| ქალი და მამაკაცი |

ანეკდოტები
ანეკდოტები
– მე, ძმაო, სხვებივით უსაქმური კი არ ვარ. ოჯახი რომ ვარჩინო, მთელი დღე ოფლში ვიხვითქები.
– მაღაროში მუშაობ?
– არა, მექისე ვარ.
* * *
– ჩვენ გადავწყვიტეთ, ოჯახში ეკონომია გავაკეთოთ, – ეუბნება დედა შვილს.
– მაგრები ხართ.
– მე მოწევას ვანებებ თავს, მამაშენი – სმას, შენ რას გვპირდები?
– ძაან მეძნელება, მაგრამ ოჯახისთვის რას არ იზამ. ჯანდაბას, ხვალიდან აღარ წავალ სკოლაში.
* * *
– რატომ ხარ დაღონებული, ისაკიჩ?
– ურჩი შვილი გამომადგა. კაცო, ვეხვეწე, შვილო, ან "გპი"–ში ჩააბარე ან აგრარულში, კაცი გამოხვალ–მეთქი, მაგრამ გამიგონა? მაინცდამაინც უბედურებაში გაყო თავი. ჯერ 18 წლისაა და მინისტრის მოადგილეა...
* * *
გურული მატარებლით მგზავრობს. ხედავს, რომ მის წინ მჯდომი ქალი ძალიან ნერვიულობს.
– რა განერვიულებთ, ქალბატონო?
– ჩემი ქმარი ჟურნალის საყიდლად ჩავიდა, მატარებელი დაიძრა და ის დარჩა. რა მეშველება ახლა მე?
– მაგიზა დარდობთ, ქალბატონო? მაი აფერი, აგერ მე გათხუებ ჟურნალს.
* * *
ოსს ეკითხებიან:
– როგორ შეხვდი ახალ წელს?
– ალ სევხთი, პილდაპილ თვითონ მოვიდა.
* * *
– კაცო, ყოველდღე მთვრალი რათ მოდიხარ სახლში? – ეჩხუბება სერგოს ცოლი.
– ის არ გეყოფა, ფხიზელი რო გავდივარ სახლიდან?
* * *
– ძალიან ზარმაცია ჩემი მამალი.
– რაში გამოიხატება მაგის სიზარმაცე?
– სხვები რომ ყივიან, ეს თავს უქნევს.
* * *
– დაბრუნდა ჩემი ქმარი გუშინ მივლინებიდან. მე არ ვიცი, ასე რამ გააცოფა, დამინახა თუ არა, მეცა და ყელიდან მომაგლიჯა.
– რა, ყელსაბამი?
– არა, საყვარელი.
* * *
– რა განსხვავებაა ციხესა და საავადმყოფოს შორის.
– ციხიდან იცი მაინც, როდის გაგიშვებენ.
* * *
დგას გურული, ხელში თოფი უჭირავს:
– შეიძინეთ უნიკალური ნივთი, იმფერი უნიკალურია, რომეეე...
– რა აქვს მაგ ჟანგიან თოფს უნიკალური? – დაცინვით ეკითხება გამვლელი.
– ამ თოფით ხვიჩამ გოჩა მოკლა. არ იცი, შე აბდალა, "მამელუქი"?
– ხვიჩამ გოჩა ხომ ხმლით მოკლა?
– ხო და იმიტომაა იშვიათი და უნიკალური აგი თოფი.
* * *
ტიპი თევზაობს, მიუახლოვდა მეორე:
– როგორი თევზებია?
– ცუდი... ჭია არ უყვართ.
* * *
– გუშინ მობილური მომპარეს ჯიბიდან.
– პოლიციაში იყავი?
– ვიყავი, მაგრამ სულ გაიწყვიტეს ყველაფერი ფიცით, ჩვენ არ მოგვიპარავსო.
* * *
– ღმერთო, გამახსენე... შენთვის რაღაც უნდა მეთქვა, – ეუბნება ცოლი სევერიანს.
– მიდი და გეიხსენე, საყვარელო.
– ჩემო სევერ... არა... ძვირფასო სევ... არც ეს. საყვარელო სევერი... ააარააა! ხო, გამახსენდა: სევერიან, შე დეგენერატო!
* * *
ექიმი ნარკოზიდან გამოსულ ავადმყოფს:
– თქვენთვის ორი ამბავი მაქვს, ცუდი და კარგი.
– ცუდით დაიწყეთ.
– თქვენ შეცდომით მარჯვენა ფეხი მოგაჭერით.
– კარგი?
– არც მარცხენა ყოფილა მაინცდამაინც მოსაჭრელი.
* * *
იალბუზის წვერზე ასული ორი დაღლილი ალპინისტი საუბრობს:
– ახლა დაბლა რომ ჩავალთ, ქორწილში ვარ დაპატიჟებული, მაგრამ ვერ წავალ ალბათ.
– რატომ? ფული არ გაქვს თუ დალევა არ გინდა?
– სვანეთისუბანშია და ასვლა არ გინდა იმ აღმართზე?
* * *
– ექიმო, მთელი ტანი მექავება.
– შენ ახლა მე წამალს მოგცემ... თუმცა მოიცა, ბანაობ ხოლმე?
– ზღვაზე?
– ზღვაზე კი არა, კაცო, სახლში.
– კი, ყოველდღე ვიღებ აბაზანას.
– ხოდა, ხანდახან აბაზანაში წყალი გამოცვალე.
* * *
– რა ცხვირპირი ჩამოგტირის, ლევარსიჩ?
– სულ გამიხულიგნდა ბიჭი.
– მერე? აუხსენი, რომ წესიერად უნდა მოიქცეს და მინისტრი გახდება.
– აზრი არ აქვს, უკვე კაზინოში დადის.
– მაშინ შეარცხვინე.
– არაფერი გამოდის, უსირცხვილოა.
– მაშინ ცოლი შერთე.
– არც ეგ გამოდგა, გუშინწინ გააგდო მეხუთე ცოლი.
– მაშინ ცემე!
– შენც მასწავლე რა... გინდა, წიხლქვეშ მომკლას?!
* * *
– სვამთ?
– კი.
– ეწევით?
– კი.
– სექსი?
– აუცილებლად, უცოლო ვარ და...
– სამივეს თავი უნდა გაანებოთ.
– სიგარეტს და დალევას დავთმობ, სექსს ვერა.
– ცოლი შეირთეთ და ნელ–ნელა შეგძულდებათ.
* * *
– თქვენ ბრალი გედებათ თაღლითობაში. ადრეც ჰყიდდით გამაახალგაზრდავებელ მალამოს?
– დიახ, 1600, 1750 და 1895 წლებში.
* * *
– შვილო, გიტარაზე შაგიყვანო? – ეკითხება მიხო შვილს.
– არა, ვერ შავძლებ, მამი.
– რათა, შე აჯამო, რათა?
– მე ხო ხუთი თითი მაქ, გიტარაი კიდენა შვიდი სტრუნა აქვ!
– შე ვირიშვილო, შენა, მა პიანინოზე როგო უკრამენ?
* * *
ვაჭარი ექიმთან მივიდა:
– უძილობა მჭირს.
– ადექი და ძილის წინ ქათმების თვლა დაიწყე.
– ეგეც ვცადე, მაგრამ ვითვლი, ვითვლი... სადაცაა უნდა ჩამეძინოს და... იყივლებს ხოლმე ის ტარტაროზი მამალი!

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ანეკდოტები
ვიცინოთ ერთად
ანეკდოტები
ვიცინოთ ერთად

ვიცინოთ ერთად
ანეკდოტები
ანეკდოტები 

ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები 