| ქალი და მამაკაცი |

ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად
* * *
ფერმას მთავრობის წარმომადგენელი ამოწმებს. ყველა ძროხას პირზე ალიკაპი უკეთია.
– ნუთუ ყველა ძროხა იკბინება? – კითხულობს მთავრობის წარმომადგენელი.
– არა, ძალიან ბევრს ჭამენ, – პაუხობს ფერმის გამგე.
* * *
პენსიის ასაკს მიღწეული კაცი კადრების განყოფილებაში მიდის სამუშაოს მისაღებად. მას უარით პასუხობენ.
– რატომ? – კითხულობს კაცი.
– შესაფერისი არ ხართ. ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდა, ამბიციური, შემოქმედებითად მზარდი ადამიანი.
– გასაგებია, მაგრამ მაინც ჩაიწერეთ ჩემი ტელეფონის ნომერი. იქნებ დაგჭირდეთ, როდესაც გაირკვევა, რომ შემოქმედებითად ყველა იზრდება, მაგრამ მუშაობა არავის უნდა.
* * *
ცოლი და ქმარი საღამოს სამზარეულოში სხედან და საუბრობენ:
– ჩვენი მეზობელი, როგორც ირკვევა, ძალიან ჭკვიანი ყოფილა!
– ასე რატომ ფიქრობ?
– როდესაც ჩვენ შვილს დაბადების დღეზე დოლი აჩუქეს, მხოლოდ ის მიხვდა ეკითხა: "შენ იცი, შიგნით რა დევს?"
* * *
ახალგაზრდა ქალი სიგარეტს ყიდულობს. გამყიდველი ეკითხება:
– რომელი გინდათ? "ფილტვის კიბო" თუ " მოწევა კლავს"?
– "უნაყოფობა" მომეცით, სახლში ისედაც შვიდი ბავშვი მყავს.
* * *
მიცვალებულს მიასვენებენ. გამვლელი ერთ–ერთ პროცესიის მონაწილეს აჩერებს და ეკითხება:
– ვის მიასვენებენ?
– აგერ იმ მამაკაცს, კუბოში, რომ წევს...
* * *
კაცი ექიმს ეკითხება:
– რა ღირს ალკოჰოლიზმისგან განკურნება?
– 300 ლარი.
– მაგას ისევ დალევა მირჩევნია.
* * *
ატომური წყალქვეშა ნავის კაპიტანი თანაშემწეს უხმობს და ეკითხება:
– ერთი წუთის წინ რყევა ვიგრძენი, რა მოხდა?
– ჩვენმა მიჩმანმა რადიოგრამა მიიღო, რომ მისი ცოლი, ვიღაცას ნიცაში გაჰყვა დასასვენებლად.
– მერე?
– ნიცა აღარ არსებობს...
* * *
მოსამართლე ბრალდებულს მიმართავს:
– ამრიგად, თქვენ ბრალად გედებათ თაღლითობა, თქვენი კლიენტებისთვის ვითომდა ახალგაზრდობის ელექსირის მიყიდვა. უკვე ხართ ნამყოფი პასუხისგებაში?
– დიახ, 1650, 1730 და 1890 წლებში...
* * *
დილით ქალი და მამაკაცი მაგიდასთან სხედან. კაცი ქალს მიმართავს:
– ხიზილალიანი ბუტერბროდი გამიკეთე.
ქალი პურის ნაჭერზე გულმოდგინედ წაუსვამს კარაქსა და ხიზილალას და მიაწვდის. კაცი შეჭამს და ეუბნება:
– კიდევ ერთი გამიკეთე.
– არა, – პასუხობს ქალი, – ეს იყო მზრუნველი ქალის ვერსიის დემონსტრაცია. ლიცენზიური ვერსიის შეძენას მხოლოდ იმ შემთხვევაში შესძლებ, როდესაც ქორწინების რეგისტრაციის წიგნაკს წარმოადგენ.
* * *
ერთი ნაცნობი მეორეს ეკითხება:
– რატომ არის მაგიური სამყარო დაფარული ჩვეულებრივი ადამიანებისგან?
– გიჟები საზოგადოებისგან იზოლირებულები უნდა იყვნენ.
* * *
კაცი დიდ ქალაქში ჩავიდა და ზოოპარკში შევიდა დასათვალიერებლად. მივიდა სპილოს ვოლიერთან:
– აუ, რამდენი ხორცია, მთელ სოფელს ეყოფა!
მივიდა დიდი მახრჩობელა გველის ვოლიერთან:
– ასეთი ჭიაყელით კაცი ვეშაპსაც კი დაიჭერს!
მივიდა მაიმუნების ვოლიერთან:
– ვა, სიდედრო, შენ აქ როგორ მოხვდი?
* * *
მდივანი საწარმოს ხელმძღვანელს მიმართავს:
– ბატონო დირექტორო, ახლახანს ჩვენი ფილიალიდან წერილი მოვიდა, რომელიც საჰარაში მდებარეობს. წერენ, რომ იქ უბრალოდ კატასტროფული ვითარებაა წყალთან დაკავშირებით.
– ნეტავი, შენ, რა განერვიულებს, ეგენი ყოველთვის რაღაცას იგონებენ.
– მე ამას ვერ ვიტყოდი, აი ნახეთ, საფოსტო მარკა კონვერტზე სარჭითაა მიმაგრებული.
* * *
ქმარი ცოლს მიმართავს:
– ძვირფასო, მე შენს ფერხთით ვარ გართხმული...
– ფეხზე აეთრიე, შე, ლოთო, შენა!
* * *
გემი იძირება, მგზავრები პანიკაში არიან. ერთ–ერთი მგზავრი გემის კაპიტანს ეკითხება:
– რა მანძილია უახლოეს ხმელეთამდე?
– სამი კილომეტრი.
– რომელ მხარეს,
– ქვევით.
* * *
ცხოველების მუზეუმის ერთი დამთვალიერებელი მეორეს ეუბნება:
– გული მეწურება, როდესაც ამ დასპირტულ ცხოველებს ვუყურებ!
– შენ რა, მხოლოდ სამი ბაყაყია.
– ბაყაყი კი სამია, სპირტი კი ათი ლიტრი მაინც იქნება.
* * *
მოსამართლე ბრალდებულს მიმართავს:
– აღიარებთ, რომ თქვენ მთვრალ მდგომარეობაში ცდილობდით თეატრში შესვლას?
– ვაღიარებ! თორემ ფხიზელს ასეთი აზრი თავში როგორ მომივიდოდა.

კავშირი ტეგთან: ადამიანი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ანეკდოტები
ვიცინოთ ერთად
ანეკდოტები
ვიცინოთ ერთად

ვიცინოთ ერთად
ანეკდოტები
ანეკდოტები 

ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები 