| ქალი და მამაკაცი |

არსებობენ ბესტ-სელერები და არსებობენ წიგნები, რომლებიც ერთ ეგზემპლარად, თუმცა ყველაზე ძვირად იყიდება. რეკორდული ფასები ამ წიგნებს არა მათი შინაარსის, არამედ წარსულის გამო აქვთ. წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ წიგნთა ტოპ-ათეულს.
1. ლესტერის კოდექსი. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ხელნაწერი ლესტერის კოდექსია. ეს არის ერთგვარი ჩანაწერების წიგნი, რომელშიც ლეონარდო და ვინჩი, 1506-1510 წლებში, მილანში ცხოვრებისას თავის აღმოჩენებსა და შენიშვნებს ინიშნავდა. მანუსკრიპტი 18 ქაღალდისგან შედგება, რომლის ორივე მხარეს წარწერებია. ტექსტი განსაკუთრებული, ლეონორდოსთვის ჩვეული "სარკისებრი" სტილითაა დაწერილი. მათი წაკითხვა მხოლოდ სარკის მეშვეობითაა შესაძლებელი. მასში განხილულია ყველა ის შეკითხვა, რომელიც და ვინჩის აწუხებდა: რატომ ანათებს მთვარე, საიდან და რატომ ჩაედინება წყალი მდინარეებში, რისგან შედგებიან მინერალები. წიგნი 1994 წელს ბილ გეითსმა 30.8 მლნ ევროდ შეიძინა.
2. ლომი ჰენრის სახარება, საქსონიისა და ბავარიის ჰერცოგის, ჰენრიხ ლომის მიერ 1188 წელს გამოცემული. ხელნაწერი სახარება 226 გვერდისგან შედგება. უნიკალური ილუსტრაციებით გაფორმებული წიგნი, ჰენრიხის სიკვდილის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა. საბოლოოდ, ის მე-19 საუკუნეში, პრაღაში იპოვეს. წიგნი Sothebys-ს აუქციონზე გაიყიდა. მისმა ღირებულებამ 8.1 მლნ ევრომდე მიაღწია.
3. ჯეფრი ჩოსერის "კენტერბერის ზღაპრები" 1477 წელს გამოიცა. დღეს მისი მხოლოდ 12 ეგზემპლარია შემორჩენილი. ის Christie’s-ს აუქციონზე 1998 წელს 4.6 მლნ ევროდ გაიყიდა.
4. გუტენბერგის ბიბლია. ერთ-ერთი პირველია იმ წიგნთა შორის, რომელიც იოჰან გუტენბერგმა და იოჰან ფასტმა გამოსცეს. ის 1455 წლით თარიღდება. სულ ამ რელიგიური შინაარსის წიგნის 180 ეგზემპლარი დაიბეჭდა, თუმცა ჩვენს დრომდე მხოლოდ 48 მათგანმა მოაღწია. ბიბლია 1987 წელს Christie’s-ს აუქციონზე 5.3 მლნ ევროდ გაიყიდა.
5. ნორტუმბერლანდის ჰერცოგის ბესტიარიუმი. ბესტიარუმის ხელნაწერი შუა საუკუნეებით თარიღდება და ცხოველთა სამყაროს ალეგორიული აღწერების ერთგვარი ენციკლოპედიაა. წიგნი რეალური და არარეალური არსებების 112 ფერად ილუსტრაციასა და მათი აღწერის 148 გვერდს მოიცავს. მისი ფასი 2.7 მლნ ევროა.
6. მოცარტის მეათე სიმფონიის ხელნაწერი. მუსიკალური მანუსკრიპტი, რომელიც ეპოქალურმა კომპოზიტორმა ვოლფგანგ ამადეუ მოცარტმა საკუთარი ხელით დაწერა, ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ წიგნთა სიაშია. მან გაყიდვებით ყველა რეკორდი მოხსნა. 1987 წელს მოცარტის ხელნაწერის ფასი 2.2 მლნ ევრო იყო.
7. ამერიკის ჩიტები. ჯონ ჯეიმს ადუბონის გამოცემული წიგნი, რომელიც ჯონმა თავის ხელით მოხატა. წიგნში ასახული თითოეული ჩიტი რეალურ ზომებს შეესაბამება. ავტორი პროფესიით ნატურალისტი და მხატვარია. 1989 წელს "ამერიკის ჩიტები" ნიუ-იორკში 8.8 მლნ დოლარად გაიყიდა.
8. ებრაული ბიბლია. არამეულ და ებრაულ ენებზე დაწერილი წიგნი, რომელიც კანონიკის სრულ დაცვას აღწერს და ყველა ბიბლიურ ტექტს მოიცავს, ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული წიგნია მსოფლიოში. მისი ფასი 1989 წელს 1.8 მლნ ევრო იყო.
9. The Monypenny Breviary . ილუსტრირებული მანუსკრიპტი, რომელიც 1490-95 წლებით თარიღდება, ფრანგულია. მისი ფასი 1.7ლნ ევროა. წიგნი ლონდონში 19 იანვარს, 1989 წელს გაიყიდა.
10. ელიზაბეტ დე ბოჰუმის საათები და ფსალმუნები. ელიზაბეტ დე ბოჰუმი 1340-45 წლებში ნორტჰემპტონის გრაფინია იყო. წიგნი 1988 წლის 21 იანვარს 1.4 მლნ ევროდ ლონდონის აუქციონზე გაიყიდა.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



კულინარიული შედევრები
სურათი 80 მილიონად
ლონდონის აუქციონზე ფიროსმანის "მწყემსი" 600 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა
თბილისს პრიმა-ბალერინა ეწვია











ბარ რაფაელს კინოში იღებენ
კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
საუკეთესო გუნდისა და შემსრულებლისთვის საპატრიარქომ 10 ათასი ევროს ოდენობის პრემია დააწესა 

ჯერარდ ბატლერი შტურმით აიღებს ბაღდადს
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
არმანი: „შონ პენს შეუძლია, მსოფლიო შეცვალოს"
ემა სტოუნი: "არ მეგონა, თუ რაიან გოსლინგს მოვხიბლავდი"
ჯენიფერ ლოპესი ყველაზე გავლენიანი ცნობილი ადამიანია
"დისკოს დედოფალი" დონა სამერი გარდაიცვალა
ჰიუ გრანტი: "51 წლის ასაკში უფრო გამგები მამაკაცი გავხდი"
ქეთო, კოტე და ურჩი ნათურა
ლუი არმსტრონგის უნიკალური ჩანაწერი დღის სინათლეს იხილავს 










































