asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები

2010-11-20 10:20:53



– ალო, ალა პუგაჩოვას ბინაა?
– მეორედ აღარ დარეკო, შე გამოგალკინებულო, შენ!
* * *
– ბაბუ, მე მართლა შენი შვილიშვილი ვარ?
– მე მეკითხები, კაცო?! მიდი, ბებიაშენს შეეკითხე!
* * *

– შვილო, – შესჩივის ბებია შვილიშვილს, – ვატყობ, რომ ვიბერები. უი, ქა, რაღა დროს ჩემი ორსულობაა!
– ბებო, რამდენჯერ უნდა გითხრა, მინამ გაზის დამტარებელი მანქანა არ ჩამაივლის, ბალონზე ნუ ჩამოჯდები ხოლმე!
* * *

– ვალიკო, თოფი მათხოვე.
– სანადიროდ მიდიხარ, ბიჭო?
– არა, კაცო, რა მენადირება... თავი უნდა მევიკლა, აღარ შემიძლია მეტი!
– წეიღე, ვარს რავა გეტყვი, მარა ხვალე მომიტანე თავის დროზე, თვარა მეტად აღარ გათხოვებ, იცოდე!
* * *

ქუთაისელი ახალგახსნილ მარკეტში შევიდა და ცდილობს, გამყიდველი ააგდოს:
– ჩემი დაიე, ახლა რა ქენი, სიმონ, იცი? იმისთანა რაცხა ამიწონე, რაც მარკეტში არ გაქვენ!
– მაგას ქე აგიწონი, ჩემო ძამია, მარა რაში გაგიხვიო?
* * *

– რავა ხარ, კუკურიე ბიძია, ხო ხარ ხარივით?
– კი, კი, ბიძია.
– ხო ხარ, კუკურა ბიძია, მაგარი ხარივით, შენ შემოგევლე?
– ხო, ხო, ვარ, ბიძია.
– კუკურა ბიძია, ხომ ხარ მაგრათ, მამალი ხარივით?
– რაია, ბუჯო, მე ქე ვარ ხარივით, მარა შენ რატომ თხლაშავ თვალებს უშობელივით?!
* * *

– რაც მართალია, მართალია, მთავრობამ ქუჩები დაგვისუფთავა, სუფთაა ყველაფერი, ბაღი, სკვერი, გზა და ეზო.
– ნამუსი?
– კაი ახლა, შე კაი კაცო, ყველაფერი ერთად გინდა?!
* * *

ოსი ვალოდა რესტორანში შევიდა:
– რა მოგართვათ, ბატონო? – წამოადგა მიმტანი.
– რაიმე მაგარი.
– მაინც?
ვალოდამ თვალი დარბაზს მოავლო. ხედავს, ფანჯრის ძირში მთვრალი ოსი გდია და ხვრინავს.
– დაახლოებით ისეთი, ოღონდ წყალგარეული...
* * *

– თქვენს ოჯახში ბრუცელოზი ყოფილა, – ეუბნება ექიმი დურუს, – ხომ არ მომკვდარა ვინმე?
– ბრუცელოზი მოვკალით უკვე. აწი ჩვენ ვიცით!
* * *

გურული ქალი ექიმს საყვედურობს:
– ძალიან არ გამომადგა თქვენი რჩევა. ჩემი ქმარი ღამე ხვრინავს და თქვენ მითხარით, დოუფსტვინეო.
– მერე?
– რა მერე?! დოვუფსტვინე და... ჩვენი მამალი ძაღლი ამოვარდა იქ.
* * *

მეგრელი საცოლეს ემუდარება:
– ახლა შენ თუ მე ცოლად არ წამომყვები, დროებით მაინც, აუცილებელ შემთხვევაში ვიკლავ და მოვიკლავ ამ თავს მე!
– მართლა, საყვარელო? – გადმოყარა ცრემლები ქალმა.
– აბა რა, მასთე ვიქცევი ხოლმე მე სულ!
* * *

გოჩაიამ ძმაკაცებთან ნიძლავი დადო, რომ სასაფლაოზე ღამით გაივლიდა მარტო. მეორე ბოლოში ელოდებიან დამნაძლავებლები. უცბათ გოჩა ჩაცუცქულ კაცს ხედავს საფლავის გვერდით. გათავდა შიშით.
– მომეცი! – თქვა ჩაცუცქულმა.
– რა მოგცე, სული?
– სული რათ მინდა, ქაღალდი გექნება სადმე!
* * *

– შეხედე ჩემს კბილებს, მოგწონს?
– კი, თოვლივით თეთრია, ხშირად იხეხავ?
– აბა რა, თავიდან ოქროსფერი იყო.
* * *

კახელს ჩეჩნები აყაჩაღებენ. კახელმა რუსული არ იცის, ჩეჩნებმა ქართული არ იციან. თარჯიმნად კახელის 6 წლის შვილიშვილი ზალიკო დააყენეს.
– სკაჟი ემუ, გძე ზოლოტა, პუსტ სკაჟეტ, ატო უბიომ.
– რაო? – ეკითხება კახელი შვილიშვილს.
– ოქროს ითხოვენ და ფულს, თორემ მოგკლავთო.
– ოღონდ არ მოგვკლან, შვილო, ოქრო–ფული რა ჯანდაბად გვინდა?! უთხარ, რო სახლში იატაკი აჰყარონ და იქა მაქ.
– ჩტო ონ გოვორიტ? – ეკითხებიან ჩეჩნები ზალიკოს.
– გოვორიტ, ნე სკაჟეთ,.. უბეიწე ეტოგო ჩათლახა!!!
* * *

– ბაბაია, – ეკითხება გურულს შვილიშვილი, – რეიზაა, რომ ხელებს ყოველდღე იბანენ, ფეხებს – არა?
– იმიზა, შე აბდალა, რომ ფეხებით არ ჭამენ.
* * *

მომაკვდავი ქმრის სასთუმალთან ცოლი ჩამომჯდარა, ხელში ფურცელი და ფანქარი უჭირავს:
– ნიკო, სწორად როგორ იწერება: დაკრძალვა შაბათს, თუ დასაფლავება შაბათს?
მთვრალი ზესტაფონელი სასადილოში შევიდა და მაგიდას მიუჯდა:
– ოფიციანკა!
– რას ინებებთ, ბატონო?
– ბ... ბ... რამშტექსი მამიტანე.
– სიამოვნებით, ბატონო.
– სიამოვნებით კი არა, კარტოფილით.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online