| ქალი და მამაკაცი |

"მე და ნინო ანანიაშვილი იდეალური წყვილი ვიყავით"
ქართველ ბალერონს ამერიკელებმა მფრინავი შეარქვეს
წლების წინ, როცა ლაშა ხოზაშვილი პირველად გამოჩნდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე, ყველა ამბობდა, რომ ამ მოცეკვავეს დიდი მომავალი ჰქონდა და არც შემცდარან. 27 წლის მოცეკვავე ამერიკის შეერთებულ შტატებში, "ბოსტონ–ბალეტის" თეატრის წამყვანი სოლისტია. მისი საოცარი ტექნიკითა და სილამაზით შესრულებული პარტიები ყველას ხიბლავს. მას მეტსახელად მფრინავი შეარქვეს, რადგან, როცა ის ცეკვავს, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სცენაზე დაფრინავს. მიუხედავად დიდი წარმატებისა, ლაშას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, მისი მშობლიური დასი ენატრება. ახლახან იგი რამდენიმე ხნით დაბრუნდა ამერიკიდან და დროებით თავის ქართველ კოლეგებთან ერთად ცეკვავს, აგვისტოში კი ისევ ამერიკაში ბრუნდება. ლაშას "სარკე" რეპეტიციის შემდეგ შეხვდა და ესაუბრა.
– ლაშა, მოგვიყევით, როგორ გახდით "ბოსტონ–ბალეტის" დასის წევრი.
– თურქეთში, ქალაქ სამსუნში ვცეკვავდი, როცა ამერიკის შეერთებული შტატებიდან შეტყობინება მომივიდა, მთავაზობდნენ, მათთან კასტინგზე გავსულიყავი. მართალია, ძალიან გამიხარდა, მაგრამ წასვლას ვერ ვახერხებდი.
– რა გიშლიდათ ხელს?
– თურქეთში საპრემიერო სპექტაკლები მქონდა და შემცვლელიც არ მყავდა. ამერიკაში რომ ვერ ჩავედი, ბოლოს მომწერეს, ჩვენი თეატრის დირექტორი თანახმაა, ყოველგვარი კასტინგის გარეშე გაგიფორმოთ ერთწლიანი ხელშეკრულება, წამყვანი სოლისტი იქნებითო. ეს ჩემთვის შოკი იყო. ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა. "ბოსტონ–ბალეტში" ყველას მოვწონვარ და სურვილი აქვთ, მათთან მომდევნო წლებშიც ვითანამშრომლო.
– როგორც ვიცი, ამერიკაში მფრინავი შეგარქვეს, მართალია?
– კი, ეს სახელი მაყურებელმა შემარქვა, რადგან უძლიერესი პარტიების შესრულება მიწევს, რაც ჰაერში სხვადასხვა ურთულესი ილეთის შესრულებას ითხოვს. ეს სახელი მე დიდ კომპლიმენტად მივიღე.
– ალბათ ძალიან გენატრებათ საქართველო, თბილისის ოპერისა და ბალეტის დასი.
– კი, ძალიან მენატრება. ახლა შვებულება მაქვს და გადავწყვიტე, ამ ხნის მანძილზე აქ ვიცეკვო. უზომოდ მენატრება საქართველო, ჩემი მაყურებელი, მეგობრები, ოჯახი... უცხოეთში როგორ წარმატებასაც უნდა მივაღწიო, ჩემს მშობლიურ დასს არასოდეს დავივიწყებ.
– რა გზა გაიარეთ, ვიდრე მსოფლიოს წამყვანი თეატრის სოლისტი გახდებოდით?
– ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლა დავამთავრე. სიმართლე გითხრათ, პირველი 5 წელი ძალიან ვზარმაცობდი. როცა მეორე კურსზე გადავედი, ჩემი ძმა დათო გერმანიაში წავიდა სამუშაოდ. დათო ხედავდა, რომ წლები მიჰქროდა, მე კი შესამჩნევი წინსვლა არ მეტყობოდა. სანამ გერმანიაში წავიდოდა, მითხრა, რომ დავბრუნდები, თუ ისევ ამ დონეზე იქნები, მაშინ აჯობებს, სხვა სპეციალობა აირჩიოო. მისმა სიტყვებმა პირველად ჩამაფიქრა სერიოზულად. ამის შემდეგ გაკვეთილებზე აქტიურად დავიწყე სიარული. მოკლედ, საკუთარ თავზე ბევრი ვიმუშავე. კარგ შედეგს რომ მიაღწიო, შეუსვენებლად უნდა ივარჯიშო და მეც თავს არ ვზოგავდი. მინდოდა, ბალეტის წარმატებული მსახიობი ვყოფილიყავი და, მგონი, რაღაცას მივაღწიე. რისი გაკეთებაც შემიძლია, ვაკეთებ, უკან არასოდეს ვიხევ.
– როგორ გახსენდებათ თქვენი პირველი სპექტაკლები?
– წამყვანი პარტიები ვიცეკვე "მაკნატუნასა" და "დონ კიხოტში". როცა ქალბატონი ნინო ანანიაშვილი დაინიშნა საბალეტო დასის დირექტორად, მე უკვე სოლისტი ვიყავი. ყველა ახალ დადგმაში ვცეკვავდი. ეს ჩემთვის ძალიან საამაყო და საპასუხისმგებლო იყო. როცა ჩემი ძმა გერმანიიდან ჩამოვიდა და ნახა, რომ ერთ სეზონში ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგი წინ, ძალიან გაუხარდა. საბალეტო სკოლაში დათო ერთი წელი ჩემი კლასის მასწავლებელი იყო. რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი ჩემ გამო გადადგა.
– ახლა სად ცეკვავს დათო?
– დათო ახლა თურქეთში, ქალაქ სამსუნში ცეკვავს. სხვადასხვა ქალაქებსა და ქვეყნებში იწვევენ. სამსუნის თეატრის მთავარი ქორეოგრაფი ნუკრი მაღალაშვილია. ჩემი ძმა მისი თანაშემწეა. დათო თეატრის წამყვანი მოცეკვავეა. იქ ყველას ძალიან უყვარს, ეუბნებიან, აქედან არაფრით გაგიშვებთო. დათომ იქაური დასისთვის ბევრი რამ გააკეთა.
– 2008 წელს თქვენ აიღეთ ჟილბერ ალბერის და ნინო ანანიაშვილის საერთაშორისი პრემია "ვარსკვლავი". ეს ალბათ თქვენთვის ძალიან დიდი სტიმული იყო.
– როცა გავიგე, რომ პირველი ქართველი მამაკაცი ვიყავი, ვინც ამ პრიზებს მივიღებდი, ძალიან გამიხარდა. ეს ჩემთვის იმის ნიშანი იყო, რომ რაღაცად ვღირდი.
– თქვენ ბალეტის ვარსკვლავთან, ნინო ანანიაშვილთან ერთად იცეკვეთ. ალბათ მან განსაკუთრებული პარტნიორობა გაგიწიათ.
– ქალბატონ ნინოსთან ერთად სპექტაკლ "გრინში" ვიცეკვე. მასზე დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო. ის არის იდეალური პარტნიორი და შესანიშნავი მოცეკვავე. იშვიათობაა, რომ ერთდროულად იყო მაგარი მოცეკვავე და ძლიერი პარტნიორი. შეიძლება ცალკე ძალიან კარგად ცეკვავდე, მაგრამ პარტნიორს ვერ აძლევდე იმას, რაც მას სჭირდება. მე და ქალბატონმა ნინომ ზუსტად ერთი დღეში მოვამზადეთ პარტია. ისეთი იდეალური წყვილი ვიყავით, რომ მეგონა, სცენაზე ერთად ძალიან დიდხანს ვიცეკვებდით. ხშირად მიწევს მსოფლიო დონის ბალერინებთან ცეკვა. აქამდე რომ მივსულიყავი, ბევრი შრომა დამჭირდა. ამის გარეშე არაფერი გამომივიდოდა. თუ ნიჭი სწორად არ გამოიყენე, ისე არაფერი გამოვა. ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯები და მიხარია, რომ მიფასდება. ძალიან რთული პროფესია გვაქვს. მუდმივად ფორმაში უნდა ვიყოთ. პატარა ტრავმამაც კი შეიძლება სამუდამოდ ჩამოგვაშოროს სცენას. ამიტომ თავს ძალიან ვუფრთხილდებით.
– საზღვარგარეთ ბალეტის მსახიობების შრომა სათანადოდ ფასდება?
– ჩვენს შრომას ყველაზე მეტად ამერიკაში აფასებენ. ხალხის ასეთი განუზომელი სიყვარული ბალეტის მიმართ პირველად სწორედ იქ ვნახე. არ მინდა, ვინმემ ისე გამიგოს, თითქოს საქართველოში ბალეტი არავის აინტერესებს. უბრალოდ, იქ ვგრძნობ, რომ შრომა მიფასდება, ხალხის სიყვარული არ მაკლია. მათი ასეთი მოპყრობა ძალიან მახარებს. ჩემთვის მთავარი სწორედ ადამიანური ურთიერთობებია. იმედი მაქვს, რომ ოდესმე ჩვენც მივალთ მათ დონემდე. თუკი დღეს საქართველოში ვინმეს ბალეტი უყვარს, ალბათ ამაში დიდი წვლილი ქალბატონ ნინოს მიუძღვის.
– საბოლოოდ საქართველოში დაბრუნებას არ აპირებთ?
– ძალიანი მინდა და ვგეგმავ, რომ მომავალში სამუდამოდ დავბრუნდე ჩემს ქვეყანაში, ჩემს მშობლიურ დასში, მაგრამ ეს მხოლოდ სურვილის დონეზეა, ჯერ გადაწყვეტილი არაფერი მაქვს. ვნატრობ, საქართველოში ისეთივე ძლიერი საბალეტო დასი გვყავდეს, როგორც ადრე იყო. ერთი პერიოდი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ძალიან მაგარი ჯგუფი იყო შეკრებილი. ის დრო ძალიან მენატრება.
– ვინ არის თქვენი ფავორიტი, საყვარელი მოცეკვავე?
– ჩემთვის მისაბაძი ყოველთვის ჩემი ძმა იყო. საკუთარ თავზე თავდაუზოგავად მუშაობს. ეს ალბათ გენეტიკურია. მამაჩემი და ბიძაჩემი "სუხიშვილების" მოცეკვავეები იყვნენ. საკუთარ თავზე ისინიც ბევრს მუშაობდნენ. თბილისის ოპერისა და ბალეტის დასში ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ჯანსაღი კონკურენცია კი ყოველთვის სასარგებლოა. მე საქართველოდან იმიტომ არ წავსულვარ, რომ მატერიალური დაინტერესება მქონდა. მინდოდა, წარმატებულ დასში მეცეკვა და მეტი გამოცდილება მიმეღო.
– თქვენს მეუღლეზეც გვიამბეთ. როგორც ვიცი, ისიც თქვენთან ერთად ცეკვავს.
– ჩემი მეუღლე ეკა ჩუბინიძეც "ბოსტონ–ბალეტში" ცეკვავს. ჯერჯერობით შვილი არ გვყავს. როცა მოწვევა მივიღე, მათ ვუთხარი, რომ მინდოდა, ჩემი მეუღლეც ჩემ გვერდით ყოფილიყო. როცა ეკას მასალები გავაგზავნეთ, კონტრაქტი მასაც გაუფორმეს.
– როგორ გაიცანით მომავალი მეუღლე?
– საბალეტო სკოლაში ერთად ვსწავლობდით, ჩემზე ორი წლით უმცროსია. ერთმანეთს მაშინ დავუახლოვდით, როცა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ერთად დავიწყეთ მუშაობა. სწორედ მაშინ შეგვიყვარდა ერთმანეთი. შემდეგ გადავწყვიტეთ, ოჯახი შეგვექმნა და 6 წლის წინ ვიქორწინეთ.
– როგორია ორი მოცეკვავის ოჯახური თანაცხოვრება?
– მე და ეკა ერთ რეჟიმში ვმუშაობთ და ამიტომ ერთმანეთის კარგად გვესმის. ორივემ ვიცით, ჩვენი პროფესიის ადამიანებს რისი გადალახვა უხდებათ, რომ წარმატებას მიაღწიონ. ამიტომ ერთმანეთის მიმართ სასაყვედურო არაფერი გვაქვს. დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, ოჯახურ სიმყუდროვეს მაინც ვინარჩუნებთ.
ქეთი დინოშვილი ჟურნალი სარკე N 24

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კულინარიული შედევრები
სურათი 80 მილიონად
ლონდონის აუქციონზე ფიროსმანის "მწყემსი" 600 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა
თბილისს პრიმა-ბალერინა ეწვია

ბარ რაფაელს კინოში იღებენ
კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
საუკეთესო გუნდისა და შემსრულებლისთვის საპატრიარქომ 10 ათასი ევროს ოდენობის პრემია დააწესა 

ჯერარდ ბატლერი შტურმით აიღებს ბაღდადს
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
არმანი: „შონ პენს შეუძლია, მსოფლიო შეცვალოს"
ემა სტოუნი: "არ მეგონა, თუ რაიან გოსლინგს მოვხიბლავდი"
ჯენიფერ ლოპესი ყველაზე გავლენიანი ცნობილი ადამიანია
"დისკოს დედოფალი" დონა სამერი გარდაიცვალა
ჰიუ გრანტი: "51 წლის ასაკში უფრო გამგები მამაკაცი გავხდი"
ქეთო, კოტე და ურჩი ნათურა
ლუი არმსტრონგის უნიკალური ჩანაწერი დღის სინათლეს იხილავს 