asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები

2010-11-08 17:46:17



– ექიმო, თქვენთან მოსვლამდე სხვა ექიმთან ვიყავი და რეცეპტში ჩამიწერა "ამვ". რას ნიშნავს?
– არც მე ვიცი.
* * *
კახელი გაასამართლეს და ციმბირში უშვებენ.
– არ გამიშვათ ციმბირში, თორემ იქაც ჩავიდენ დანაშაულს! – იმუქრება შიო.
– მაინც რას გააკეთებ?
– თეთრ დათვებს სულ პატარ–პატარა კახელებს დავაყრევინებ.
* * *

ქურდს ასამართლებენ.
– ბრალდებულო, რას საქმიანობენ თქვენი ოჯახის წევრები?
– მამა ციხეშია, დედაც ციხეშია, და ბოზია, ძმა აკადემიაშია.
– ეს როგორ, კაცო?!
– ორთავიანი დაიბადა და სპირტში ჩადეს.
* * *

სვანი და მეგრელი ლიფტში გაიჭედნენ. ხან სვანმა იყვირა, ხან მეგრელმა, მაგრამ ვერავის გააგონეს.
– მოდი, ერთად ვიყვიროთ, – შესთავაზა სვანს მეგრელმა.
– ერთააად! – აბღავლდა სვანი.
* * *

– შავი ხელთათმანები მინდა, – ეუბნება სვანი გამყიდველს.
– კი მაგრამ შავი პალტო გაქვს?
– ახლა პალტოც მაყიდვინე! – დაიბოღმა სვანი.
* * *

– გეიგე, ჩვენი კაკოიე რომ მომკვდარა?
– არ გადამრიო, როდის, ბოშო?!
– დილის 4 საათზე.
– მაგიზა გეიღვიძა ასე ადრიანად მაგ უბედურმა?!

* * *

– ძვირფასო, – ეუბნება ახალშერთული ცოლი სამსახურიდან დაბრუნებულ ქმარს, – აი, ხარჩო და რძიანი ფაფა მოგიმზადე. ჭამე.
– კარგი, მაგრამ ხარჩო რომელია?
* * *
– ბაბუ, მართალია, რომ ნადირობისას დათვმა გიკბინა?
– კი, ბაბუა, მართალია.
– სად გიკბინა, ბაბუ?
– მაი არაა მართალი, ბაბუა, არ დეიჯერო!

* * *

– სად მიგყავს, აფრასიონ, მაი მამალი?
– მესაათესთან.
– რეიზა?
– გაფუშტა, ნახევარი საათით ადრე მაღვიძებს.
* * *
– აზიზაჯან, დედიშენი რატომ კუბოში ჩაგიწვენია?
– მოკვდა, ტო, ვერა ხედამ?!
– ვაა, მეც არ გამიკვირდა!
* * *

ძმაკაცი ძმაკაცს შესჩივის:
– მას შემდეგ, რაც ცოლმა მითხრა, 22 კაცთან გიღალატეო, ფეხბურთის ყურება აღარ მინდა.
* * *

– მოდი, კაცო, მოდი, – ეპატიჟება ცოლი ქმარს საწოლ ოთახში.
– უნდა გაგაწბილო, საყვარელო, დღეს არ შემიძლია. მეტროში საფულე ამომაცალეს.
– მერე საფულეში რატომ გედო?
* * *

– რა განსხვავებაა კაპიტალიზმსა და სოციალიზმს შორის?
– კაპიტალიზმის დროს კაცი კაცისთვის მგელია.
– სოციალიზმის დროს?
– ამხანაგი მგელი.
* * *
ახალ მანქანას ძაღლი მიუჩინეს დასაცავად, მაგრამ მეორე დილით საბურავები აღარ დახვდათ. საქარე მინაზე კი წერილი იყო მიკრული: "ძაღლს არ გაუწყრე, ისეთი მწვადები და ნამცხვრები მოვუტანეთ, არც შენ ამოიღებდი ხმას".
* * *

სამშობიაროს ექთანს სამი ტყუპი გამოჰყავს და მამას გადასცემს:
– ხომ კარგებია?
– კი, – ამბობს ნირწამხდარი მამა და ბავშვები მანქანისკენ მიჰყავს.
– მაგენს მანქანაში რომ ჩააწყობ, მობრუნდი, სამი კიდოა! – უყვირის ექთანი.
* * *
– ტყეში მივდიოდი და გველი არ შემხვდა?!
– მერე?
– დავიხარე, დავაკვირდი და... ჯოხი ყოფილა.
– მერე?
– აღება მინდოდა და... მიკბინა.

* * *

– ქალო, მოდი, საწოლზე ვიხტუნაოთ და მეზობლები დავაგოიმოთ. ეგონებათ, რომ ვსექსაობთ.
– კაი და მერე თეფშებზე ჩანგლები ვაწკარუნოთ. ეგონებათ, რომ სადილი მოგიმზადე.
* * *
– კიდევ ვერაფერი დაიჭირე, არა? – საყვედურობს ცოლი მეთევზეს.
– ცდები, ძვირფასო, ვეებერთელა ღლავი დავიჭირე.
– მერე სადაა?
– სადღაც დაცურავს ჩემს ანკესთან ერთად.

* * *

– წლის რომელი დრო არ გევასება, ჩინგიზ?
– ოლსაბათს ველ ვიტან.
* * *
– ოფიციანტ, ანგარიში მაიტა, უნდა გადავიხადო!
– ჯერ წაიკითხე და მერე იტრაბახე.
* * *
– შენ, რა, სულ გარეკე, მოდების ჟურნალს ათვალიერებ? – დასცინის ერთი ჯიბის ქურდი მეორეს.
– უბრალოდ, ვაკვირდები, ამ სეზონზე ჯიბეებს რა ადგილებში აკერებენ.
* * *
საბაჟოზე:
– რა გადმოგაქვს, ვალუტა თუ ნარკოტიკი?
– არც ერთი.
– აბა რას მოეთრეოდი, ვერ დაეგდე, სადაც იყავი?
* * *
გურული ქალი შვილს ეძახის:
– ბონდოია, სა მიხვალ?
– იქინე.
– რეიზა?
– იმიზა.
– კიდო კაი, თვარა რა აღარ ვიფიქრე.

* * *

– დედი, ყველა ბავშვს ორ–ორი დედ–მამა ჰყავს?
– არა, მხოლოდ შენ, ჩემო დედისერთა ელამო.

* * *

რეცენზია ახალ მხატვრულ ფილმზე: "ფილმის მთავარი ღირსება ის გახლავთ, რომ ის მთავრდება სწორედ იმ დროს, როცა ფიქრობ, რომ ის არასოდეს დამთავრდება".

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online