asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად

2010-11-08 17:46:18



* * *
ჩხუბის მერე გოგონა ბიჭს ებუნება:
– კარგი, მოდი შერიგების ნიშნად მაკოცე.
– სად გაქვს ეგ ნიშანი?
* * *

მასწავლებელი მოსწავლეს ეუბნება:
– გოგი, რატომ ინგლისურს რატომ არ სწავლობ?
– რატომ უნდა ვისწავლო?
– როგორ თუ რატომ? ნახევარი მსოფლიო ინგლისურად ლაპარაკობს.
– მერე, საკმარისი არ არის?
* * *

კაცი ელექტრიკოსს ურეკავს:
– ხომ გთხოვეთ, ჩემთან შემოგევლოთ და ზარი გაგეკეთებინათ!
– მოსული ვიყავი.
– კი მაგრამ სახლიდან არსად გავსულვარ!
– მოვედი, ზარი დავრეკე, არავინ მიპასუხა და წამოვედი.
* * *

სკოლიდან დაბრუნებული გოგი მამას ეუბნება:
– მამა, დღეს ჩვენ სკოლაში ისეთი რამ მოხდა, რომ მთელი შენი ხელფასი არ ეყოფა!
* * *
სახლში დაბრუნებული ქმარი ცოლს ეკითხება:
– რას გააკეთებდი, ლატარიაში ფული რომ მომეგო?
– ნახევარს გამოგართმევდი და შენისთანა ალკოჰოლიკს გავეყრებოდი!
– შესანიშნავია! ოთხი ლარი მოვიგე, აი შენ ორი ლარი და გამეყარე.
* * *

ერთი მოსწავლე მეორეს ეუბნება:
– ახლახანს სკოლის შეჯიბრზე ორი კილომეტრი ერთ წუთში გავირბინე!
– იტყუები! ეს ხომ მსოფლიო რეკორდზე უკეთესი შედეგია!
– მე მოკლე გზა ვიცი!
* * *

ერთი ნაცნობი მეორეს ეუბნება:
– ამბობენ, რომ ფეხშიშველა სიარული ჯანმრთელობისთვის სასარგებლოაო.
– მართალია. როდესაც დილით საწოლში ვიღვიძებ და ფეხზე ფეხსაცმელები მაცვია, თავი საშინლად მტკივა.
* * *

სატელეფონო ზარი:
– ალო, ეს პოლიციაა?
– არა, მილიციაა!
– მაშინ მოგვიანებით გადმოვრეკავ...
* * *

კაცი მაღაზიის უფროსთან შედის და ყვირილს იწყებს:
– ეს რას ჰგავს? ვიჩივლებ?! ხალხს რატომ ატყუებთ?!
– რაშია საქმე? – ეკითხება შეშინებული უფროსი.
– სარეცხი ფხვნილის ყუთზე გიწერიათ, რომ მასში 100 გრამი უფასოდაა! ვიყიდე, სახლში მივიტანე, გავხსენი და შიგნით მხოლოდ ფხვნილია!
* * *

შვილი მამას ტელევიზორში გადაცემის "ჯანსაღი კვება" ნახვის შემდეგ ეკითხება:
– მამა, მართალია, რომ ხორცი აბერებს?
– ჰო, შვილო, 80–ს შემდეგ.
– უხორცოდ?
– 40–ს შემდეგ...
* * *
პატარა ბიჭი მაღაზიაში შედის და გამყიდველს მიმართავს:
– მომეცით სანადირო თოფი, 30 ტყვია და მონადირის ასანთი.
– ასანთი ბავშვების სათამაშო არ არის! – პასუხობს გამყიდველი.
* * *
ბავშვები კამათობენ თუ რა არის ყველაზე სწრაფი სამყაროში. ლევანი ამბობს:
– ყველაზე სწრაფი სიტყვაა – იტყვი და უკან ვეღარ დააბრუნებ!
თემური პასუხობს:
– ყველაზე სწრაფი სინათლეა! ჩართავ და უკვე ანათებს!
– თქვენ რა იცით, – პასუხობთ გოგი, – ახლახანს კუჭი მქონდა აშლილი და ვერც სიტყვის თქმა მოვასწარი და ვერც სინათლის ანთება...
* * *
შვილი სახლში რეკავს:
– ალო, დედა! ცოლს ვირთავ!
– ოჰ, შვილო, როგორ გამახარე!
– მხოლოდ იცი რა, ზანგია.
– მერე რა, შვილო, ჩვენ, მე და მამაშენი რასისტები არ ვართ!
– ... ოთხი შვილი ჰყავს...
– შესანიშნვია! მე და მამაშენს ბავშვები გვიყვარს!
– ...და კიდევ, ბინა არ გვაქვს...
– მერე რა? ჩამოდით და ერთად ვიცხოვროთ ჩვენს მყუდრო ერთ–ოთახიან ბინაში!
– კი მაგრამ, როგორ დავეტევით?
– შენ ცოლთან და ბავშვებთან ერთად ბინაში, ხოლო მამა საკუჭნაოში.
– შენ?
– მე კი შვილო, როგორც კი ყურმილს დავკიდებ, თოკს ავიღებ და თავს ჩამოვიხრჩობ...
* * *
ბიჭმა გოგონა გაიცნო. გოგონა ეკითხება:
– სიმართლე მითხარი, კიდევ ვინმეს ხომ არ ხვდები?
– ვხვდები! – ამოიხრა ბიჭმა.
– ვის ხვდები?
– არის ერთი გათხოვილი ქალი.
– ვინ არის?
– ჩემი ცოლი!
* * *
ერთი დაქალი მეორეს ეუბნება:
– დილით ადრე დგება. ოთხზე კითხვას იწყებს. ხუთზე კლასიკოსების აფორიზმებს კითხულობს, ხოლო ექვსზე ფორტეპიანოს უკრავს...
– როგორი ნიჭიერი ბავშვი გყოლიათ!
– ქმარზე გიყვები... დილაობით დაძინების საშუალებას არ გვაძლევს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online