asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად

2010-10-11 16:48:48



* * *
ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მისული ჟურნალისტი მთავარ ექიმს ეკითხება:
– როგორ არკვევთ ავადმყოფი გამოჯანმრთელდა თუ არა?
– აბაზანას წყლით ვავსებთ და იქვე მაგიდაზე ვალაგებთ კოვზს და ჭიქას, და აბაზანის დაცლას ვთხოვთ – უხსნის მთავარი ექიმი.
– აჰა, გასაგებია, თუ ავადმყოფი ჭიქით დაიწყებს დაცლას, ის ჯანმრთელად ჩაითვლება და სახლში გაუშვებთ.
– საერთოდ, ჯანმრთელი ადამიანი საცობს ამოაძრობს!!!
* * *

ბავშვის დაბადების შემდეგ შეიტყობ 10 უცილობელ ჭეშმარიტებას:
1. სამი წლის ბავშვი უფრო ხმამაღლა ყვირის, ვიდრე სამი მოზრდილი ადამიანი;
2. ყველაფერი რაც მიუწვდომელ ადგილას ინახება, 28 წამში მოინახება;
3. პომადა არცთუ ცუდი გემოსია, ამასთან, რაც უფრო ნათელი ფერისაა, მით უფრო გემრიელია;
4. ერთი ცალი კბილის პასტით ნახევარი კედლისა და კარის შეღებვა შეიძლება;
5. სარეცხ მანქანაში კატის გარეცხვა არ არის რეკომენდირებული, შეიძლება გაიგუდოს;
6. ქოლგა ვერასდროს შეცვლის პარაშუტს;
7. ყველაზე მნიშვნელოვანი საბუთები ყველაზე სწრაფად იხევა;
8. მუცელში ჩაეტევა 3 უზარმაზარი პორცია ნაყინი, მაგრამ არ ჩაეტევა ერთი პატარა თეფში წვნიანი;
9. სუპერწებო მართლაც ყველაფერს აწებებს;
10. სახანძრო 10 წუთში მოდის.
* * *

ცოლი ქმარს ეუბნება:
– როდესაც ახლად დაქორწინებულები ვიყავით, სადილობის დროს შენთვის ყოველთვის პატარა ნაჭერს იღებდი და დიდს მე მიტოვებდი. ახლა ასე აღარ აკეთებ, აღარ გიყვარვარ?!
– არა, ძვირფასო, უბრალოდ ახლა უკეთესად აკეთებ საჭმელს, – პასუხობს ქმარი.
* * *

ჭიჭიკია ბიჭიკიას ეუბნება:
– გუშინ ქალის გულიზა ვიჩხუბე, სიმონ!
– ვისთან?
– ცოლთან...
* * *

პიტაჩოკი ვინიპუხს ეკითხება:
– ვინი, ვინი, ამბობენ, ძაღლური სიცივეაო, თუ არის ასეთი გაგება, ღორული სიცივე?
– არის, პიტაჩოკ, მხოლოდ მას "ხალადეცს" ეძახიან.
* * *

ერთმანეთს ორი მეგობარი შეხვდა. ერთი მეორეს ეკითხება:
– ამ შაბათ–კვირას აგარაკზე წახვალ?
– რა თქმა უნდა! იქ არიან ცოლი, შვილები, სიდედრი, ძაღლი...
– ჰო, ჩემი სიდედრიც მაგარი ძაღლია!
* * *

ერთი მეგობარი მეორეს ეტრაბახება:
– გუშინ სამსახურში უფროსის კაბინეტში შევედი და მაგიდაზე მუშტი დავუბრახუნე.
– მერე?
– ხვალ მივლინებიდან ბრუნდება.
* * *

ბიჭი შეყვარებულს ეკითხება:
– შენ გაჰყვებოდი ცოლად ფულიან მდიდარს?
– ძნელი სათქმელია... შენ რამდენი გაქვს ფული?
* * *

ახლად გათხოვილი გოგონა დედას ეკითხება:
– დედა, რას აკეთებდი, როდესაც შენი გაკეთებული საჭმელი მამას არ მოსწონდა?
– სადილს ვახშმადაც ვტოვებდი.
* * *

ერთი ახალი რუსი მეორეს ეუბნება:
– გუშინ მწვანეთა პარტიაში შევედი...
– რა დაგემართა, როდის აქეთ გახდი ბუნების ქომაგი? – ეუბნება გაკვირვებული მეორე ახალი რუსი.
– მე მეგონა, დოლარებისთვის იბრძოდნენ...
* * *

ამერიკაში კოვბოის ცოლისა და სიდედრის ცემისთვის ასამართლებენ.
– თქვენ მოგესაჯათ ჯარიმის გადახდა 1.007 დოლარის ოდენობით! – ეუბნება მოსამართლე.
– ეს უცნაური ჯარიმაა? – კითხულობს კოვბოი.
– 1.000 დოლარის გადახდა მოგესაჯათ ტეხასის შტატის 123–ე სტატიის მიხედვით, მოქალაქის ცემისთვის, ხოლო 7 დოლარი ადგილობრივი გადასახადია გართობისთვის!

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online