asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად

2010-10-06 13:46:25



* * *
ერთი ნაცნობი მეორეს ეუბნება:
– წარმოგიდგენია, გუშინ კინოში ფილმის ჩვენების დროს შუქი გამოირთო და დარბაზი მთელი ნახევარი საათი ჩაბნელებული იყო!
– წარმომიდგენია, როგორი პანიკა ატყდებოდა!
– აბა რა! ნახევარი საათის შემდეგ, როდესაც სინათლე აინთო...
* * *

ბიჭი გოგონას ეუბნება:
– შეიძლება ყავის დასალევად გესტუმრები?
– პირველ პაემანზე ბიჭს სახლში არ ვეპატიჟები!
– კარგი, მაშინ ეს ჩვენი ბოლო პაემანი იყოს!
* * *

სიძე სიდედრთან ხანგრძლივი კამათის შემდეგ შვილს ეუბნება:
– შვილო, ერთი მეორე ოთახში შეირბინე და ტუჩების საცხი გამოიტანე.
– რომელი?
– პატარა კოლოფში რომაა და "მომენტი" აწერია.
* * *

ახალგაზრდა მასწავლებელ ქალს ბავშვები ზოოპარკში ჰყავს ექსკურსიაზე და ზედამხედველს ეუბნება:
– მაიმუნების ნახვას ვერ შევძლებთ?
– სამწუხაროდ, ვერ შესძლებთ. მათ ახლა შეწყვილების სეზონი აქვთ და გალიაში არ გამოდიან.
– ოჰ, რა სამწუხაროა... ბავშვებს მაიმუნების ნახვა სურდათ... იქნებ როგორმე გამოვიტყუოთ, ვთქვათ თხილი რომ გადავუყაროთ...
– შენ თვითონ ასეთ დროს გამოხვიდოდი?
* * *

კაცი მეგობარს ეწვია და ეუბნება:
– შეიძლება ერთი თვით შენთან დავრჩები, სახლში დიდი პრობლემები მაქვს?
– რა თქმა უნდა, მაინც რა მოხდა?
– სიდედრი ერთი კვირით მესტუმრა და...
* * *

ქალი სტომატოლოგ მამაკაცთანაა. ექიმი კბილს უბურღავს. ამ დროს ავადმყოფის მობილური ტელეფონი რეკავს. ქალი ანიშნებს, რომ მან უპასუხოს. ექიმი ტელფონს აიღებს:
– ალო, ვინ ბრძანდებით!
– ქმარი ვარ!
– მომისმინე, ახლავე გავათავებ, მერე თქვენი ცოლი გადააფურთხებს და გადმოგირეკავს!!!
* * *

აეროპორტი. თვითმფრინავი მოსკოვში მიფრინავს. შედის ოსი და ბიზნეს კლასში იკავებს ადგილს. მასთან ბორტგამცილებელი მიდის და უხსნის:
– უკაცრავად, ეს სხვისი ადგილია, თქვენი ადგილი ეკონომკლასშია.
– მე, სენი წილიმე, მოსკოვში მივფლინავ, – პასუხობს ოსი და ადგილიდან არ დგება.
ბორტგამცილებელი ვითარებას პილოტს მოახსენებს. პილოტი ოსთან მივა, ყურში ჩასჩურჩულებს, ოსი მაშინვე წამოხტება და ეკონომკლასში გადავა. გაკვირვებული ბორტგამცილებელი პილოტს ეკითხება:
– რა უთხარით ასეთი, რომ მაშინვე დაგიჯერათ?
– ვუთხარი, ბიზნესკლასი მოსკოვში არ მიფრინავს–თქო!!!
* * *

ერთი მეგობარი მეორეს ეუბნება:
– ბიჭო, გასაკვირია, როგორ მიგატოვა შენმა შეყვარებულმა როცა გაიგო, რომ მილიონერი ბაბუა გყავს!
– რა არის გასაკვირი? ახლა ჩემი ბებიაა...
* * *

საავადმყოფოში პროფესორის კაბინეტიდან გამოსული ქმარი ცოლს ეუბნება:
– როგორც ჩანს, დედაშენს მალე გამოწერენ.
– ასე რატომ გგონია, უკვე კარგადაა? – ეკითხება ცოლი.
– პროფესორმა მითხრა, უარესისთვის მოემზადეო.
* * *

მუზეუმში ოსი უზარმაზარი სურათის წინ ჩაფიქრებული დგას და თვალს არ აცილებს.
– როგორ მოგწონთ ეს სურათი, დიდებულია არა? თქვენ რას ფიქრობთ? – ეკითხება მუზეუმის თანამშრომელი.
– ალბათ ოლი ვედლო კლასკა ეყოფოდა ამის დახატვას, – პასუხობს ოსი.
* * *

ახალგაზრდა მფრინავს თვითმფრინავი დასაჯდომად მიჰყავს და გადაწყვიტა დისპეტჩერს გაეხუმროს:
– აბა, გამოიცანი ვინ ვარ?
დისპეტჩერმა დასაფრენი ზოლის ყველა შუქი გამორთო და პასუხობს:
– აბა, გამოიცანი, სად უნდა დაეშვა?!

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online