| ქალი და მამაკაცი |

როგორც ირკვევა, უდიდეს მხატვარს _ ვინსენტ ვან გოგს თავი არ მოუკლავს, ის უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა.
ვან გოგის ცხოვრებასა და შემოქმედებას მეცნიერები _ სტივენ ნეიფეი და გრეგორ ვაით სმიტი იკვლევდნენ. ისინი აქამდე უცნობ დოკუმენტებსა და თვითმხილველების ჩვენებებს სწავლობდნენ. მკვლევრები 10 წლის განმავლობაში მუშაობდნენ წიგნზე სახელწოდებით „ვან გოგის ცხოვრება“. მათ 20 თარჯიმანი და მეცნიერი ეხმარებოდათ.
სიკვდილის წინ მხატვარი საფრანგეთის ქალაქ Auvers-sur-Oise-ში, ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობდა. ვან გოგი ხშირად დადიოდა იქვე მდებარე ხორბლის ყანაში. 1890 წლის 29 ივლისს, ერთ-ერთი ასეთი გასეირნების დროს მხატვარმა თავი დაიჭრა, სასტუმროში დაბრუნების შემდეგ კი გარდაიცვალა. როგორც სტივენ ნეიფეი ამტკიცებს, ხორბლის ყანაში მისი გასეირნების მიზანი თვითმკვლელობა არ ყოფილა. „ადამიანები, რომლებიც ვან გოგს იცნობდნენ, ფიქრობდნენ, რომ მას მოზარდებმა ესროლეს, ვინსენტმა კი მათი დაცვა გადაწყვიტა და საკუთარ თავზე აიღო მომხდარი“, _ აცხადებს მკვლევარი.
ნეიფეის აზრით, 16 წლის რენე სეკრეტანმა გაისროლა, რომელიც ვან გოგთან მეგობრობდა. _ წარმოუდგენელია, რომ ბიჭმა მას განზრახ ესროლა, ეს შემთხვევით მოხდა. ვან გოგმა თავის პატარა მეგობარს უსიამოვნება აარიდა.
წიგნის ავტორები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მხატვარს ეპილეფსია ჰქონდა. ყოველივე ზემოთქმული ერთ–ერთ ვერსიად შეიძლება ჩაითვალოს.
|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



კულინარიული შედევრები
სურათი 80 მილიონად
ლონდონის აუქციონზე ფიროსმანის "მწყემსი" 600 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა
თბილისს პრიმა-ბალერინა ეწვია











ბარ რაფაელს კინოში იღებენ
კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
საუკეთესო გუნდისა და შემსრულებლისთვის საპატრიარქომ 10 ათასი ევროს ოდენობის პრემია დააწესა 

ჯერარდ ბატლერი შტურმით აიღებს ბაღდადს
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
არმანი: „შონ პენს შეუძლია, მსოფლიო შეცვალოს"
ემა სტოუნი: "არ მეგონა, თუ რაიან გოსლინგს მოვხიბლავდი"
ჯენიფერ ლოპესი ყველაზე გავლენიანი ცნობილი ადამიანია
"დისკოს დედოფალი" დონა სამერი გარდაიცვალა
ჰიუ გრანტი: "51 წლის ასაკში უფრო გამგები მამაკაცი გავხდი"
ქეთო, კოტე და ურჩი ნათურა
ლუი არმსტრონგის უნიკალური ჩანაწერი დღის სინათლეს იხილავს 




