asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები

2010-10-15 15:35:28



– ცალი ყური რატომ არ გაქვს?
– სამამულო ომში დავკარგე.
– კაი, ერთი, თუ კაცი ხარ, სად გარბოდი იმ ომში, რომელი მემამულე შენ მყავხარ. არ ჯობდა, ყური შეგრჩენოდა?!
* * *
– იცი? თურმე ავთანდილის ანდერძი ავთანდილს არ დაუწერია.
– აბა, ვინ დაწერა?
– დიდმა რუსთაველმა!
* * *

– ექიმო, მე მგონი, ქალთან სექსი არ შემიძლია.
– საიდან ასკვნით?
– როგორ თუ საიდან! წუხელ 300 შიშველი ქალი დამესიზმრა, მე კი შტერივით ვითვალე და ვითვალე, სანამ არ გამეღვიძა.
* * *

– ექიმო, სისხლის აღება მინდა.
– ვინ მოგიკლეს?
* * *

– ალო, ბუხუტიკო, შენ ხარ? ვაჟი გვყავს, ვაჟი, საყვარელო!
– მალადეც! მარა, რომელი ხარ შენ, ბოშო?
* * *

კახელი მაღაზიაში შედის:
– შამპუნი მინდა.
– გვაქვს კვერცხის, ნუშის, ჭინჭრის... თქვენ რომელი გნებავთ?
– საზამთროსი.
* * *

ექიმი: თქვენი ავადმყოფობის ისტორია სადღაც დაიკარგა, ამიტომ ყველაფერი თავიდან მითხარით.
პაციენტი: კაპიტნად დავიბადე, მერე გენერალი გავხდი და აი, ახლა ნაპოლეონი ვარ.
* * *

– თავის ტკივილი როდის დაგეწყოთ?
– დაბადებისთანავე, ექიმო.
– მანამდე რაიმე ნიშნები არ გქონიათ?
* * *

პარიკმახერი კლიენტს პარსავს საფიჩხიაზე.
– რაია, ბუჯო, აი შენი ძაღლი სულ რომ ხელებში გიყურებს? – ეკითხება კლიენტი.
– რაია და ყურს უცდის. უყვარს ყური.
* * *

– გუშინწინ ოქროს თევზი დავიჭირე და მითხრა, ორიდან ერთი აირჩიე, ან მაგარი სექსი ქალებთან ან კარგი მეხსიერებაო.
– მერე შენ რომელი აირჩიე?
– მახსოვს, რო?
* * *

რესტორანში:
– გემრიელი რა გაქვთ?
– ბადრიჯანი დუმაში.
– დუმა მამიტანე.
* * *

კარზე ზარია.
– უკაცრავად, პანაშვიდი თქვენთანაა? – კითხულობენ ინსტრუმენტებიანი მუსიკოსები.
– არა, ექიმმა თქვა, კიდევ ორი დღე იცოცხლებსო.
მუსიკოსები შებრუნდნენ წასასვლელად, კარი დაიკეტა. ისევ ზარია.
– რა გნებავთ? ხომ გასაგებად გითხარით, რომ ექიმმა კიდევ ორი დღე მისცა მაგ უბედურს?
– თუ შეიძლება, ბარემ ინსტრუმენტებს თქვენთან დავტოვებთ, ქალბატონო, თორემ წაიღე–წამოიღე, ზედმეტი შრომაა.
* * *

– ექიმო, ძალიან ცუდად ვარ, მთელი ტანი მეფხანება, მეტი აღარ შემიძლია.
– ახლა მე შენ წამალს გამოგიწერ. დალიე და, რაც მთავარია, არ უნდა მოიფხანო.
– რა დროის განმავლობაში?
– ერთი წელი მაინც.
– რას მეუბნები, ექიმო?! ერთი წელი თუ არ მოვიფხანე, ქე მოვრჩენილვარ და შენი წამალი რაღად მინდა?!
* * *

– ცოლთან ქორწინებამდე სექსი გქონდა?
– მე – არა. შენ?
– მე – კი, რა ვიცოდი, შენ თუ ითხოვდი.
* * *

– ჩემი ძმა 500 მეტრს 20 წამში გარბის.
– რას ამბობ, მსოფლიო რეკორდი ხომ 30 წამზე მეტია?
– მოკლე გზით დარბის.
* * *

ქუთაისელი სასიმამრო სასიძოს უყვირის:
– რაია ეგი ახლა, სიძეობას მიპირობ და ორ ნაბიჯზე ვერ უნდა გენდოს კაცი?!
– რა იყო, ბატონო?
– რამდენჯერ გითხარი, ჩემ გოგოს სასეირნოდ რომ წეიყვან, 12 საათს არ გადააცილო მოყვანა–მეთქი?
– მერე რაია, ათი წუთი დავაგვიანეთ.
– ათი წუთი იქით იყოს, ვინ მომითრიე აქანე?! ეგი ჩემი გოგო არაა!
* * *

– გოო, შენა ჩემამდე ვინმეთანა სექსი გქონია? – ეკითხება მიხო ახალშერთულ ცოლს.
– არა. შენა?
– მე კი, – გაწითლდა მიხო, – იყოი ბოსელში თავისთვინა, შენ რას გიშლის?
* * *

ავტოპროფილაქტიკის ხელოსანს ცოლი ეწუწუნება:
– კაცო, ამ ბოლო დროს ფეხსაცმელი სულ ცალ მხარეს მიცვდება.
– აბა, დაწექი ერთი, რაზვალი შევამოწმო...
* * *

ოსმა კომპიუტერი შეიძინა და იმ დღესვე უშველებელი ნივრის აცმა ჩამოკიდა მონიტორზე.
– ნიორი რად უნდა კომპიუტერს, კაცო? – ეკითხება ცოლი.
– სენ ალ იცი, დედაკაცო, ნიოლი იმიტომ დავკიდე, ლო ვილუსი ალ სეეყალოს...
* * *

მთვრალი კახელი ქუჩაში ქალს აეკიდა:
– რა ღირხარ, გოო, შენა?
– მემეშვი, ბიძია, შენთვის ჯობია.
– მაშინებ? შენა აჯამი და მფრთხალი ხო არა გგონივარ, გოო?
– მემეშვი, ბიძია, თვარა ინანებ.
– კაი, სახელი მაინც მითხარ, გოო!
– შიდსი...
* * *

– ქეთი, ახლა დავრწმუნდი, რომ ქმარი ნამდვილად მღალატობს, – ეუბნება ნანა დაქალს, – მაგრამ ვერ გადამიწყვეტია, ვუთხრა თუ არა. შენ რას მირჩევ?
– რა, შენ გონია, რომ თვითონ არ იცის?

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ორი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online