| ქალი და მამაკაცი |

რუსეთის დიდი თეატრის სოლისტს ზურაბ სოტკილავას თეატრი არ დაუტოვებია,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მომღერლის შვილმა, ქეთევან სოტკილავამ განუცხადა .
ქეთევან სოტკილავას თქმით, სოლისტს თეატრის ხელმძღვანელობასთან არანაირი პრობლემა არ აქვს.
"თეატრის მიმართ მისი კრიტიკა მხოლოდ მხატვრულ მხარეს ეხება და ამის უფლებაც აქვს, რადგან 40 წელია, ამ თეატრში მუშაობს და გული შესტკივა მასზე. თუმცა, ამ კრიტიკული განცხადებების მიუხედავად ზურაბ სოტკილავას ხელმძღვანელობასთან არანაირი პრობლემა არ აქვს. ამას ისიც ადასტურებს, რომ დიდი თეატრის გეგმაში მომავალი წლის 11 მაისისთვის ზურაბ სოტკილავას შემოქმედებითი საღამოა ჩანიშნული და ეს საღამო ძირითად სცენაზე გაიმართება. ზურაბ სოტკილავას შემოქმედებითი საღამოს ჩატარების წინადადება თბილისიდანაც კი არ მიუღია. იგი აგრძელებს თეარტში კონტრაქტით მუშაობას", - განაცხადა ქეთევან სოტკილავამ.
მან ასევე უარყო რუსული პრესით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ზურაბ სოტკილავა არ მიიწვიეს რეკონსტრუქციის შემდეგ დიდი თეატრის გახსნის გალა-კონცერტზე. ქეთევან სოტკილავას განცხადებით, სოლისტი კონცერტს დაესწრო.
ინფორმაცია ზურაბ სოტკილავას მიერ თეატრის დატოვების შესახებ რუსული მედიით გავრცელდა.
|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



კულინარიული შედევრები
სურათი 80 მილიონად
ლონდონის აუქციონზე ფიროსმანის "მწყემსი" 600 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა
თბილისს პრიმა-ბალერინა ეწვია











ბარ რაფაელს კინოში იღებენ
კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
საუკეთესო გუნდისა და შემსრულებლისთვის საპატრიარქომ 10 ათასი ევროს ოდენობის პრემია დააწესა 

ჯერარდ ბატლერი შტურმით აიღებს ბაღდადს
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
არმანი: „შონ პენს შეუძლია, მსოფლიო შეცვალოს"
ემა სტოუნი: "არ მეგონა, თუ რაიან გოსლინგს მოვხიბლავდი"
ჯენიფერ ლოპესი ყველაზე გავლენიანი ცნობილი ადამიანია
"დისკოს დედოფალი" დონა სამერი გარდაიცვალა
ჰიუ გრანტი: "51 წლის ასაკში უფრო გამგები მამაკაცი გავხდი"
ქეთო, კოტე და ურჩი ნათურა
ლუი არმსტრონგის უნიკალური ჩანაწერი დღის სინათლეს იხილავს 


