


| ქალი და მამაკაცი |







"1990-იან წლებში, მაშინ, როცა საქართველოში აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებისთვის თითქმის აღარავის ეცალა, ირაკლი ჩარკვიანმა დროს გადაუსწრო და ჩამოაყალიბა სრულიად ახალი მიმდინარეობა მუსიკაში", - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მომღერალ ირაკლი ჩარკვიანს, რომელსაც დღეს 50 წელი შეუსრულდებოდა. პრეზიდენტის ეს შეფასება სოციალურ ქსელ „facebook"-ზე თავის გვერდზე გამოქვეყნდა. „ის არა მხოლოდ საკუთარი შემოქმედებით, არამედ ცხოვრების წესითაც პროტესტს უცხადებდა კონფორმიზმსა და საბჭოთა მენტალიტეტს. ირაკლი არის თავისუფალი, ნიჭიერი ადამიანის ბრწყინვალე მაგალითი. მისი მუსიკა ახლაც, ისეთივე ახალგაზრდა და თანამედროვეა, როგორც ადრე", - წერია პრეზიდენტის "ფეისბუქის" გვერდის კედელზე. ცნობისთვის, ირაკლი ჩარკვიანის მუსიკალური მოღვაწეობა 1976 წელს, ჯგუფ „არიშთან" ერთად დაიწყო. მისი პირველი სოლო-დისკი, Svan Songs ჩაიწერა და გამოიცა 1993 წელს (გერმანია). აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდიდან მან საკუთარ ფსევდონიმად „მეფე" აირჩია. 2007 წელს, სპეციალური ალბომი მის ხსოვნას მიუძღვნეს ცნობილმა მუსიკოსებმა: ჯგუფებმა 33ა, მწვანე ოთახმა, Outsider, ვაკის პარკმა, The Young Georgian Lolitaz, ზუმბა და სხვა შემსრულებლებმა. დისკს "ქაღალდის გემი - Tribute ალბომი" ეწოდება. მოგვიანებით შეგროვებული იქნა მუსიკოსის სიცოცხლეში ჩაწერილი უკანასკნელი მუსიკალური მასალა და გამოიცა მისი ბოლო სტუდიური ალბომი „ძირს მეფე".
1997 წელს გამოიცა მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი „აფრენ". 1999 წელს გამოჩნდა სიმღერა საქართველო, 2000 წელს შემდეგი დამოუკიდებელი სიმღერა უსაფრთხოება. ირაკლის მორიგი სტუდიური დისკი „ამო" გამოჩნდა 2001 წელს. ეს ალბომი ცნობილია სიმღერებით „სექსი" და „ორღანი78".
2006 წლის 25 თებერვალს მუსიკოსი საკუთარ სახლში გარდაიცვალა.


|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content


კულინარიული შედევრები
სურათი 80 მილიონად
ლონდონის აუქციონზე ფიროსმანის "მწყემსი" 600 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა
თბილისს პრიმა-ბალერინა ეწვია









ბარ რაფაელს კინოში იღებენ
კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
საუკეთესო გუნდისა და შემსრულებლისთვის საპატრიარქომ 10 ათასი ევროს ოდენობის პრემია დააწესა
ჯერარდ ბატლერი შტურმით აიღებს ბაღდადს
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
არმანი: „შონ პენს შეუძლია, მსოფლიო შეცვალოს"
ემა სტოუნი: "არ მეგონა, თუ რაიან გოსლინგს მოვხიბლავდი"
ჯენიფერ ლოპესი ყველაზე გავლენიანი ცნობილი ადამიანია
"დისკოს დედოფალი" დონა სამერი გარდაიცვალა
ჰიუ გრანტი: "51 წლის ასაკში უფრო გამგები მამაკაცი გავხდი"
ქეთო, კოტე და ურჩი ნათურა
ლუი არმსტრონგის უნიკალური ჩანაწერი დღის სინათლეს იხილავს 








































































































































































