| ქალი და მამაკაცი |

ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად
* * *
სამი ქვეყნის ჯარისკაცებს შორის შეჯიბრი მოაწყვეს, რომელი ჯარისკაცი უფრო მეტ პურს შეჭამს.
გამოვიდა ამერიკელი ჯარისკაცი და ორი პური შეჭამა.
შემდეგ გამოვიდა ფრანგი ჯარისკაცი და სამი პური შეჭამა.
დადგა რუსის ჯერი. ერთი პურის მეტი ვერ შეჭამა. თავდაცვის მინისტრმა მისი ოფიცერი გამოიძახა და უყვირის:
– ეს ვინ შეარჩია? ერთ პურს ხომ მეც შევჭამდი!
ოფიცერი თავს იმართლებს:
– თავადაც არ ვიცი, რა მოუვიდა. შეჯიბრამდე 10 წუთით ადრე ვავარჯიშე და 12 პური შეჭამა!
* * *
ერთი ჰაკერი მეორეს ტელეფონზე ურეკავს:
– თქვენთან როგორი ამინდია?
– არ ვიცი, ინტერნეტი არ მუშაობს, – პასუხობს მეორე ჰაკერი.
* * *
კაცი ბარში შედის, თვალისმომჭრელი სილამაზის ორ გოგონას გვერდით მიუჯდება და ბარმენს გასძახებს:
– ორი ლუდი გოგონებს. გოგონებო, თქვენ რომელი ლუდი მოგწონთ?
– დროს ტყუილად ნუ დაკარგავთ. ჩვენ ლესბოსელები ვართ, – პასუხობს ერთ–ერთი გოგონა.
– ეს როგორ?
– ჩვენ ქალებთან სექსი გვიყვარს.
– ბარმენ, სამი ლუდი ჩვენთვის, ლესბოსელებისთვის.
* * *
ლონდონის მდიდრულ რესტორანში ინტელიგენტური შესახედაობის, სმოკინგში გამოწყობილი მამაკაცი შედის და მაგიდას მიუჯდება. მასთან ოფიციანტი მივა და ეკითხება:
– რის დალევას ინებებთ?
– არაფრის. იცით, ერთხელ გავსინჯე და არ მომეწონა, – პასუხობს მამაკაცი.
– მაშინ, სიგარას ხომ არ ინებებთ?
– არა, გმადლობთ, ერთხელ გავსინჯე და არ მომეწონა. და საერთოდ, აქ შვილს ველოდები...
– როგორც ვხვდები, შვილიც ერთი გყავთ.
* * *
დილით გაღვიძებული ქმარი ცოლს ეუბნება:
– ძვირფასო, წუხელ ისე ცუდად მეძინა!
– საერთოდ, რამის კარგად გაკეთება შეგიძლია?! – პასუხობს ცოლი.
* * *
საცოლე სასიძოს ეკითხება:
– სვამ?
– არა.
– ეწევი?
– არა.
– ბანქოს თამაშობ?
– არა.
– ე.ი. უარყოფითი თვისებები არ გაქვს?
– ერთი მაქვს, ტყუილი მიყვარს...
* * *
სომხეთის რადიოს ეკითხებიან:
– რა არის არატრადიციული სექსი რუსულად?
– სექსი არყის გარეშე, – პასუხობს სომხეთის რადიო.
* * *
ზურგზე უზარმაზარ ჩანთამოკიდებული ქალი გზაზე მიდის.
– აღარ შემიძლია, დავიღალე, უკვე ორი საათია, მივდივართ!
– მოითმინე, ძვირფასო, მალე მივალთ.
– არ შემიძლია! ჩანთამ მხრები მატკინა, ფეხსაცმელები მიჭერს, მზე მწარედ იკბინება!
– მე რა შემიძლია გავაკეთო, საყვარელო?
– იქნებ ჩანთიდან ამოსულიყავი?
* * *
მეხანძრეებმა საავადმყოფოში ხანძარი ჩააქრეს და მეთაური სახანძროს უფროს მოახსენებს:
– დავალება შესრულებულია, ხანძარი ჩამქრალია, მაგრამ არიან დაზარალებულები, ცხრა კაცი. შვიდის მოსულიერება მოვახერხეთ, მაგრამ ორი ვერ გადავარჩინეთ.
იქვე მდგარი საავადმყოფოს მთავარი ექიმი გონებას დაკარგავს. მოსულიერების შემდეგ მეხანძრეთა უფროსს ეუბნება:
– ბიჭებო, რომელი შვიდი გადაარჩინეთ, თქვენ ხომ პროზექტურაში აქრობდით ხანძარს...
* * *
შვილი დედას ეკითხება:
– დედა, საჩუქრები ვის მოაქვს?
– თოვლის პაპას, შვილო, – პასუხობს დედა.
– ბავშვები ვის მოჰყავს?
– წეროს, შვილო.
– მაშინ მამა რაღაში გვჭირდება?!
* * *
ბავშვი სკოლიდან სახლში ბრუნდება და ამბობს:
– დღეს სკოლაში დედა დაგვახატინეს.
– კი მაგრამ, გუშინაც დედა არ დახატეთ?! – ეკითხება დედა.
– მასწავლებელი კლასში შემოვიდა და ასე გვითხრა: დახატეთ, თქვენი დედა!
* * *
ბავშვი დედას ეძახის:
– დედიკო, დედიკო, ტუალეტში მინდა!!!
– ეჰ... მე კი პარიზში... – პასუხობს ოცნებებში წასული დედა.
* * *
ქალი და კაცი განცხადებით გაიცნობენ ერთმანეთს და შეხვედრაზე კაცი ქალს ეუბნება:
– თქვენ ისეთი მომხიბვლელი ხართ! იმ დეფექტს ვერ ვამჩნევ, რომელზეც განცხადებაში წერდით. სად არის?
– სად არის და სკოლაში, მალე მოვა!

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ანეკდოტები
ვიცინოთ ერთად
ანეკდოტები
ვიცინოთ ერთად

ვიცინოთ ერთად
ანეკდოტები
ანეკდოტები 

ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები 