| ქალი და მამაკაცი |

"ამერიკანიზაცია წაგვლეკავს"
ვახტანგ ტატიშვილი: "ამერიკანიზაცია წაგვლეკავს"
ბატონ ვახტანგ ტატიშვილს თითქმის მთელი მსოფლიო აქვს მოვლილი. როგორც საუბრისას აღნიშნა, გასტროლების დროს, კონცერტის დაწყების წინ საქართველოს ისტორიასა და ქართულ ტრადიციებს ყველას აცნობდნენ.
– ბატონო ვახტანგ, როდესაც ტრადიციებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში რა უნდა გავითვალისწინოთ?
– როდესაც ტრადიციებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ის ტრადიციები უნდა გავითვალისწინოთ, რაც ჩვენმა წინაპრებმა და მშობლებმა გადმოგვცეს. პირველ რიგში შენი სამშობლო უნდა გიყვარდეს, შენი ოჯახი, ახლობლები და მეგობრები. თუ სიყვარული შეგიძლია, მაშინ ყველაფერი გამოგივა, ადამიანს შეეძლება შეიცვალოს და წესიერი გახდეს. ძალიან კარგია, ხალხი ეკლესიას რომ მიუბრუნდა. ადრე ასე გვეუბნებოდნენ: ორმოცდაათი წლის ლენინი ჯობია, ორიათასი წლის ქრისტესო. ლენინის არავის სწამდა, მაგრამ გვაიძულებდნენ. ვითომ დავცინოდით კომუნისტურ წყობას, მაგრამ მაინც მის გზაზე მივდიოდით. დღეს, რასაც ეკლესია გვეუბნება, რომ ვასრულებთ, ძალიან კარგია, მაგრამ ყოველთვის თუ ვერ ვასრულებთ, ამისათვის არსებობს მონანიება.
– ახალგაზრდებზე რას იტყვით?
– ბევრმა იცის იმის თქმა: აი, ახალგაზრდები რას შვრებიან, რას დაემსგავსნენ და რა გვეშველებაო. საკმაოდ დიდი ხნის წინ, ჟურნალში წავიკითხე, გამოიცანით ვისი გამოთქმააო და ეწერა: "გადაგვარდა ჩვენი ახალგაზრდობა, რა გვეშველება ერთი ათი წლის შემდეგ, დავიღუპებით, თუ უკვე დაღუპულები არა ვართ". ჩემთვის ვფიქრობდი, ვისი გამოთქმა იყო, ოპოზიციის, პოზიციის, თუ ვინმე ცნობილი პიროვნების. ბოლოს აღმოჩნდა, ეს სიტყვები სოკრატეს ეკუთვნოდა. ეტყობა, ახალგაზრდების გაკრიტიკება ძველი თაობის დამახასიათებელი თვისებაა. პირადად მე, ახალგაზრდებს კრიტიკულად არ ვუყურებ. რაც უნდა გათამამებული იყოს ახალგაზრდა, ის დაწყნარდება და დაღვინდება. მთელი მსოფლიო მაქვს მოვლილი და ჩვენი ტრადიციები ყველას მოსწონდა. გნებავთ სუფრის ტრადიცია, გნებავთ ისე. მაგალითად, 1977 წელს ლათინოამერიკაში – კოლუმბიაში ვიყავით გასტროლებზე, სადაც პოლიციის შეფს შევხვდით. ეს კაცი ჩამოსული იყო თავის საქმეებზე მეზობელი ქვეყნიდან. ეს კაციცა და ჩვენც ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით, ჩვენს კონცერტებს დაესწრო. კონცერტის მეორე დღეს, სასტუმროს რესტორანში მე და ჯემალ ბაღაშვილი დაგვპატიჟა. გვითხრა, მეგონა, საბჭოთა კავშირში მხოლოდ რუსები ცხოვრობდნენო, ამიტომ დაინტერესდა ჩვენი კულტურითა და ტრადიციებით. ჩვენც ავუხსენით ჩვენი კულტურა და ტრადიციები. ძალიან გაუკვირდა, როცა გაიგო, რომ ქრისტიანები ვიყავით. თავად კათოლიკე იყო. როდესაც ტრადიციებზე მიდგა საუბარი, ჯემალიმ უთხრა, რომ უსუფროდ ტრადიციებზე საუბარი არ ივარგებსო და სუფრაც გაიშალა. თამადა ჯემალი გახლდათ. ეს ადამიანი ძალიან მოიხიბლა ჩვენი სადღეგრძელოებით, სუფრის კულტურით, განსაკუთრებით გარდაცვლილების სადღეგრძელო მოეწონა, გვითხრა: ამ სადღეგრძელოს ჩვენ არ ვსვამთ და რა კარგი წესი გქონიათო. მას ძმა ჰყავდა გარდაცვლილი და გვითხრა, დღეიდან ხსოვნის სადღეგრძელოს მეც დავლევო.
– დღეს, ზოგიერთი ადამიანი ტრადიციას მხოლოდ სუფრასთან აიგივებს.
– ეს სწორი არ არის, სუფრის ტრადიცია სხვაა. ტრადიციის თანახმად, სუფრაზე ადამიანს ვაქებთ, შეიძლება ის ადამიანი ისეთი კარგი არ იყოს, როგორც ვაქებთ, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ვისურვებდით ასეთი კარგი გახდეს. ადრე ჩვენ საზღვარგარეთ ხალხს ვაცნობდით, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ღვინოა, მაგრამ ლოთები არა გვყავს, ჩვენთან მათხოვრები არ არიან, ნაკლები განქორწინაბაა, პატივს ვცემთ ქალს, ოჯახს და ასე შემდეგ. როდესაც ჩვენ ამას უცხოელებს ვუხსნიდით, ჩვენ გვერდით რუსებიც იყვნენ, რადგან საბჭოთა კავშირის ნაკრები ვიყავით. დღეს ბევრი ცუდი ხდება, მაგრამ ქვევით ძალიან დიდად არ დავშვებულვართ. დრო შეიცვალა და ეს საინფორმაციო საშუალებებიც ამაში ხელს უწობენ, აშუქებენ ყველაფერს და ძალაუნებურად ჩვენც ვისმენთ. სიტყვა "სექსი" ეკრანს არ შორდება. ესეც დროისა და "პროგრესის" ბრალია. ამ ბოლო დროს ძალიან გახშირდა საუბარი ქალიშვილობის ინსტიტუტის შესახებ, ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობდით.
– თქვენთვის რა არის მიუღებელი?
– თუნდაც ის, რომ ხმამაღლა საუბრობენ ერთნაირი სქესის შეუღლებაზე. ჩემს ახალგაზრდობაში ასეთი რამ ყოველთვის იყო, უბრალოდ სააშკარაოზე არ გამოგვქონდა. ჩემი ცხოვრების მანძილზე მყავდა (წელს 70 წლის ვხდები) ნაცნობი, რომელიც გეი იყო. ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევდით, იმიტომ კი არა, რომ ის ცუდი პიროვნება იყო, არამედ იმიტომ, რომ მისთვის შეურაცხყოფა არ მიგვეყენებინა. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ, ჩვენ ამას ქაჯობას ვეძახდით. დღეს, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ასეთი ადამიანების პროპაგანდაა. კლუბები გახსნეს და ხმამაღლა საუბრობენ. რად უნდა ასეთ რაღაცეებს აფიშირება, ასეთი ადამიანები თავისთვის უნდა იყვნენ.
– თქვენ საუბრისას აღნიშნეთ, რომ ქართველებს ქალის პატივისცემა გვიყვარსო, რაც დღეს ნაკლებად იგრძნობა საზოგადოებაში.
– რაც შეეხება ქალის პატივისცემას, ახალგაზრდები (თინეიჯერებს ვგულისხმობ) როდესაც გაიზრდებიან, თავად მიხვდებიან, გოგონას პატივი რომ უნდა სცენ. მეხუთე კლასში რომ ვიყავი, კლასელ გოგონებს მეც ვაწვალებდი, მაგრამ რომ გავიზარდე და კლასელი შემიყვარდა, მაშინ ყველაფერი შეიცვალა.
– მაშინ რამდენი წლის იყავით?
– 16 წლის. პირველად ხელი ხელზე რომ სხვანაირად (როგორც შეყვარებულმა და არა როგორც კლასელმა) მოვკიდე, კინაღამ მოვკვდი, ისე ვღელავდი. იმასაც ჩემ მიმართ ჰქონდა გრძნობა, რამდენჯერმე სახლში გავაცილ–გამოვაცილე, მერე პარკში გავისეირნეთ და სკამზე ჩამოვჯექით, მაშინ შევახე ხელი პირველად და მეგონა, მოვკვდებოდი. სხვათა შორის, პირველი ყველაფერი განსაკუთრებულია. პირველი კოცნაც კი განსაკუთრებულია. პირველად არც კი ვიცოდი გოგოსთვის როგორ უნდა მეკოცნა, მაგრამ მერე ყველაფერი თავისით მოხდა.
– თქვენს ახალგაზრდობაში გოგონები ერთმანეთს ბიჭის გულისთვის თუ სცემდნენ?
– ვფიქრობ, გოგონების ჩხუბი იშვიათობაა. ასეთი რამ ჩვენ დროში არ იყო, შეძლება იყო, მაგრამ არ ჩანდა. ესეც ტელევიზიის ბრალია, ადრე ასეთ რაღაცეებს ტელევიზიით არ აჩვენებდნენ. მაგრამ ქვეყანაში პროგრესია და საით მივყავართ პროგრესს, ეს არის მთავარი. ახლა ყველაფერს გლობალიზაციას აბრალებენ, მაგრამ ჩემი აზრით, გლობალიზაცია ამერიკანიზაციაა. ამერიკას უნდა ყველაფერი გაერთიანდეს, ერთმანეთში შეერიოს. შეიძლება ამან ნელ–ნელა ჩვენი ტრადიციებიც წალეკოს, რისაც ძალიან მეშინია. შეიძლება გლობალიზაცია უტოპია იყოს, როგორც კომუნიზმი იყო უტოპია, მაგრამ გლობალიზაციას ტრადიციები და კულტურა არ უნდა გადაყვეს. თუ ატყობთ, როგორ შურთ ამერიკელებსა და ევროპელებს, ჩვენ რომ ასეთი კარგი ტრადიციები გვაქვს. ამიტომაც ვამბობ, რაც კარგი გვაქვს, უნდა გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ.
ლია ოსაძე

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კულინარიული შედევრები
სურათი 80 მილიონად
ლონდონის აუქციონზე ფიროსმანის "მწყემსი" 600 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა
თბილისს პრიმა-ბალერინა ეწვია

ბარ რაფაელს კინოში იღებენ
კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
საუკეთესო გუნდისა და შემსრულებლისთვის საპატრიარქომ 10 ათასი ევროს ოდენობის პრემია დააწესა 

ჯერარდ ბატლერი შტურმით აიღებს ბაღდადს
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
არმანი: „შონ პენს შეუძლია, მსოფლიო შეცვალოს"
ემა სტოუნი: "არ მეგონა, თუ რაიან გოსლინგს მოვხიბლავდი"
ჯენიფერ ლოპესი ყველაზე გავლენიანი ცნობილი ადამიანია
"დისკოს დედოფალი" დონა სამერი გარდაიცვალა
ჰიუ გრანტი: "51 წლის ასაკში უფრო გამგები მამაკაცი გავხდი"
ქეთო, კოტე და ურჩი ნათურა
ლუი არმსტრონგის უნიკალური ჩანაწერი დღის სინათლეს იხილავს 