asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები

2010-11-25 15:46:05



– ძვირფასო, – ურეკავს ქალი შეყვარებულს, – ამ საღამოს ჩემთან ვერ მოხვალ?
– მერე შენები?
– დედა დედამისთან წავიდა, მამაჩემი კი საწოლიდან ვერ დგება, ფეხი სტკივა.
– ვერ მოვალ, მეც მტკივა.
– არ გტკივა, საყვარელო?
– რა და... უკანალი. მიაძვრეს ის ფეხი მამაშენს!
* * *
ქალ–ვაჟი მისეირნობენ და მზესუმზირას ჭამენ. უცებ დაინახეს, რომ სამი ერთს სცემდა. ბიჭი მიეშველა.
ცოტა ხნის შემდეგ ქალ–ვაჟი ისევ მისეირნობენ. ქალი ეუბნება:
– აი, მზესუმზირა, არ გინდა?
– არა, მაგას კბილები უნდა...
* * *

ქუთაისელი დილაადრიან შევიდა მარკეტში და გამყიდველს ეუბნება:
– დაია, ეგერ რომ დენა, იგი მომეცი, ოღონდ სახელი არ მითხრა, რა!
– რაი, ბიძია, არაყი?
– ე, ხომ გითხარი, არ თქვა სახელი–მეთქი... – დახლზე გადაარწყია ქუთაისელმა.
* * *

ზესტაფონელი ნაცნობს ემარიაჟება:
– ა, შეხედე შენე, რავარი ვერცხლისფერი გაპრიალებული აჩკიანი მერსედესი ვიყიდე!
– აუ, მართლა კაი მაშინა არი ეგე. არ უნდა დავასველოთ?
– რითი, ბიჭო, რითი! დამრჩა კაპიკი?!
* * *

ქუთაისელი დიდი ტომრით ავსტრალიაში მიდის. გააჩერეს საბაჟოზე:
– რა გაქვთ ტომარაში?
– აგერ რაცხა ორი კეკალი ყაყაჩოს თესლი მიმაქ იქოური თუთიყუშებიზა.
– მერედა, თუთიყუშები ყაყაჩოს თესლს ჭამენ?
– გადამრევთ, ბუჯო, თქვენ მე აქანა! იმერული ამბავია ეგი, მე ჩემსას დავუპადხოდებ და იგენი ჭამენ თუ არა, თქვენ ფეხებზე არ გკიდიენ?!
* * *

– თქვენი დანახვა პატარა სიამოვნებაა, არდანახვა – დიდი...

* * *

– რა საერთოა დიპლომსა და ცოლს შორის?
– ხელში რომ ჩაიგდებ, ორივე უინტერესო და არაფრისმაქნისია.
* * *

– ექიმო, სინათლეში ვერ ვიძინებ.
– შენც შუქი ჩააქრე ხოლმე.
– ვაა, მერე როგორ დავინახო, დამეძინა თუ არა?
* * *
– აღარ შემიძლია, უკვე მესამე "ლუსტრა" ვიყიდე გუშინ.
– რა სჭირს, წუნია?
– ჩემი ქმარი ძალიან სქელია, 145 კილოს იწონის.
– ქმარი რა შუაშია?
– თავს იხრჩობს ხოლმე და ვერ უძლებს ახლანდელი "ლუსტრა".
* * *
ანდაზა, "თუ მთა არ მიდის მუჰამედთან, მუჰამედი მიდის მთასთან", ქუთაისლებმა თავისებურად თარგმნეს: "თუ ქმარი არ მიდის ჟუჟუნიასთან, ჟუჟუნიე მიდის მეზობელ უშანგიასთან".
* * *

ცირკში მეგრელი მივიდა და სამსახური ითხოვა.
– რა შეგიძლია? – ეკითხება "შეფი".
– შემიძლია ძაღლი განვასახიერო. მაგალითად, ძაღლივით ვიყეფო.
– ეგრე ყეფა ხომ ყველას შეუძლია?
– მაშინ გამოყავით მარცხენა ფეხი მაგიდის ქვემოდან.
– რატომ?
– გიკბენთ მე იმ ფეხზე!

* * *

– ალო, პავლე, შენ ხარ? რაო ექიმმა?
– რაო და... მოკლედ, სანახავად რომ წამოხვალ, პივა წამოაყოლე.
– მეტი არაფერი?
– არა, კიბო ქე მქონია მე.
* * *
კახელი მამას:
– მამი, თოვლი უფრო ცივია, თუ ყინვა?
– ცოტა იოლი რამე მკითხე, შე აჯამო, შენა!
* * *
გურული შვილს:
– რომ გეიზრდები, რა გამოხვალ?
– რაი და მფრინავი.
– რატომ?
– მიყვარს გაფრენა.
– მაი მეც ვიცი, შენ იგი მითხარი, "ლიოჩიკობა" რა ჭირათ გინდა?
* * *
თელავში 102 წლის ბუღალტრის გასვენებაა. კოლმეურნეობის შენობის წინ შეაჩერეს, აქ მუშაობდა საწყალიო.
– ბარემ შაირბინეთ რომელიმემა და საანგარიშო "ჩოთქიც" გამაუტანეთ. გაუხარდება!
* * *

– კონიაკი იგივე ნარკოტიკია.
– აბა რატომ სვამთ თქვენ თვითონ, კალე ექიმო?
– იმიტომ, რომ ეს ისეთი ნარკოტიკია, რომელიც მეხმარება, გადავიტანო ისეთი ავადმყოფობა, რომელსაც "პახმელია" ჰქვია.
* * *

დედა და ქალიშვილი კროსვორდს ავსებენ.
– ვჭამე, ვჭამე, ვერ შევჭამე. ოთხი ასოა, დედი, რა უნდა იყოს? – ამბობს გოგო.
– სიძე, შე ჩერჩეტო, – გამოიცნო დედამ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ორი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online