asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მონაკოს პრინცის საპატივსაცემოდ დადგმულ სპექტაკლში "ქეთო და კოტე" ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა
ხარვეზი
მონაკოს პრინცის საპატივსაცემოდ დადგმულ სპექტაკლში "ქეთო და კოტე" ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა

2011-09-19 10:34:00



ბათუმის ოპერაში, მონაკოს პრინცის საპატივსაცემოდ დადგმულ სპექტაკლში "ქეთო და კოტე" ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება. სპექტაკლს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა.
კერძოდ, თავადი ლევანის პირველი არიის შესრულებისას, მიკროფონი გაითიშა, შემდეგ კი ხმამ მკვეთრად მოიმატა. სპექტაკლის რეჟისორი დავით დოიაშვილი ამ ფაქტს პრეზიდენტის დაცვას უკავშირებს.
"ხარვეზი იქნებოდა იმიტომ, რომ ძაბვა თამაშობდა, როგორც წესი, ეს მაშინ ხდება, როცა პრეზიდენტის დაცვა მოდის, რადგანაც სიხშირეები აჯდება ერთმანეთს ", - აღნიშნავს დოიაშვილი.
კომპოზიტორ ნიკა მემანიშვილის თქმით კი მსგავსი ფაქტი მადონას კონცერტზეც მომხდარა.
სპექტაკლში თავადი ლევანის როლის შემსრულებელი ლადო ათანელი ამბობს, ასეთი ხარვეზი არასოდეს დაფიქსირებულა.
"მართლაც საოცარი სიურპრიზი იყო. ვფიქრობდი, რატომ ჟღერს ხმა ასე თავისუფლად და ნატურალურად მეთქი. პირველივე ნოტის დროს მივხვდი, რაშიც იყო საქმე. მოხდა რაღაც ხარვეზი, მითხრეს ძაბვა დაეცაო. რატომ დაეცა ძაბვა, არ ვიცი. უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და ასეთი ხარვეზი არ მოხდება", - აღნიშნავს ლადო ათანელი.
მონაკოს პრინცი ალბერ მეორე საქართველოში ვიზიტით იმყოფება. გუშინ ის ბათუმში ჩაფრინდა, საიდანაც მესტიაში გაემგზავრა და ღირშესანიშნაობები დაათვალიერა. მესტიიდან პრინცე ბათუმში დაბრუნდა, სადაც სპექტაკლ "ქეთო და კოტეს" დაესწრო.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მონაკო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online