asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები

2010-10-22 13:08:22



ტიპი ცირკის დირექტორთან მივიდა ორი ჩემოდნით. გახსნა ერთი ჩემოდანი, ამოიღო თეთრი აგური და გადაიმტვრია თავზე, მერე წითელი აგური ამოიღო და ისიც გადაიმტვრია. მერე ორი აგური ამოიღო, აქეთ–იქიდან შემოირტყა თავზე და ისინიც დალეწა.
– ეგ ყველაფერი კარგი! – კმაყოფილებას ვერ მალავს დირექტორი, – მაგრამ მეორე ჩემოდანში რაღა გაქვთ?
– ბინტები და იოდი.
* * *
კახელი სახლში დაბოღმილი მივიდა. ცალი თვალი არ აქვს, ხელი კი თაბაშირში აქვს ჩასმული.
– რა მოხდა, კაცო, ავარიაში მოჰყე? – შეიცხადა ცოლმა.
– ავარიაში არა, იხვის ტოლმა! ეგე, ზაქროი დევენიძლავე თვალზე, რო ხელ ვერ მამტეხამდა.
* * *
ცოლი გასაახალგაზრდავებელი ოპერაციის გასაკეთებლად მიდის საზღვარგარეთ და ქმარს ეუბნება:
– უკან დასაბრუნებელი ბილეთიც აგეღო ბარემ, იქნებ მერე ვერ ვიშოვო.
– ნუ ჩქარობ, ქალო, შენ ყოველთვის, – ურჩევს ქმარი, – რა იცი, შეიძლება აქეთობისას ბავშვის ბილეთი დაგჭირდეს.
* * *

ექიმი პაციენტს:
– ახლა წაბრძანდით და დაიმახსოვრეთ, არავითარ შემთხვევაში საქსოფონზე არ დაუკრათ. როგორც კი დაკვრას დაიწყებთ, მაშინვე მოკვდებით.
პაციენტი წავიდა, მედდა კი ექიმს ეკითხება:
– კი მაგრამ, ექიმო, რა კავშირშია ერთმანეთთან კუჭი და საქსოფონი?
– ეს იდიოტი ჩემს თავზე ცხოვრობს და დღე და ღამე საქსოფონზე უკრავს.
* * *

– ექიმო, მიშველე, განდიდების მანია მჭირს!
– ვის? შენ? შე ტილის ჭუპრო მკვდარ მდგომარეობაში?!
* * *

– ხვალ ცოლის დაბადების დღეა და არ ვიცი, რა ვუყიდო.
– ჰკითხე და თვითონ გეტყვის.
– ბებია უჭყავის, კიდევ რა უნდა?!
* * *

– ამ ზაფხულს ორჯერ დავისვენე.
– ორი შვებულება მოგცეს?
– არა, ერთი თვე მე ვიყავი შვებულებაში, ერთი თვე – ცოლი.
* * *

– რა ხდება სალონში, რა ხმაურია? – ეკითხება პილოტი სტიუარდესას.
– არ დამიჯერებთ და დაუჯერებელი რამ ხდება: შუა სალონში ტერორისტი დგას ტროტილიანი ტომრით და პარაშუტებს ყიდის.
* * *

– კარტოფილი ამერიკიდან შემოიტანეს რუსეთში პეტრე პირველის დროს.
– ჩვენთან შედარებით იმიტომაა რუსეთში უფრო იაფი კარტოფილი. აბა, ჩვენთან დისტრიბუტორ შოთას შემოაქვს გარდაბნიდან.
* * *

– მამი, კარლ მარქსი ვინ იყო?
– ეკონომისტი, შვილო.
– როგორც მიშა ბიძია, არა?
– არა, შვილო, მიშა ბიძია პრეზიდენტია.
* * *

– მივედი გუშინ სახლში და ვხედავ, ჩემი ცოლი ვიღაც მეგრელთან კოტრიალობს, – ყვება ბენო.
– რა იცი, რომ მეგრელი იყო? – ეკითხება ძმაკაცი.
– რაღაც მითხრა მეგრულად.
– მერე შენ არაფერი უთხარი?
– რა უნდა მეთქვა? ერთი ღერი სიტყვა არ ვიცი მეგრული.
* * *

– მე თქვენს ფირმაში სამი ადამიანის საქმეს ვაკეთებ, თქვენ კი მხოლოდ ერთის ხელფასს მიხდით, – შესჩივის შეფს თანამშრომელი.
– სიამოვნებით გამოგიწერთ სამის ხელფასს, ოღონდ ჯერ დამისახელეთ, ის ორი ვინაა, – პასუხობს შეფი.
* * *

პარლამენტის სხდომაზე ორატორი გამოვიდა და მკაცრად გააკრიტიკა მთელი პარლამენტის მუშაობა.
– პარლამენტართა ნახევარს თითქმის არაფრის გაკეთება შეუძლია.
– მეორე ნახევარს, ბატონო?
– მეორე ნახევარს ყველა უბედურების გაკეთება შეუძლია.
* * *

სვანი ბოთლით მანქანის ზეთს ასხამს მიწაზე.
– გარეკე, შე უპატრონო?! ცარიელ მიწაზე ზეთს რატომ ასხამ?! – ეკითხება მეზობელი.
– ცარიელი კი, ორი ავტომატი და ექვსი სტეჩკინის პისტოლეტი მაქვს ჩამარხული.
* * *

მოხუცი პარიკმახერი შეგირდს არიგებს:
– ა, უყურე, სამართებელი ასე უნდა დაიჭირო. როცა ყბის ქვედა ნაწილთან მიხვალ, მაშინ გმართებს სიფრთხილე.
– საშიშია? – კითხულობს შეგირდი.
– ძალიან. მე სულ მაგ ადგილზე ვიჭრი ხოლმე თითს.
* * *

– თუ იცი, ევა ადამს ღალატობდა?
– არა, ბიჭო, მომენტს გაუშვებდა.
– შენ საიდან იცი?
– შე რეგვენო, სკოლაში მაინც არ გასწავლეს, ადამიანი მაიმუნისგან რომ გაჩნდა?!
* * *

მაგრად დაბოლილი ანზორი თავისი სახლის კარზე აკაკუნებს. კარს ბებია უღებს. ანზორი თან ირწევა, თან ბებიამისს უყურებს. ბოლოს კი ყვირის:
– ჰა, ბებო! ან შემოდი, ან დახურე კარი, სკვაზნოია, ტო!
* * *

კაცმა სახლის გარემონტება გადაწყვიტა.
– რა დაჯდება? – ეკითხება ხელოსანს.
– 1000 დოლარი.
– მდაა, ბევრია. მე რომ დაგეხმაროთ, მაშინ რა დაჯდება?
– 1300 დოლარი.
* * *

ქმარი მივლინებიდან დაბრუნდა და ცოლის საყვარელი ხვდება სახლში.
– გამარჯობათ, მე კარლო ვარ, გენერალური დირექტორი და ამ ქალბატონის ქმარი, – წარუდგა კარლო ცივილიზებულად.
– გაგიმარჯოს, მე ჟორა ვარ, დროებით გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online