asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად

2010-10-18 16:01:05



* * *
ცოლი ქმარს ეკითხება:
– ძვირფასო, როგორ მოგეწონა სადილი?
– შენ რა, ისევ სკანდალის მიზეზს ეძებ? – პასუხობს ქმარი.
* * *

დაბადების დღეზე ჭიჭიკია გოგონას ეკითხება:
– გოგონი, თქვენ ცეკვავთ?
– დიახ.
– მადლობა ღმერთს, თორემ მეგონა, დენმა დაგარტყათ!
* * *

რედაქტორი დამწყებ პოეტს ეკითხება:
– თქვენი ლექსები ჯერ არავისთვის წაგიკითხავთ?
– არა.
– მაშინ თვალი რატომ გაქვთ ჩალურჯებული?
* * *

ქმარი ცოლს ეუბნება:
– ძვირფასო, შენი გულისთვის თუგინდ ქვეყნის დასალიერამდე წავალ!
– მხოლოდ იქ ცოტა დიდხანს დარჩი, კარგი?
* * *

სამსახურიდან სახლში დაბრუნებული ცოლი ქმარს ეუბნება:
– ძვირფასო! დღეს ჩემმა უფროსმა მითხრა, რომ მე უბრალოდ ულამაზესი ვარ!
– ახლა მაინც დარწმუნდი, რომ ბრმაა?
* * *

ქუჩაში ბიჭი და გოგონა მიდიან. მათ წარმოსადეგი გარეგნობის მამაკაცი ჩაუვლით გვერდით და ბიჭს მიესალმება. გოგონა ეკითხება:
– შენ მას იცნობ?
– ჰო, ერთად ვმუშაობთ.
– რას წარმოადგენს?
– ჩემი დამხმარეა. წერილებს ხელს აწერს, რომელიც ფოსტაში მიმაქვს.
* * *

შვილი მამას ეკითხება:
– მამა რას ნიშნავს ფინანსური გენია?
– ეს, შვილო, ის ადამიანია, რომელიც იმაზე მეტი ფულის შოვნას ახერხებს, ვიდრე მის მეუღლეს შეუძლია დახარჯოს.
* * *

უკმაყოფილო მყიდველი პარაშუტების მაღაზიაში გამყიდველს მიმართავს:
– თქვენი საქონელი წუნიანია.
– რაშია საქმე?
– არ გაიხსნა.
– ჰმ, უცნაურია, თქვენ პირველი ხართ, ვინც ასეთი პრეტენზიით დაბრუნდა.
* * *

მოსამართლე:
– ბრალდებულო, რისი თქმა შეგიძლიათ ამ საქმესთან დაკავშირებით?
– ღამით მივდივარ. უცბად ჩემთან ორნი მოვიდნენ და მეუბნებიან "ქურქი და ქუდი", ჰოდა მეც ერთს ქურქი გავხადე, მეორეს კი ქუდი.
* * *

სომხეთის რადიოს ეკითხებიან:
– რატომ არ არის სექსი სახელმწიფო დაწესებულებებში?
– იმიტომ, რომ ყველა თანამშრომელი ნათესავია!
* * *

პაციენტი ექიმს ეუბნება:
– ექიმო, გადავწყვიტე ვეგეტარიანელი გავხდე.
– რატომ?
– მარტო ხილ–ბოსტნეულის მაღაზიაში არ მაქვს ვალი.
* * *

წითელქუდა ბებიასთან მივიდა და ეუბნება:
– გამარჯობა, ბებია, მე შენ ღვეზელები მოგიტანე!
– რა ღვეზელები? – პასუხობს ბებია, – მე შენ ლუდზე არ გაგაგზავნე?
* * *

შემოწმების დროს ციხის ინსპექტორი პატიმარს ეკითხება:
– აქ რატომ ხართ?
– არ მიშვებენ და რა ვქნა? – მხრებს იჩეჩავს პატიმარი.
* * *

გოგონა ბიჭს ეკითხება:
– შეგიძლია ამიხსნა, რატომ არის, რომ მამაკაცები გოგონებს იშვიათად ჩუქნიან ყვავილებს?
– თქვენ რომ ლუდს საერთოდ არ გვჩუქნით...
* * *

რკინიგზის ჩახუთულ დარბაზში.
– ბატონებო, ვინ გამოიძახა ექიმი?
– მე–ე–ე–ე... – პასუხობს კაცის მისუსტებული ხმა.
– ექიმი არ იქნება!
* * *

პარტიის ლიდერი ამომრჩევლებს მიმართავს:
– ჩვენი პარტია გპირდებათ, რომ კარგად იცხოვრებთ 2015 წელს თუ ვერა, მაშინ 3015 წელს მაინც!
* * *

ერთი მეგობარი მეორეს ეუბნება:
– ისე თავგამოდებით ვებრძვი საკუთარ სიზარმაცეს, რომ როდესაც ბოლოსდაბოლოს ვამარცხებ, რაიმეს გაკეთების თავი აღარ მაქვს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online