვილის კაბინეტიდან

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ბიძინა ივანიშვილი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online